Home სხვადასხვა დაიჯესტი სოდომია შთანთქავს ევროპას: პედერასტიისადმი დამოკიდებულების საკითხის შესწავლის გამაოგნებელი შედეგები

სოდომია შთანთქავს ევროპას: პედერასტიისადმი დამოკიდებულების საკითხის შესწავლის გამაოგნებელი შედეგები

1584
სოდომია შთანთქავს ევროპას: პედერასტიისადმი დამოკიდებულების საკითხის შესწავლის გამაოგნებელი შედეგები

ევროკომისიამ გამოაქვეყნა მასშტაბური სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის პირველიგასაშუალებულიშედეგები, ერთი შეხედვით, ნეოლიბერალების სასარგებლო იყო, კვლევის მიმდინარეობის პროცესში თავი იჩინა ისეთმა ტენდენციებმა, რომლებმაცერთიანი ევროპისმომხრეები ვერ გაახარა.

გამოკითხვის მონაწილეთა 72 პროცენტმა განაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის მქონეთა დაქორწინებაში საჩოთიროს ვერაფერს ხედავს, 69 პროცენტმა კი მხარი დაუჭირა ევროპაში ასეთი ქორწინების დანერგვას. გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე ტოლერანტული აღმოჩნდა შვედეთი: შეკითხვებს დადებითი პასუხები გასცა გამოკითხულთა 92 პროცენტმა. მსგავსი შედეგები (75 და მეტი პროცენტი) იყო ბელგიაში, დანიაში, გერმანიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში. ქვეყნების მეორე ჯგუფში არატრადიციულ “ფასეულობებს” მხარს უჭერს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი. იგულისხმება ჩეხეთი, იტალია, პოლონეთი, ავსტრია, პორტუგალია და სლოვენია.

მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესო შედეგები გამოიკვეთა ქვეყნების მესამე ჯგუფში. მაგალითად, ბულგარეთში გამოკითხულთა 71 პროცენტი გმობს ჰომოსექსუალურ ურთიერთობას; 74 პროცენტი აცხადებს, რომ წინააღმდეგია ასეთი ქორწინების; სლოვაკეთშიც მსგავსი შედეგებია _ 61 და 70 პროცენტი; რუმინეთში _ 63 და 63 პროცენტი; უნგრეთში _ 61 და 53 პროცენტი; კვიპროსის რესპუბლიკაში _ 60 და 55 პროცენტი; საბერძნეთში _ 56 და 53 პროცენტი; ხორვატიაში _ 55 და 58 პროცენტი; არატრადიციული კავშირების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მცხოვრებთა უმრავლესობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქვეყნებში, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ლგბტ “შეხედულებას ცხოვრების წესზე”, ამ თემისადმი დამოკიდებულება ბოლო 5 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა (მაგალითად, გერმანიაში მათდამი სიმპათიურად განწყობილთა რაოდენობა 18 პროცენტით გაიზარდა, დიდ ბრიტანეთში _ 14 პროცენტით). სამაგიეროდ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებში პირიქით მოხდა _ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა ანტიპათიურად განწყობილი ადამიანების რაოდენობამ (ბულგარეთში _ 12 პროცენტით, სლოვაკეთში _ 5 პროცენტით და ა.შ.).

შეიძლება დავასკვნათ, რომ ევროპაში ტრადიციულ ფასეულობებს მისდევენ ის ქვეყნები (ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი), რომლებშიც მართმადიდებელი მოსახლეობა სჭარბობს, ასევე _ აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოები ძლიერი კათოლიკური ტრადიციებით (უნგრეთი და სლოვაკეთი).

“არატრადიციული” ფასეულობების მომხრეებს სრული უფლება აქვთ, სრული გამარჯვება იზეიმონ სკანდინავიასა და ბენილუქსის ქვეყნებში მათი პოზიციები საკმაოდ ძლიერია დასავლეთ ევროპაშიც. ნეოლიბერალური ცვლილებები, როგორც ჩანს, ფეხს იკიდებს ისეთ კათოლიკურ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი და იტალია. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2010 წლის დასაწყისში, როცა პარიზში იმართებოდა დისკუსიები ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების შემოღების მიზანშეწონილობაზე, სოციუმი იქ თითქმის ორ თანაბარ ნაწილად გაიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here