Home რუბრიკები საზოგადოება სოდომიის მხარდამჭერი საკმარისად ბევრი აღმოჩნდა როგორც მთავრობაში, ისე ტელევიზიებსა და ფეხბურთის ფედერაციაში

სოდომიის მხარდამჭერი საკმარისად ბევრი აღმოჩნდა როგორც მთავრობაში, ისე ტელევიზიებსა და ფეხბურთის ფედერაციაში

მამა ბასილი

საქართველოს მტრები ოდითგან ცდილობდნენ, შეებღალათ ერის ღირსება ქვეყნის შინაური მტრების დახმარებით. იგივე მეორდება დღესაც. მსოფლიოს ანტიქრისტიანული ძალები ყველა ხერხითა და მეთოდით ცდილობენ, ხელიდან გამოგვაცალონ წინაპართა სისხლით მორწყული და მათ ძვლებზე ნაკოწიწები ჩვენი ბედკრული ქვეყანა. ჯერ იეღოველთა სექტა შემოგვისიეს, შემდეგ _ სხვადასხვა მწვალებლური დაჯგუფება, იყო 17 მაისი, ანტიდისკრიმინაციული კანონი და მრავალი სხვა, მაგრამ, როცა მიზანს ვერაფრით მიაღწიეს, საქართველოში ამორალიზმის დასაკანონებლად სხვა ხერხს მიმართეს და კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დაგვაყენეს.

ჰოლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელშიც დაკანონდა ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება, იქ მამათმავლებს უდიდესი მხარდაჭერა აქვთ. სწორედ ამ ქვეყანაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას, მეშვეობით მიზანმიმართულად სცადეს საქართველოს ჩათრევა სოდომ-გომორის ცოდვის პროპაგანდაში. სამწუხაროდ, სოდომიის მხარდამჭერი საკმარისად ბევრი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის როგორც მთავრობაში, აგრეთვე, ტელევიზიებსა და ფეხბურთის ფედერაციაში.

მივმართავ ფეხბურთელებს: თქვე კაი დედმამიშვილებო! თქვენი ღირსეული თამაში და გამარჯვებები ქართველ გულშემატკივარს ჯერ არ უხილავს და სოდომიის მხარდაჭერას, არ სჯობდა, ფეხბურთის თამაში გესწავლათ?! გამოდის, რომ იქ, უცხოეთში, ელგებეტობანას უფრო სწავლობთ, ვიდრე ფეხბურთის თამაშს. თქვენს საქციელს სხვა ახსნა არ აქვს.

ხანში შესულთ გვახსოვს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიერ ჩატარებული მატჩები და ღირსეული საქციელი. ისინი თქვენსავით არ არცხვენდნენ ერის ღირსებას. რომელი ერთი გავიხსენოთ _ ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე და სხვ. ამჟამინდელი თაობის ფეხბურთელთა საქციელი კი სამარცხვინოა _ სათამაშო მოედანზე გასვლისას პირჯვარს ისახავენ, პარალელურად კი სოდომიის პროპაგანდას ეწევიან. წმიდა სახარება გვასწავლის: “ნუ იქნები ორი ბატონის მსახური!” სამწუხაროდ, თქვენ ღმერთის მაგივრად მამონას დაემონეთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ საქმე უკუღმა მიგდით.

მინდა, შევეხმიანო თბილისის ახალარჩეულ მერს _ კახა კალაძეს: არჩევნებამდე რომ გამოგეხატათ მამათმავლების მხარდაჭერა, ხმების იმდენ პროცენტს მიიღებდით, რამდენიც რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო. ბატონო კახა, გულწრფელად გენდო ერი და აგირჩია. ჩემი ეკლესიის მრევლის ბევრი წარმომადგენელი კორდინატორად იყო უბნებზე… ძალიან შევცდით. აღნიშნავთ, კაშიას თავს მოახვიეს ლგბტ სამკლავურის გაკეთებაო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გასულ წელს მართლაც ცდილობდნენ, ზოგიერთი ქვეყნის საფეხბურთო კლუბების კაპიტნები აეძულებინათ, ჰომოსექსუალების სამკლავური გაეკეთებინათ, მაგრამ მათ სასტიკი უარი განაცხადეს; ან იქნებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აიძულეს, ჩაეცვა მაისური, რომელზეც გურამ კაშია ლგბტ სამკლავურით იყო გამოსახული, ან გიორგი გაბუნიას გაუკეთეს ძალით ლგბტ სამკლავური და ასე აიძულეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა?!

მოეგეთ გონს, პირად, მიწიერ კარიერას ღმერთის კანონზე მაღლა ნუ დააყენებთ და სულს ჯოჯოხეთისთვის ნუ განიმზადებთ!

ბატონო კახა, თქვენ, პოზიციის გამოხატვით, მეტად ასიამოვნეთ მეგობარ ფეხბურთელს, მაგრამ წინ აღუდექით საქართველოს მოსახლეობის 95%-ს. როგორც ცნობილია, მართლმადიდებლობის მტრები, ერის მოღალატე სოროსის ლეკვები 17 მაისს მსოფლიოს დასანახავად სოდომიტების აღლუმის გამართვას გეგმავენ, რათა წაბილწონ ის წმინდა ადგილი, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოსთვის გულანთებული ქართველი გოგო-ბიჭების სისხლი დაიღვარა. თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, ჩანს, რომ, როგორც მერი, მათ ამის ნებას დართავთ.

გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ

შევახსენებ ლევან კობიაშვილს: თქვენს წარსულს, მოღვაწეობას მდუღარე წყალი გადაასხით. სავალალოდ, ვერ აცნობიერებთ, როგორი ცოდვა ჩაიდინეთ. მოინანიეთ!

