Home სხვადასხვა დაიჯესტი სიხარბისა და სიცრუის სინერგია _ ვინ დგას “ბიგ ფარმასა” და მედიაკორპორაციების უკან

სიხარბისა და სიცრუის სინერგია _ ვინ დგას “ბიგ ფარმასა” და მედიაკორპორაციების უკან

ერთი თვის წინათ ინტერნეტში პოპულარობა მოიხვეჭა ჯოზეფ მერკოლას სტატიამ The Same Shady People Own Big Pharma and the Media  (“ერთი და იგივე ჩრდილოვანი ადამიანები ფლობენ დიდ ფარმასა და მედიას”. ჯოზეფ მერკოლა ამერიკაში ცნობილი ფიგურაა. მედიკოსი 25-წლიანი საექიმო პრაქტიკით, ბიოლოგიისა და ქიმიის სფეროს სპეციალისტი, 1997 წლიდან მართავს ვებგვერდ mercola.com, რომელიც ბუნებრივი გამოჯანმრთელების #1-ელ საინფორმაციო რესურსად ითვლება. 2000-იან წლებში მერკოლამ გამოააშკარავა დიდი ფარმის აფერა სახელწოდებითშიდსი” (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), ახლა ებრძვის კოვიდ-19-ის საყოველთაო ვაქცინაციას.

მერკოლამ ბოლო წიგნი The Truth About COVID-19: Exposing The Great Reset Lokdowns Vaccine Passports, and the New Normal (“სიმართლე COVID-19-ზე, დიდი გადატვირთვის, ლოკდაუნების, ვაქცინაციის პასპორტებისა და ახალი ნორმალურობის ჭეშმარიტი მიზნების გამოაშკარავება”) რონი კამინსის თანაავტორობით დაწერა. კამინსი ორგანული პროდუქტების მომხმარებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორია, წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის რობერტ კენედიუმცროსს, 1963 წელს მოკლული აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის, ძმისშვილს.

მერკოლას ზემოხსენებული სტატია უკვე წაიკითხეს მილიონებმა და არა მხოლოდ ამერიკაში. მერკოლა გადის სამედიცინო თემატიკის ჩარჩოებიდან იმ ორგანიზაციების დონეზე, რომლებიც ამერიკაში რეალური ძალაუფლების პირამიდის წვერში არიან.

მერკოლა მსჯელობას იწყებს შეკითხვით: “რა საერთო აქვს “ნიუ იორკ თაიმსსა” და მედიასაშუალებების უმრავლესობას “ბიგ ფარმასთან”? და პასუხობს: მათი ძირითადი ნაწილი ეკუთვნის BlackRock-სა და Vanguard Group-ს, აქტივების მართვის მიხედვით ორ უდიდეს ფირმას მსოფლიოში”. ეს ორი კომპანია “ქმნის საიდუმლო მონოპოლიას, რომელიც ფლობს თითქმის ყველა დანარჩენს, რაც შეიძლება არსებობდეს”.

დღეს მსოფლიო, _ წერს მერკოლა, _ მოწყობილია პირამიდის პრინციპით: “წვრილი ინვესტორები ეკუთვნიან მსხვილ ინვესტორებს. ისინი, თავის მხრივ, ეკუთვნიან კიდევ უფრო მსხვილ ინვესტორებს. ამ პირამიდის ხილული წვერი წარმოაჩენს მხოლოდ ორ კომპანიას _ Vanguardსა და BlackRock. ისინი ჯვარედინად მონაწილეობენ ერთმანეთის კაპიტალში და ქმნიან კარტელს”.

ამ ორი კორპორაციიდან Vanguard-ი გაცილებით “ბნელია”. ეს არასაჯარო კომპანია ეკუთვნის სხვადასხვა ფონდსა და კომპანიას, რომელთა უკანაც დგანან სხვა ინვესტორები. ამ გორგლის ბოლომდე გახსნა, იმისათვის, რომ გავიგოთ, ვინ ვინ არის, ჯერ ვერავინ მოახერხა. ამასთანავე, “ერთი შეხედვით ჩანს, რომ როტშილდების კომპანიები _ Rothschild Investment Corp და Edmond De Rothschild Holding-ი იქ მთავარი დაინტერესებული მხარეები არიან”, _ წერს მერკოლა. Vanguard-ის შესაძლო ინვესტორებსა და ბენეფიციარებს შორის მერკოლა, აგრეთვე, ასახელებს იტალიელი ორსინების, ამერიკელი ბუშების, დიუპონების, მორგანების, როკფელერებისა და ვანდერბილტების ოჯახებს.

მერკოლას სიას ძალიან ჰგავს აშშ-ის ფედერალური სადაზვერვო სისტემის სია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ფედერალური სარეზერვო სისტემის აქციონერებმა გადაწყვიტეს, თავიანთთვის შეექმნათ სათადარიგო აეროდრომი იდუმალი კორპორაცია Vanguard-ის სახით. ჯერ კიდევ 2000 წელს მას არ ჰქონდა აქციების მსხვილი პაკეტი (5% და მეტი) 500 საუკეთესო ამერიკულ კომპანიაში, 15 წლის შემდეგ კი ტოპ-500 კომპანიის 94,3%-ის კაპიტალში Vanguard-ს 5% და მეტი წილი ჰქონდა.

