Home ახალი ამბები მსოფლიო სირიის არმიამ ხელთ იგდო “ისლამური სახელმწიფოს” საწყობი ნატოს უახლესი იარაღით

სირიის არმიამ ხელთ იგდო “ისლამური სახელმწიფოს” საწყობი ნატოს უახლესი იარაღით

1000
იარაღი

არსენალი სირიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მეადინში აღმოაჩინეს. “აქ უცხოური წარმოების ძალიან ბევრი იარაღი და კავშირგაბმულობის საშუალებაა”, _ თქვა სირიის არმიის ბრიგადის გენერალმა ჰასან სუხეილმა, რომელიც ქალაქის გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

სირიელ სამხედროებს ერთი კვირა დასჭირდებოდა ამ ალაფის გასაზიდად. არსენალის უმეტესი ნაწილი ნატოში გაერთიანებული სახელმწიფოების არმიების შეიარაღებაზეა, კერძოდ, იგულისხმება აშშ-ში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში წარმოებული იარაღის უახლესი ნიმუშები.

“ისლამური სახელმწიფოს” მოთარეშეებმა მეადინი ხელთ იგდეს 2013 წლის ივლისში. ეს ქალაქი ტერორისტების ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა და საწყობებისა და სარემონტო საამქროების კარგად ორგანიზებული სისტემით გამოირჩეოდა.

14 ოქტომბერს სირიის არმიამ რადიკალი ისლამისტები ქალაქიდან განდევნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here