სომხეთში საბავშვო ბაღში მძევლად აყვანილი 3 წლის ბავშვი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.
ბავშვის გათვისუფლების სპეცოპერაციისას რამდენიმე გასროლის ხმაც გაისმა. პოლიციის უფროსის ცნობით, ბაღზე თავდამსხმელი “განიეტრალებულია. ის საკუთარი თავისთვის ჭრილობების მიყენებას შეეცადა, თუმცა პოლიციამ არ მისცა ამის შესაძლებლობა”, – თქვა უნან პოღოსიანმა და დასძინა, რომ კაცი საავადმყოფოში წაიყვანეს სამკურნალოდ.
ბავშვი შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს და დედასთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამდენიმე საათის წინ დანით შეიარაღებული პირი სომხეთში, ერევენიდან 150 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთ საბავშვო ბაღს თავს დაესხა, მან ბაღის ადმინისტრაცია და ბავშვები მძევლად აიყვანა. მოგვიანებით კი სამი წლის ბავშვის გარდა ყველა გაათავისუფლა.