რა შეიძლება ჰქონდეს საერთო სირიასა და საქართველოს? _ გაიფიქრებს მკითხველი, ამ მასალის სათაურს რომ წაიკითხავს. ალბათ, მხოლოდ ის, რომ ორივე აღმოსავლეთის უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. და მართალი მხოლოდ ნაწილობრივ იქნება, ვინაიდან, სირიასა და საქართველოს შორის არსებული ყველა გეოპოლიტიკური, რასობრივი და კულტურული განსხვავების მიუხედავად, თანამედროვე მსოფლიოში ორივეს ერთნაირი მწარე ბედი აქვს.
ბუნებრივი სიმდიდრეებისა (სირიაში ნავთობი, საქართველოში წყალი) და გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო სირია და საქართველო კოლექტიური დასავლეთის (აშშ-ის მეთაურობით) სანატრელ ობიექტად იქცა.
მაგრამ აშშ-ის, რომელმაც ამ “გემრიელი ლუკმებისგან” ევროკავშირის ქვეყნებიც კი განზე გააჩოჩა, სტრატეგიული ინტერესები სირიასა და საქართველოში ოდითგანვე მყოფი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეეჯახა.
“ფერადი რევოლუციებისა” და “არაბული გაზაფხულის” მოწყობის ნაცადი მეთოდებით აშშ-მა სირიიდან და საქართველოდან რუსეთის სრულად განდევნა ვერ შეძლო, მაგრამ ამ ქვეყნების დაშლა ერთმანეთზე გადამტერებულ ნაწილებად კი მშვენივრად მოახერხა. სირიამაც და საქართველომაც დღეს სახელმწიფო სუვერენიტეტი დაკარგა, მათი ტერიტორიის ნაწილს აშშ აკონტროლებს, ნაწილს _ რუსეთი, რომელმაც იქ თავისი სამხედრო ბაზები განალაგა (სირიაში _ ტარტუსსა და ლატაკიაში, ხოლო საქართველოში _ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში).
მაგრამ რუსეთი ყოველდღიურად უფრო მეტად იზიდავს საქართველოსა და სირიის მოსახლეობის დიდ ნაწილს არა მხოლოდ იქ, სადაც რუსული ბაზები დგას, არამედ ამერიკელების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზეც. ამიტომ კოლექტიურ დასავლეთს, აშშ–ის მეთაურობით, გამუდმებით უწევს ამ ორ ქვეყანაში კონტროლს დაქვემდებარებული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო სექტორის მეშვეობით ჰიბრიდული ომების და ტყუილსა და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული პროპაგანდის წარმოება. სირიელმა და ქართველმა ხალხმა ხომ თვალის ახელა თავისი გუშინდელი დასავლელი “მეგობრების” შეძულებით დაიწყო, რომლებიც ტანკებითა და რაკეტებით თავს ახვევდნენ “დემოკრატიას”, რუსეთის მზარდი პოპულარობისა და ანტიდასავლური განწყობის დაშვება სირიასა და საქართველოში კი არაფრით შეიძლება!
მაგალითებისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება, მათ ნებისმიერი დიასახლისი ჩამოგითვლით, მხოლოდ ბოლო ორს მოგიყვანთ:
სირია _ პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემუშავებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მოწონებული ლეგენდის თანახმად, სირიის პრეზიდენტ ასადის კანონიერმა მთავრობამ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამიტომ “მშვიდობისა და დემოკრატიის საყრდენი” აშშ იძულებული შეიქნა, რაკეტები დაერტყა აშ-შაირათის სამხედრო ავიაბაზისთვის;
საქართველო _ უზენაესი სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება _ საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთის ჰიბრიდული ომის პროპაგანდისტული იარაღი, ტელეკომპანია “რუსთავი 2,” კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს, დასავლეთმა შეაფასა, როგორც “სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის უხეშად ფეხქვეშ გათელვა”, რასაც გასულ კვირას ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმაც კი აღშფოთებით გაუსვა ხაზი თავის ყოველწლიურ ანგარიშში.