მე, ხანში შესული ღვთისმსახური, მსოფლიოს ანტიქრისტიანულ ძალებს დავუპირისპირდი ჩემი სარწმუნოების, ჩემი ერის ტრადიციების დასაცავად. 5 წელი ციხეში გავატარე. ჩემს მშობლიურ სოფელში ღვთისმშობლის ტაძარი აღვადგინე კომუნისტების პერიოდში. წავიდოდი, სიბერეს იქ გავატარებდი ლოცვაში, მაგრამ _ არა. მე ჩემი ერის, ბერის და ჩემი ქვეყნის განსაცდელს შორიდან ვერ დაუწყებ ცქერას, მით უმეტეს, როცა ამდენი მტერი ახვევია _ შინაური თუ გარეული. უპირატესი ღმერთია, მისი გმობა არავის გვეპატიება!

გაითვალისწინეთ: თქვენ ითვლებით შვილებად იმ ქვეყნისა, რომლის 100 000 მორწმუნე და 6000 ბერი ეწამა სარწმუნოებისთვის. ამ ქვეყნის დედოფალმა, ქეთევანმა, ორი შვილიშვილი და საკუთარი სიცოცხლე ანაცვალა სამშობლოს; ამ ქვეყნის წარმომადგენელმა გიორგი სააკაძემ უსჯულოებს შვილი მძევლად დაუტოვა; ამ ქვეყნის შვილებმა _ ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა, მეფე დემეტრემ და სხვებმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს სარწმუნოებისა და ქვეყნის ინტერესების სამსხვერპლოზე.

თქვენ მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემნი უნდა იყოთ და ისე ნუ გააკეთებთ, რომ თქვენმა შვილებმა გაუკუღმართებულ საქართველოში იცხოვრონ. წინაპართა სისხლით გაპოხიერებულ მიწა-წყალზე მცხოვრებთ ისევ ჩვენივე, ქართველებისვე, ამჯერად სულგაყიდული ფეხბურთელების მეშვეობით, გვიგინებენ ღირსებას, ლამობენ, მოგვისპონ სარწმუნოება. თითქმის ყველა ტელევიზია გააფთრებით ეწევა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

ყველა ადამიანი თავისუფალია არჩევანში და თავის სახლში, ვისაც რა მოესურვება, ის აკეთოს, ტელეეკრანიდან სოდომიის საჯარო პროპაგანდა კი ღვთის რისხვას იმსახურებს. სოდომიის პროპაგანდისტები ასრულებენ ოკეანისგაღმელთა დაკვეთებს და ამიტომ აუცილებლად წარდგებიან ერის სამსჯავროზე.

საქართველოს ნაკრების შემდეგ თამაშზე სტადიონის შევსება, დიდი ალბათობით, ლგბტ პირებით მოგიწევთ, რადგან საღად მოაზროვნე ქართველი სოდომიის მხარდამჭერთა თამაშს არ დაესწრება. აი ეს გამოიწვია ფეხბურთელების, აგრეთვე, თბილისის მერისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან სოდომიის პროპაგანდის მხარდაჭერამ.

მივმართავ ჩემი ერის საღად მოაზროვნე ნაწილს, რომელიც 2013 წლის 17 მაისს ერთად შეკრული იდგა რუსთაველის გამზირზე და ერთად ვიცავდით ზნეობას: დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება! ძალიან მძიმე ხანა გვიდგას, სამშობლო, სარწმუნოება დაცვას ითხოვს. ამას გვავალებს წინაპართა წმინდა ხსოვნა. დავარისხოთ განგაშის ზარები, ზნეობრივად დაცემულთ ნუ შევაგინებინებთ ჩვენს ძირძველ ისტორიას, სარწმუნოებას!

მამა ბასილი (მკალავიშვილი),

გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი

2 COMMENTS

  1. m
    მამაო ღმერთმა მოგცეს ჯამრთელობა,რათა მუდამ იყო ქრისტეს სამსახურში….განსხვავებით მამაოებისგან რომლებიც საკ კეთილდღეობაზე ზრუნვაში გართულები არ თაკილობენ არც ხალხისმოძულე მთავრობებთან სიამტკბილობას და არც აღვირახსნილ ფუფუნებაში ცხოვრებას….მათ თავიანთი საქციელით თუ მოქმედებით უდიდესი ზიანი მიაყენეს მართლმადიდებლობას….ისინი მფარველობენ სნოს წყლის ბიზნესს,მოლაშვილის მიერ საპატრიარქოს გადაცემულ შენობაში ბორდელს,311 მეჩეთს,ციანიდის საქმეს,აკანონებენ ეკლესიების გაქირავებას გაურკვეველი წარსულის ადამიანებზე.(მხოლოდ საეკ პირებს აქვთ უფლება).ფულის სანაცვლოდ…ეს განკითხვაა…..ფაროსანა რისხვა….ყველა მამაო ვინც სიმართლეზე დუმს იბრძვის საკ კეთილდღეობისთვის….უფალი შეეწიოს ყველა მართალს…

  2. მამაო – ღმერთმა გაგახაროს, გაგაძლიეროს, ღმერთმა მოგცეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უფალმა არ მოგაკლოს თვისი წყალობა და მშვიდობა, უფალმა დალოცოს მთელი საქართველო, მაცხოვარმა დაგლოცოს და მტერი მოყვრად გიქციოს…თქვენ დგიხართ იმ მამაოებთან და სასუელურო პირებთან რომლებიც არიან ჩვენი პატრიარხი ილია მეორე, მეუფე სპირიდონ აბულაძე, დეკანოზი ბიძინა აბულაძე, მამაო გიორგი ყიფშიძე,მამაო ფეოდოსი ზვიადაძე,და ბევრი ბევრი სხვები. ებძვით ამ დიდ ბოროტებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here