Home ახალი ამბები სოკოლოვი: მიპასუხოს რომან გოცირიძემ – სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი?

სოკოლოვი: მიპასუხოს რომან გოცირიძემ – სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი?

საზოგადოებრივი მაუწყებლის  საინფორმაციოს ყოფილი ხელმძღვანელი,  დავით სოკოლოვი გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში პარლამენტის წევრ რომან გოცირიძეს მიმართავს.

„რომან გოცირიძეს, მაგ უნამუსოს უნდა მივმართო! პარლამენტიდან ჭკუადამჯდარი და საზოგადოებისთვის გულდამწვარი სახით რომ ლაპარაკობს, თქვას, სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი, მაგისი შემუშავებული გეგმით „ახალ ქართულ ბანკში” რომ შემატანინეს და მერე 10 მილიონ კუპონად, ანუ 3 ლარად მიქციეს? ეს მაშინ იყო, როცა დოლარი 67 კაპიკი ღირდა. დღეს ეს კაცი ჭმუნვით ზის პარლამენტში, ხოლო მე – გაქურდული და სახლდამწვარი – მოხუცებულთა თავშესაფარში. მიპასუხოს გოცირიძემ, თუნდაც რომელიმე სატელევიზიო გადაცემიდან ან პარლამენტის ტრიბუნიდან: სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი?”, – განაცხადა სოკოლოვმა.

6 COMMENTS

  1. მარტო დავით სოკოლოვის ფული? უამრავი ადამიანის შრომით მოგროვილი სად წაიღო?

  2. ვერ გავიგე,გოცირიძე მაშინ სად იყო,როცა ხალხს ანაბრები დაეკარგა?თუ ნაციონალების გინებით ქულებს იწერთ და სარგებელს ელით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here