Home სხვადასხვა დაიჯესტი სოლომონის კუნძულებმა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო

სოლომონის კუნძულებმა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო

665
სოლომონის კუნძულებმა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო

სოლომონის კუნძულების ხელმძღვანელობამ კოსოვოს რესპუბლიკის ნაწილობრივი აღიარება უკან გაიწვია. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია KTV ავრცელებს.

სოლომონის კუნძულების საგარეო საქმეთა სამინისტრომ კოსოვოს ე.წ. საგარეო უწყებას სპეციალური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ სერბეთი და კოსოვო დღემდე განაგრძობს გაეროს უშიშროების 1244-ე რეზოლუციის განხილვას კოსოვოს ავტონომიის შესახებ.

კოსოვოელი დიპლომატები აცხადებენ, სოლომონის კუნძულებიდან დოკუმენტი არ მიუღიათ, თუმცა ოკეანეთის რესპუბლიკაში ინფორმაციას ადასტურებენ.

2018 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ აღიარება უკან წაიღო გრენადისა და კომორის კუნძულებმაც. ანალოგიური გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს კიდევ 8 ქვეყანამ მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here