Home სხვადასხვა დაიჯესტი სისტემური დაუსჯელობა უკრაინაში

სისტემური დაუსჯელობა უკრაინაში

404
სისტემური დაუსჯელობა უკრაინაში

2016 წლის 20 ივლისს კიევში მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი პავლე შერემეტი. მისი ცოლის, “უკრაინსკაია პრავდასხელმძღვანელის _ ალიონა პრიტულას მანქანაში დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შემდეგ დისტანციურად აამოქმედეს.

უკრაინის სამართალდამცველმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ რამდენიმე ვერსიას, მაგრამ საზოგადოებრიობისთვის თავიანთი საქმიანობის შედეგების შესახებ არაფერი უცნობებიათ. მაისში ქვეყნის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ საქმის გამოძიებაში “სერიოზული პროგრესი” შეინიშნება, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

2017 წელს პროექტ “გამოძიება.ინფო”-ს თანამშრომლებმა საერთაშორისო ორგანიზაცია “კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების პროექტის” (OCCRP) წარმომადგენლებთან ერთად შექმნეს ფილმი შერემეტის დაღუპვის შესახებ. ჟურნალისტებმა მოიპოვეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებითაც გაარკვიეს, რომ მკვლელობის წინა ღამეს შერემეტის სახლს უთვალთვალებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი უსტიმენკო მეწყვილესთან ერთად. მაგრამ სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს დამნაშავის კვალის დადგენაც კი.

ექსპერტების აზრით, თუ ამ საქმეში გარეულია დიდი პოლიტიკა, გამოძიება შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ანალიტიკოსების განცხადებით, ჟურნალისტების მკვლელობის გახმაურებული შემთხვევების გამოძიება უკრაინაში პროფესიულ დონეზე არ მიმდინარეობს, რაც სისტემურ დაუსჯელობას უწყობს ხელს.

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა ამას წინათ გაასაჯაროვა შერემეტის მკვლელობის მონაცემები. მისი აზრით, ჟურნალისტის მკვლელობა შეიძლება მოეწყო მაღალჩინოსანს, რომელიც დღემდე თანამდებობაზეა. ამასთანავე, შოკინმა შერემეტის დაღუპვა დაუკავშირა “უკრაინის პრავდის” პირველი მთავარი რედაქტორის, გიორგი ღონღაძის, მკვლელობას. ყოფილი გენპროკურორი მიიჩნევს, რომ შერემეტის საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის ჯგუფი, რომელიც ღონღაძის მკვლელობას იძიებდა. 2015 წლის 16 აპრილს კიდევ ერთი ჟურნალისტი და მწერალი ოლეს ბუზინა ჩაცხრილეს თავის სახლთან კიევში. როგორც შერემეტის შემთხვევაში, გამოძიებამ აქაც ვერ შეძლო ვერც შემსრულებლებისა და ვერც დამკვეთების დადგენა. პრაქტიკულად არავინ დაეჭვებულა, რომ ბუზინა პოლიტიკური მოტივით მოკლეს: ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ “ევრომაიდნის” შედეგად ხელისუფლებაში მოსულები, რომლებსაც იგი სამოქალაქო ომის დაწყებას აბრალებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here