Home ახალი ამბები მსოფლიო სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის...

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

4008
სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მოილაპარაკეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები უკვე ჩადგნენ.

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო და ბოლო დღეებამდე გრძელდებოდა. დაღუპულია ასობით სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე.

9 ნოემბრის ღამეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ 10 ნოემბრის 00 საათიდან რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, ერევანმა ბაქოს უნდა გადასცეს ყარაბაღის რამდენიმე რეგიონი, რუსეთმა კი რეგიონში სამშვიდობო ძალები უნდა შეიყვანოს.

“სამხედრო ფაზა დასრულებულია და ჩვენ გადავდივართ საკითხების პოლიტიკურ მოგვარებაზე. ეს ყველაზე სასარგებლო ვარიანტია ჩვენთვის”, _ განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, “ეს გადაწყვეტილება მიიღეს სამხედრო სიტუაციის გაანალიზებისა და იმ ხალხის რჩევის შედეგად, რომელმაც ყველაზე უკეთ იცოდა ვითარება”.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხანგრძლივად დაამყარებს მშვიდობას აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხებს შორის”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

სამმხრივი 9-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, ერევანმა ბაქოს უნდა გადასცეს ყარაბაღის რამდენიმე რაიონი. რუსეთი კი მთიან ყარაბაღში გაგზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ სპეცტექნიკას.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here