Home სხვადასხვა დაიჯესტი სირიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში: აშშ ტერორისტებისგან დეირ-ეზ-ზორის გათავისუფლების საშუალებას არ გვაძლევს

სირიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში: აშშ ტერორისტებისგან დეირ-ეზ-ზორის გათავისუფლების საშუალებას არ გვაძლევს

822
ბაშარ ჯააფარი

გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ჯააფარიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აშშის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ დასირიის ოპოზიციისშეიარაღებულმა ფორმირებებმა შეაჩერეს რაკას გათავისუფლების ოპერაცია და  თავიანთი ძალები დეირეზზორში გადაიყვანეს, რათა ხელი შეუშალონ სირიის არმიას, თავის კონტროლს დაუქვემდებაროს აღნიშნული ქალაქი.

“სირიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ დეირ-ეზ-ზორს “ისლამური სახელმწიფოსგან” ერთ კვირაში გაათავისუფლებენ. ჩვენი არმია ქალაქის გარეუბნებთან იყო მისული. დეირ-ეზ-ზორში ჩვენ მოვსპეთ “ისლამური სახელმწიფოს” 850 წევრი, ტერორისტებმა უკან დაიხიეს და სირიის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ქალაქსა და ახლომდებარე რაიონებზე, _ თქვა ჯააფარიმ, _ წარმოიდგინეთ, ბატონებო და ქალბატონებო, რა მოხდა შემდეგ. აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ შეწყვიტა ქალაქ რაკას ოპერაცია, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ბურჯია და ე.წ. სირიის თავისუფალი არმია წარმართა დეირ-ეზ-ზორისკენ, რომელსაც იმ მომენტისთვის უკვე ათავისუფლებდნენ ჩვენი ჯარები”.

მისი სიტყვებით, “ამერიკელები ეპაექრებიან სირიის არმიას დეირ-ეზ-ზორის გათავისუფლებაში, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლონ “ისლამურ სახელმწიფოს” რაკაში”. სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მოწოდებულ დრონებიდან გადაღებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ “ამერიკული ძალები” და “ისლამური სახელმწიფოს” ფორმირებები ერთმანეთს პოზიციებს უბრძოლველად უთმობენ”.

“ვინ მისცა კოალიციის ძალებს ჩემს ქვეყანაში შემოჭრის უფლება? რას აკეთებენ ისინი ჩვენს მიწაზე? განა შეიძლება ამის გამართლება?” _ აღშფოთებით აცხადებდა ჯააფარი და ბრალს სდებდა ვაშინგტონს სირიის სუვერენიტეტის ხელყოფასა და საერთაშორისო სამართლის უხეშ ხელყოფაში. მან ყურადღება მიაქცია “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებს, რომელთა მიხედვით აშშ 2006 წლიდან ეძებდა მიზეზსა და შესაძლებლობას ბაშარ ასადის მთავრობის დასამხობად. სირიაში ამერიკელებისა და მათი მომხრე ევროპელების მოქმედება,  “უარყოფს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციას, _  თქვა მან, _ რომლებიც სირიას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, ზუსტად ისეთი, როგორიც თავად არის. ჩვენ არ გვსურს, ვეომოთ შეერთებულ შტატებს, მაგრამ გვინდა, რომ მათ შეცვალონ თავიანთი მცდარი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ განახორციელებენ”. მან მოუწოდა სხდომის მონაწილეებს, რომ შეუქმნან სირიელ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების პირობები და გააუქმონ დამასკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენლმა ვასილ ნებენზიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ მცდელობაზე, რომელიც ხელს უშლის ”ბოევიკების” განადგურებას. მისი აზრით, ეს “უპირისპირდება ექსტრემისტების საბოლოო განადგურების ოფიციალურად განცხადებულ მიზანს”. მან პარტნიორებს მოუწოდა, “ნუ აძლევენ ტერორისტებს “თავის წამოყოფის” საშუალებას. “მხოლოდ პატიოსანი თანამშრომლობით, გასაიდუმლოებული დღის წესრიგის გარეშე შევძლებთ ტერორისტული კერების მოსპობას”, _ ხაზი გაუსვა მან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, რომელიც იმავე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “აზიურ საზოგადოებაში” სიტყვით გამოვიდა, თქვა, რომ აშშ-ის პრიორიტეტები სირიაში შეიცვალა და ამჟამად ვაშინგტონისთვის უფრო მნიშვნელოვანია, “არ მისცეს სირიის მთავრობას ერაყთან საზღვრის გაკონტროლების საშუალება, ვიდრე “ისლამურ სახელმწიფოზე” გამარჯვება”.

დეირ-ეზ-ზორის ბლოკადა, რომელიც 2014 წლიდან გრძელდებოდა, 5 სექტემბერს მოიხსნა. ამან საშუალება მისცა სირიის არმიას, დაეწყო ოპერაცია მდინარე ევფრატის (ვადი-ფურატის) ველზე ირანის საზღვრამდე. რეგიონის გათავისუფლებას, რომელშიც თავმოყრილია ნავთობისა და გაზის საბადოები, დიდი მნიშვნელობა აქვს სირიის ეკონომიკისთვის.

გაეროს სპეციალურმა დესპანმა სტაფან დე მისტურამ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ მან ვერ გაიმარჯვა პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ შვიდ წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარე ომში. დე მისტურას თქმით, სირიაში ომის შეჩერება შესაძლებელი შეიქნა ბევრი ქვეყნის ძალისხმევით, რომლებიც “პრინციპულად ჩაერთვნენ ტერორისტული დაჯგუფება “დაიშის” (“ისლამური სახელმწიფოს”) წინააღმდეგ გამართულ ომში. “ოპოზიციისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ, თუ იგი ომის მოგებას აპირებდა, ფაქტები ღაღადებს, რომ ეს ვერ განხორციელდა. ამიტომ ახლა მთავარია მშვიდობის მოგება”, _ განაცხადა გაეროს სპეციალურმა დესპანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here