Home სხვადასხვა დაიჯესტი სი ძინპინმა ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება შესთავაზა

სი ძინპინმა ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება შესთავაზა

1416
სი ძინპინმა ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება შესთავაზა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ლიდერებს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ, _ ნათქვამია 21 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთის ლიდერმა დახმარება შესთავაზა ევროპელ ლიდერებს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზი გაუსვა საერთო საფრთხის წინააღმდეგ ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანებას.

“ჩინეთი ერთგულია ერთიანი კაცობრიობის იდეის, რომელსაც ერთი ბედი აკავშირებს. ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და ინფორმაცია”, _ ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here