ისეთი მაჩვენებლის მიხედვით, როგორიც არის ამერიკული კომპანიის ტოპ-500-ში საინვესტიციო გიგანტის წილი აქციონერების ერთობლივ კაპიტალში, აგრეთვე, საუკეთესო ამერიკულ 500 კომპანიაში აქციონერების ერთობლივი ხმების რაოდენობა, Vanguard-მა 2000 წელს მესამე ადგილი დაიკავა BlackRock -ისა და State Street -ის შემდეგ. 2015 წელს კი პირველ ადგილზე გავიდა და პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. 2020 წლის ბოლოს Vanguard-ის აქტივებმა 7 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. იმ მომენტში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის აქტივებმაც 7 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

მერკოლას მოჰყავს “ბლუმბერგის” ანგარიში, რომელშიც ლაპარაკია, რომ 2028 წლისთვის Vanguard და BlackRock გააკონტროლებენ 20 ტრილიონი დოლარის აქტივებს.

სტატიის ავტორს მოჰყავს ასეთი ციფრები: BlackRock და Vanguard, საერთო ჯამში, ფლობენ 1600 ამერიკულ ფირმას, რომელთა ერთობლივმა შემოსავალმა მხოლოდ 2015 წელს შეადგინა 9,1 ტრილიონი დოლარი.

შემდეგ მერკოლა გადადის “ბიგ ფარმას” კომპანიებზე (Big Pharma _ დიდი ფარმა, ანუ “დიდი ფარმაცევტიკა” _ ეს არის დიდი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის ჯგუფი, რომლის შტაბბინები არის აშშ-სა და ევროპაში და რომლებიც ამზადებენ სამედიცინო პრეპარატებს).

Vanguardსა და BlackRock აშშის ყველა წამყვანი ფარმაკომპანიის კაპიტალში აქვს წილები. 2020 წლის თებერვალში აღნიშნული კორპორაციები იყვნენ Glaxo Smithklince უდიდესი აქციონერები _ პირველს 7% ჰქონდა, მეორეს _ 3%; “ფაიზერშიპირიქითაა _ Vanguard მთავარი აქციონერია, BlackRock _ მეორე.

საინფორმაციო საშუალებები, რომლებსაც კორპორაციების ეს დუეტი აკონტროლებს, მხარს უჭერენ “ბიგ ფარმას”. როგორც მერკოლა აღნიშნავს, “დიდი ორიანი” _ საზღვრებს შლის კერძო კაპიტალსა და სახელმწიფო საქმეებს შორის.

COVID-19-ის ისტორიის მიმართ ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ჯანდაცვის ორგანოები მითითებებს მიიღებენ “ბიგ ფარმადან”, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამდიდრდეს კორონავირუსთან ბრძოლით.

მერკოლა მიუთითებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Global Justice Nowom -ის მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაზე “ბიგ ფარმას” საშინელი ისტორია”, რომელშიც განხილულია სამარცხვინო ისტორია მსოფლიოს 7 წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისა, რომლებიც ამჟამად გენების საფუძველზე ამზადებენ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო წამლებსა და ვაქცინებს იმ მომენტში, როცა მასობრივი ინფორმაციის ძირითადი საშუალებები ეხმარებიან ხელმისაწვდომი ძველი პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვაში, არადა, ის ძველი პრეპარატები მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში”. ეს არის ის პრეპარატები, რომელთა პროპაგანდასაც მერკოლა მრავალი წლის განმავლობაში ეწევა თავის საინფორმაციო რესურს Mercola.com -ზე.

მაგრამ ძალები არათანაბარია. “ბიგ ფარმას” მხარეს არის “დიდი ორიანის” მიერ გაკონტროლებული ძალოვანი მედიასაშუალებები. როგორც მერკოლა აღნიშნავს, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, New York Times -ის მთავარი აქციონერი Vanguard Group -ი იყო, რომელსაც ამ მედიაკორპორაციის კაპიტალის 8,11% ეკუთვნის. ამ მხრივ მეორე ადგილზეა BlackRock -ი 7,43%-ით. Vanguard -ი და BlackRock -ი არიან, აგრეთვე, მსხვილი აქციონერები 6-დან 4 იმ მედიაკომპანიისა _ Time Warner, Comcast, Disney, New Corp,  რომლებიც აშშ-ის მედიაბაზრის 90 პროცენტს აკონტროლებენ.

ამას გარდა, BlackRock -ისა და Vanguard -ის აქციები აქვთ სილიკონის ველის ყველა წამყვან ციფრულ კომპანიაში _ Microsoft-ში, Apple-ში, Amazon-ში, Facebook-სა და Alfabet Inc -ში.

მერკოლა სტატიას ამ სიტყვებით ასრულებს: “სრულიად აშკარაა: კოვიდ-19-ის პანდემია იმიტომ გავრცელდა, რომ მივიდეთ ახალ მსოფლიო წესრიგამდე _ დიდ გადატვირთვამდე. და ამ ყველაფრის საფუძველში, ცენტრში, რომლისკენაც მიისწრაფვის მსოფლიო სიმდიდრეების ნაკადები, ჩვენ ვხედავთ BlackRock -სა და Vanguard -ს”.

P.S. 2 ივლისს ჯოზეფ მერკოლამ გამოაქვეყნა ახალი სტატია (“კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევები და ტრავმები საიდუმლოდ დამარხეს”), რომელშიცბიგ ფარმასმოღვაწეობაზე საინტერესო დეტალები შეგვიძლია წავიკითხოთ.

ამჟამად კოვიდ-19-ის მწარმოებელი სამი ამერიკული ფარმაცევტული კორპორაციის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოებში აღძრულია ათეულობით სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმე. ჯერჯერობით ლაპარაკია სარჩელებზე, რომლებიც დაკავშირებულია არა უახლეს ვაქცინებთან, არამედ სხვა სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებმაც სიკვდილი ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიეს. მოპასუხეები არიან Pfizer, Jonson & Jonson და AstraZeneca. სარჩელების მიხედვით, ჯარიმებისა და კომპენსაციის სახით მოთხოვნილი საერთო თანხა 8,6 მლრდ დოლარს შეადგენს.

fongsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხევით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here