17 ივლისს საერთაშორისო იუსტიციის დღე აღინიშნა. 1998 წლის 17 ივლისს ხელი მოეწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს. დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო იუსტიცია ნამდვილი მონსტრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ცნება “საერთაშორისოსთან” და არც ცნება “იუსტიციასთან”.
მონსტრის პირველი საცეცი იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი იუგოსლავიის საკითხებზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ 1993 წელს შექმნა საერთაშორისო სამართლის დარღვევით _ კენჭისყრის დასრულებისთანავე უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრმა, მაგალითად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ბრაზილიამ, განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მოქმედებდნენ.
ამის მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნა კიდევ ერთი ტრიბუნალი _ რუანდის საკითხებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი; 1998 წელს გაჩნდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო; 2002 წელს _ სიერა-ლეონეს საკითხებზე სპეციალური სასამართლო; 2007 წელს _ ლიბანის საკითხებზე სპეციალური სასამართლო; 2016 წელს _ კოსოვოს საკითხებზე სპეციალური ტრიბუნალი; 2019 წელს _ ცენტრალური აფრიკის საკითხებზე სპეციალური სასამართლო.
იუგოსლავიისა და რუანდის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალებს დღეს ოფიციალურად აქვთ მოღვაწეობა შეწყვეტილი, მაგრამ სინამდვილეში ისინი განაგრძობენ მუშაობას ახალი აბრით “საერთაშორისო ნარჩენი მექანიზმები სისხლის სამართლის ტრიბუნალებისთვის”. და, თუ იუგოსლავიის საკითხების ტრიბუნალმა, უბრალოდ, გამოცვალა აბრა შესასვლელის თავზე, რუანდის საკითხების ტრიბუნალმა მიიღო ახალი შენობა მას შემდეგ, რაც მოღვაწეობა “შეწყვიტა”.
ასე რომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო იუსტიციის სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონებისთვის სპეციალური ტრიბუნალების შექმნით. ამასთანავე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნამ ვერ შეაჩერა სპეციალური სასამართლოების გამრავლების პროცესი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალების ოფიციალურად გაცხადებული მიზნები არის “ბრძოლა დაუსჯელობასთან” და “საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი პირების დევნა”, სინამდვილეში კი ამ სისტემის მიზნები სულ სხვაა. ძირითადი მიზანი სამია: სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის სისტემის ლიკვიდაცია, პროგრესული საერთაშორისო სამართლის დანგრევა და ნორმების ახალი მსოფლიო სისტემის _ გლობალური სამართლის _ შექმნა.
2020 წლამდე სახელმწიფოების ლიდერების ლიკვიდაცია ხდებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს “საცდელ პოლიგონზე” _ აფრიკაში. ესენი იყვნენ ლიბიის, კოტ-დივუარის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კენიისა და სხვა ქვეყნების მეთაურები. 2020 წლის მარტში კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვიტა, დაიწყოს აშშ-ის სამხედროების მიერ ავღანეთში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის ხელის შეშლის მცდელობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა დააყენა არჩევანის წინაშე _ ან დაპატიმრება და სასამართლო, ან მოქმედი პრეზიდენტისადმი მხარდაჭერაზე უარის თქმა.
საერთაშორისო იუსტიციის მონსტრის დარტყმის მთავარი მიმართულება სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპის ლიკვიდაციაა. ეს არის სახელმწიფოს მეთაურების დაპატიმრების თავს მოხვეული ორდერები, აგრეთვე, თავისი იურისდიქციის გავრცელების მცდელობა იმ ქვეყნებზე, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს. დაიწყეს სუდანით, შემდეგი იყო _ მიანმა. ახლა ცდილობენ, შექმნან საფუძველი იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია გავრცელდეს ჩინეთსა და რუსეთზეც.
არავინ იფიქროს, რომ 2016 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტიდან რუსეთის გამოსვლა შეაკავებს საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში მისთვის საჭირო მიმართულებით ვითარების “გამოძიების” დაწყებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო იუსტიცია ხშირად ეხვევა სკანდალში. ერთ-ერთი ბოლო სკანდალი იყო სიერა-ლეონეს საკითხების სპეციალური სასამართლოს ყოფილი მთავარი მოწმის, ჯიბრაილ მასაკვას, დაპატიმრება ფინეთში. ამ მოწმის ჩვენებებზე იყო აგებული სიერა-ლეონეს სპეციალური სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები. ახლა კი გაირკვა, რომ ის არის სასტიკი დამნაშავე, რომელიც კლავდა და აუპატიურებდა. სხვათა შორის, მასმედიამ ეს მხოლოდ თავისთვის აღმოაჩინა. სპეციალური სასამართლოს ადვოკატები ამაზე სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ლაპარაკობდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ მასაკვა ჩვენებებს იძლეოდა ფულის გამო, რომელსაც პროკურატურა აძლევდა. პროკურატურაც აღიარებდა, რომ ფულს უხდიდა მოწმეებს. მოსამართლეები კი უარს ამბობდნენ სარჩელის მიღებაზე დაცვის მხრიდან, რომელიც მოითხოვდა, სასამართლოს აეკრძალა მოწმეებისთვის ფულის გადახდა.
პროკურორებმა და მოსამართლეებმა ბევრი ბინძური საქმე ჩაიდინეს, პირდაპირ ემუქრებოდნენ იმ მოწმეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც უარს ამბობდნენ ცრუ ჩვენების მიცემაზე. ტრიბუნალის თანამშრომლების სინდისზეა ბრალდებულთა სიკვდილი. ბინძური საქმეების ჩამონათვალშია, აგრეთვე, ამაზრზენი კორუფცია. ტრიბუნალის თანამშრომლები ამ ყველაფერს ოფიციალურად უარყოფდნენ, და აი მასაკვას შემთხვევა, როცა არსებობს პირდაპირი აღიარება! დიახ, ტრიბუნალის თანამშრომლები საჭირო ჩვენებებს ფულის გადახდით იღებდნენ…
ფული სისხლის სამართლის საერთაშორისო იუსტიციის სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მხოლოდ ოთხი საბოლოო განაჩენი გამოიტანა და ეს განაჩენები 1 მლრდ დოლარი დაჯდა (!), არის უფრო ძვირი პროცესებიც. მაგალითად, პროცესი საქმისა “პროკურორი აიიაშისა და სხვების წინააღმდეგ”, რომელსაც ლიბანის საკითხების სპეციალური ტრიბუნალი აწარმოებდა, მილიარდი დოლარი დაჯდა, მაგრამ არც ერთი ბრალდებული არ დაუპატიმრებიათ, ისინი არც პროცესს დასწრებიან.
ეს ხარჯები არაფერია იმ სარგებელთან შედარებით, რომელსაც იღებენ მთავარი ბენეფიციარები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობით. ეს ბენეფიციარები კი, ძირითადად, არიან დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები.
“საერთაშორისო იუსტიციის” ზემოჩამოთვლილ მთავარ მიზანთა შორის დასახელებული არ ყოფილა კიდევ ერთი მიზანი: შეიარაღებული კონფლიქტების მხარდაჭერა იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებსაც ეს ტრანსნაციონალური კომპანიები ძარცვავენ და რომელთა ბუნებრივ რესურსებსაც ითვისებენ.
არასასურველი ლიდერების ლიკვიდაცია და საერთაშორისო სამართლის ხელახლა გადაწერა ამ სისხლის სამართლის საერთაშორისო მონსტრის ძირითად მიზნებს ემსახურება.
Fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