Home ახალი ამბები მსოფლიო სი ძინპინი “თავის გატეხვით” დაემუქრა ყველას, ვინც ჩინეთის დამონებას შეეცდება

სი ძინპინი “თავის გატეხვით” დაემუქრა ყველას, ვინც ჩინეთის დამონებას შეეცდება

202

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინითავის გატეხვითდაემუქრა ნებისმიერ გარე ძალას, რომელიც ჩინეთის დამონებას შეეცდება. ამის შესახებ მან ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინელი ხალხი მიისწრაფვის სამართლიანობისკენ და არ ეშინია ძალადობას, მას არასოდეს დაუმცირებია და დაუმონებია სხვა ერები. ამასთანავე, “ჩინელი ხალხი არ მიიღებს გარე ძალების მცდელობებს, უპატივცემულოდ მოეპყრან, დაამცირონ და დაამონონ. ის, ვინც ამის გაკეთებას შეეცდება, შეეჯახება 1,4 მილიარდი ჩინელი ხალხის ხორცისა და სისხლის რკინის კედელს და თავს გაიტეხავს”, _ ხაზგასმით აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინმა დასძინა, რომ ჩინეთი გადაიღებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მაგრამ არ მოითმენს მის მიმართ გამოთქმულ “ქედმაღლურ რჩევებს”. მისი თქმით, დადგა ახალი ეპოქა, როდესაც ზესახელმწიფოები ჩინეთს თავს ვეღარ მოახვევენ უთანასწორო შეთანხმებებს. ჩინელი ერი ფეხზე დადგა და არავის მისცემს თავისი ბედის განკარგვის უფლებას. ექსპერტთა აზრით, სი ძინპინის განცხადება მიმართული იყო აშშ-ის წინაამდეგ.

სი ძინპინმა, აგრეთვე, აღნიშნა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გაძლიერების მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

მანამდე ჩინეთის ლიდერმა დადებითად შეაფასა რუსეთის განვითარების პერსპექტივები ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით. ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე გო ეჩჟოუს განცხადებით, რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აკვირდება, როგორ ინარჩუნებს მოსკოვი სტაბილურობას ქვეყნის შიგნით და აუმჯობესებს თავისი მოქალაქეების ცხოვრების პირობებს.

lenta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here