Home სხვადასხვა დაიჯესტი სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ხელშეწყობით თანდათან მიდიან შეთანხმებისკენ

სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ხელშეწყობით თანდათან მიდიან შეთანხმებისკენ

574
სერგეი ლავროვი

მოსკოვში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების _ ელმარ მამედიაროვისა ზოჰრაბ მნაცაკანიანის _ შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შემდეგ მათ შეუერთდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები _ იგორ პოპოვი (რუსეთი), სტეფან ვისკონტი (საფრანგეთი) და ენდრიუ შოფერი (აშშ).

თვით ფაქტი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები  მოსკოვში გაიმართა და მასში  სერგეი ლავროვი მონაწილეობდა, ბევრ რამეზე მიანიშნებს. ცხადი იყო, რომ კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა, როგორც აქამდე ხდებოდა, კიდევ ერთხელ კი არ დაიწყეს მხოლოდ ლაპარაკი მთიანი ყარაბაღის მწვავე პრობლემებზე, არამედ იმუშავეს ამ პრობლემების მოგვარების გზების პოვნაზე. სწორედ ასე ჩანდა მამედიაროვის საკმაოდ გულწრფელ განცხადებაში მოლაპარაკებების შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე:

თავდაპირველად სერგეი ლავროვმა, მე და ზოჰრაბ მნაცაკანიანმა გავმართეთ სამმხრივი შეხვედრა. ეს შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ჩვენ კონკრეტულად ვიმსჯელეთ საკითხებზე, რომლებიც აქამდე ხელს უშლიდა პროგრესს. ვერ ვიტყვი, რომ ეს სრული პროგრესია, მაგრამ მთლიანობაში სომხურმა მხარემ და მე შევძელით, მრავალმხრივ და ღრმად გაგვეგო ზოგიერთი პრობლემური მომენტი. ჩვენ საკითხები განვიხილეთ იმ გეგმის საფუძველზე, რომელიც რუსულმა მხარემ შემოგვთავაზა 2016 წელს. ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძელით ყველა საკითხის გადაჭრა. სარგებელი ამ შეხვედრისა არის ის, რომ კიდევ უფრო ღრმად გავაცნობიერეთ, რა პრობლემები არსებობს და მათგან რომელი უნდა მოგვარდეს უწინარესად. შეხვედრაზე გაისმა სხვადასხვა მოსაზრება. ახლა არ მინდა ვილაპარაკო, რა წინადადებები შემოგვთავაზეს. ეს იყო რუსეთის, თანათავმჯდომარეების, აზერბაიჯანისა და სომხეთის წინადადებები. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით”.

რა მოხდება შემდეგ? ეუთოს მინსკის ჯგუფი აღნიშნავს, რომ “შეხვედრის მონაწილეებმა მოილაპარაკეს, განაგრძონ კონტაქტები უახლოეს ხანში”. რა ხდებოდა მოსკოვში? მამედიაროვის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეხვედრაზე განხილული იყო ბევრი კონკრეტული წინადადება ე.წ. ჰუმანიტარული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს ბაქოსა და ერევნის პოზიციების ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოებას. ამ მიმართულებით პროგრესის გარანტიას იძლევა ის, რომ სამკუთხედის ფარგლებში მოსკოვი-ბაქო-ერევანი  უმაღლეს დონეზე შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ შეთანხმდებიან, რუსეთი და პირადად პრეზიდენტი პუტინი კი მიღწეული შეთანხმების შესრულების გარანტები იქნებიან.

სააგენტორეგნუმ”-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here