Home სხვადასხვა დაიჯესტი სიძემ პატარძალი ქორწილის დღეს მოკლა

სიძემ პატარძალი ქორწილის დღეს მოკლა

1008
სიძემ პატარძალი ქორწილის დღეს მოკლა

მეგონა, რომ ჩემს საუკეთესო მეგობრებთან მღალატობდა. ამის გამო მუდმივად ვჩხუბობდით. ჩემს ოჯახში ვცხოვრობდით, მაგრამ მინდოდა, რომ წასულიყო. მამაჩემს ვუთხარი: გააგდე სახლიდანმეთქი, მაგრამ მან მიპასუხა: მის ნაცვლად შენ წახვალო.

მეთეხანი და 21 წლის გულუ ურდოღლუ ბავშვობიდან ერთად იყვნენ. როცა შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტეს, ქალიშვილის ნათესავებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი პროტესტის მიუხედავად, წყვილმა 4 თვის შემდეგ ქორწილის გადახდა ისურვა.

“ჩემმა ერთმა მეგობარმა სიტყვა გადამიკრა, რომ გულუ მამაჩემს ყვარობდა. მას შემდეგ შინ არ გამოვჩენილვარ და ქუჩაში მეძინა. თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ პირველად მამამ გადამარჩინა, მეორედ _ პოლიციის ოფიცერმა. გადავწყვიტე, რომ ან თავს მოვიკლავდი, ან _ გულუს”.

იმ დილას, როცა ქორწილი უნდა გამართულიყო, წყვილმა იჩხუბა ისე ძლიერ და მწარედ, რომ მეთეხანმა პატარძალი 16-ჯერ დაჭრა დანით. “გულუს ვკითხე, _ აჩვენა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, _ ასე რატომ მომექეცი?” მან მიპასუხა: “შენ კაცი არ ხარ”. შევედი სამზარეულოში დანის ასაღებად. მის მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მან შუა თითი მაჩვენა და მე თავი ვეღარ შევიკავე”.

მოსამართლემ საქმის განხილვა იმ დრომდე გადადო, სანამ არ მიიღებდნენ სიძის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დიაგნოზს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here