ამასთანავე, გასულ კვირას დასავლეთის აგენტებმა “სამოქალაქო სექტორის” სახით (სოროსის, მარშალის ფონდებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფონდ CSSF-ის, აგრეთვე, USAID, IRI და NDI-ს მიერ შექმნილი ადგილობრივი არასამთავრობოები) საქართველოს პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი “ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ზემოაღნიშნული “სამოქალაქო სექტორის” მიერ “რუსულ ნარატივში მხილებული” მედიასაშუალებების, ანუ “კრემლის რბილი ძალის” დახურვას.
არსებობს თუ არა ხსნა იმ განსაცდელისგან, რომელშიც ქართველი და სირიელი ხალხები აღმოჩნდნენ? _ არსებობს და, როგორც ჩანს, 6 წლის განმავლობაში სისხლისგან დაცლილი სირია დღეს ამ გზას ადგება.
ამ გზით, რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ, უნდა წავიდეს გათითოკაცებული და დანაწევრებული საქართველოც, რომელიც, როგორც სირია 2011 წელს, ახლა სამოქალაქო ომის ზღურბლზე დგას ხელისუფლების მიერ გამოცხადებული “უალტერნატივო ევროატლანტიკური ორიენტაციის” წყალობით. სირიისა და საქართველოსთვის საერთო პარადიგმა _ “სოციალური გამოუვალობა-მთავრობის შეცდომები-სამოქალაქო პროტესტი-ძალადობრივი აქციები-დამნაშავეობის თარეში-უკანონო შეიარაღებული ფორმირებები-ომი” _ საქართველოში ხომ ჯერაც გვახსოვს და, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია…
“სირიის სახალხო ფრონტი”
საზოგადოებრივი თანხმობა _ აი, რა არ არის დღეს სირიასა და საქართველოში; აი, რას უნდა მიაღწიონ ამ ორი ქვეყნის ხალხებმა, რათა გადარჩნენ და კოლექტიური დასავლეთისგან დამოუკიდებლები გახდნენ.
სირია _ ძმათამკვლელი ომის 6 წელი, 220 ათასზე მეტი დაღუპული, 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც ასობით დაიხრჩვნენ ხმელთაშუა ზღვაში, დანგრეული ქალაქები და მსოფლიო კულტურის ძეგლები. ამ ყველაფრის დაბრუნება შეუძლებელია…
საქართველო _ ძმათამკვლელი ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დაახლოებით 400 ათასი დევნილი და ათასობით დაღუპული, მათ შორის _ სვანეთის მთებში საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე გაყინულები, 20 % დაკარგული ტერიტორია…
მერე კი დაპირისპირებულმა მხარეებმა (სირიიდან და საქართველოდან) ჟენევაში შეხვედრებზე დაიწყეს სიარული, რათა პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან მოეგვარებინათ, მაგრამ ჟენევის ფორმატმა, მისი პოზიტიურობის მიუხედავად, სირიასა და საქართველოში შერიგება ვერ მოიტანა ორივე მხარის გამუდმებული პროვოკაციების, ამბიციებისა და რეალური კონსენსუსის მიღწევის სურვილის უქონლობის გამო, აგრეთვე, არასაკმარისად აქტიური მედიატორობის გამოც (გაეროსი _ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე სირიის საკითხზე _ ე.წ. “ჟენევა-3”; გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს, აშშ-ის და რუსეთის _ ჟენევის მოლაპარაკებაზე კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე).
გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკება სირიის საკითხზე ასტანაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის შუამავლობით.
და ომისა და დაპირისპირებისგან საშინლად დაქანცული უბრალო სირიელები მიხვდნენ, რომ საქმეს თვითონ უნდა მიხედონ _ სირიელმა ხალხმა, ყველა მისმა არაფორმალურმა ლიდერმა და არა მხოლოდ ხელისუფლებამ! ამისთვის, სირიელი ხალხის ინიციატივით, დღეს სირიაში ახალი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა “სირიის სახალხო ფრონტი” შეიქმნა.
“ფრონტმა” თავის მიზნად გამოაცხადა ქვეყანაში მშვიდობის დამყარება სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფართო საზოგადოებრივი დიალოგის საფუძველზე.
