Home ახალი ამბები მსოფლიო სი-ენ-ენ-ის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ აშშ-ის არჩევნებს “რუსული კვალი” არ ემჩნევა

სი-ენ-ენ-ის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ აშშ-ის არჩევნებს “რუსული კვალი” არ ემჩნევა

867
ტრამპი

დასავლეთის მთავარი მედიასაშუალებების ორმაგი სტანდარტების შესახებ აგორებული სკანდალი მხოლოდ ძალას იკრებს. ამერიკელი პატრიოტები ჟურნალისტების ამქარს ამხელენ.

“შეუძლებელია ყოველთვის ხალხის მოტყუება”, _ ამბობდა აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი. ახლანდელი ისტერიაც, რომელიც ატეხილი იყო ამერიკაში შარშან გამართულ არჩევნებზე “რუსული გავლენისა” და ქვეყნის ახალი ლიდერის, დონალდ ტრამპის, “კრემლთან კავშირის” თაობაზე, თანდათან დასასრულს უახლოვდება, დამოუკიდებელი პოლიტაქტივისტების მცდელობითაც, რომლებიც “კალმის ზვიგენებს” მათივე იარაღით დაუპირისპირდნენ.

მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ორგანიზაციის “პროექტი ჭეშმარიტება” დამაარსებელი ჯეიმს ო’კიფი, რომელმაც სახელი გაითქვა უმსხვილესი ამერიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების ფარული კამერით გადაღებით არაფორმალურ ვითარებაში. გაირკვა, რომ სოფიტების სხივებიდან გამოსული თავგამოდებული მამხილებლები “კრემლის აგენტებისა” ეთერში მათი ნათქვამისგან ცოტათი განსხვავებულად ლაპარაკობენ:

_ რუსეთის ჩარევა სისულელეა. სერიოზული დამამტკიცებელი საბუთები ჩვენ არ გვაქვს, _ ერთი კვირის წინათ აღიარა სი-ენ-ენ-ის მთავარმა პროდიუსერმა ჯონ ბონიფილდმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ფარული კამერით უღებდნენ. აქტივისტებმა დათვალეს, ამგვარმა მედიამ “რუსეთთან არასასურველი კავშირების” კონტექსტში ტრამპი ინაუგურაციის შემდგომ პერიოდში 16 ათასჯერ მოიხსენია.

ორგანიზაციამ “პროექტი ჭეშმარიტება” ეს-ესაა გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილი სი-ენ-ენ-ის პოლიტოლოგი და წამყვანი ვენ ჯონსი აღიარებს, რომ “მთელი ეს რუსული სიუჟეტი დიდი ბურგერია არაფრით”, ანუ წყლის ნაყვაა. ამ ფონზე სი-ენ-ენ-ის რედაქციამ წაშალა თავის საიტზე გამოქვეყნებული გამოძიება “ტრამპის მრჩევე სკარამუჩის რუსეთთან კავშირის შესახებ”, როგორც ყალბი მასალა, და მისი შემქმნელი სამი ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვა.

_ სახეზეა მორიგი დამტკიცება იმისა, რაც ადრეც ვიცოდით: 45-ე პრეზიდენტზე თავდასხმის ხელოვნური ბუნებისა და “აშშ-ის საქმეებში რუსეთის ჩარევის” ნალაყბევის შესახებ… დასავლეთის ჟურნალისტიკის ამ დიაგნოზის თავიდათავი ფაქტები და ობიექტურობა კი არ არის, არამედ ფული და რეიტინგები. სამწუხაროა, რომ ამის გამო ახალი ამბების ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული არხის რედაქცია კადრულობს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ესმის, ასეთი აბსოლუტური სისულელით თავის აუდიტორიას რომ კვებავს”, _ ასე აფასებს შექმნილ სიტუაციას პოლიტოლოგი ანტონ ხაშჩენკო.

“პროექტი ჭეშმარიტება” მიგვანიშნებს, რომ ტოპჟურნალისტების აღნიშნული თვითმხილება სულაც არ არის ერთადერთი და უკანასკნელი, გადაღებით დადასტურებული ფაქტი. ისე ჩანს, რომ დასავლეთის მთავარი მედიასაშუალებების ორმაგი სტანდარტების შესახებ აგორებული სკანდალი მხოლოდ ძალას იკრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here