აუცილებელ პირობად დასახელებულია ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება არსებულ საზღვრებში, სირიის ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინება და, რა თქმა უნდა, ტერორიზმის ლიკვიდაცია, რაც მთლიანად ემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას #2254.
ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შემადგენლობაში შესვლისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს “სირიის თავისუფალმა არმიამ”, შეიარაღებულმა ოპოზიციამ “ჯეიშ ალ-ისლამმა”, საპარლამენტო ოპოზიციამ, მმართველი წრეების წარმომადგენლებმა, სირიის სოციალ-დემოკრატიულმა და ახალგაზრდულმა პარტიებმა, ძირითადი ქრისტიანული და მუსლიმანური თემების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საექსპერტო საზოგადოებამ და ბედუინთა ტომების ბელადებმა. “სირიის სახალხო ფრონტთან” გაერთიანების სურვილი გამოთქვა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმაც.
და, თუკი სირიის საზოგადოებრივი, ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური ძალების გაერთიანება “სირიის სახალხო ფრონტის” ეგიდით მართლა მოხდება, ეს, 2011 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებისთვის _ უფრო საშინელი, ვიდრე ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ძალები, ერთად აღებული.
“საქართველოს სახალხო ფრონტი”
რაც უფრო ადრე მიხვდება და გააკეთებს ქართველი ხალხი იმას, რასაც დღეს სირიელი ხალხი აკეთებს, მით უკეთესი საქართველოსთვის. ქართველი საზოგადოების შიგნით, აგრეთვე, აფხაზებთან და ოსებთან სამოქალაქო შერიგების პროცესი რომ დაიწყოს, დღეს ევროპის კოლონიად და ამერიკის პროტექტორატად გადაქცეული ქვეყნის შემდგომი ძარცვა და დანაწევრება რომ შეჩერდეს, აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას ახალი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს სახალხო ფრონტი”.
“საქართველოს სახალხო ფრონტმა” თავის მიზნად უნდა გამოაცხადოს ქვეყანაში მშვიდობის დამყარება სხვადასხვა პოლიტიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ფართო საზოგადოებრივი დიალოგის საფუძველზე, ბუნებრივია, “ქართული ისლამური სახელმწიფოს” _ სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფების გარეშე.
აუცილებელ პირობად უნდა გამოცხადდეს საქართველოს მთლიანობის შენარჩუნება მისი ნებისმიერი ეროვნების ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაცია.
ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ რეალური ლიდერები _ ქართველ ხალხში ავტორიტეტის მქონე პატრიოტები: მმართველი წრეების ცალკეული წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობიდან და მთავრობიდან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და საზოგადოებრივი ლიდერები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმის, უზადო რეპუტაციისა და სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის დიდი პატივისცემით სარგებლობენ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
“საქართველოს სახალხო ფრონტის” შემადგენლობაში სასურველია აფხაზებისა და ოსების მოწვევა _ არაფორმალური ლიდერების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის ცნობილი მოღვაწეების, უხუცესებისა და ახალგაზრდების. თუ მათთან თანხმობა და დიალოგი გვსურს, მრავალეროვან საქართველოში რუსული აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მეორე სახელმწიფო ენად, როგორც გასულ კვირას სირიაში გააკეთა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა.
“საქართველოს სახალხო ფრონტი” უნდა გახდეს ზესამთავრობო ძალა, რომელსაც განსაკუთრებული, ქართველი ხალხისგან მიღებული ლეგიტიმაცია, მაშასადამე, ძალაუფლების ბერკეტები ექნება, ამიტომ ის უფლებამოსილი იქნება, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგი დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში რუსეთი ქართულ–აფხაზურ–ოსურ მოლაპარაკებას მოაწყობს, როგორც სირიელებისთვის გააკეთა ასტანაში.
და, თუკი ქართული პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეთნიკური და რელიგიური ძალების კონსენსუსი “საქართველოს სახალხო ფრონტის” ეგიდით მართლაც მოხდება, საქართველოში ის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა კოლექტიური დასავლეთისთვის აშშ-ის ხელმძღვანელობით, რომლის მცდელობები, აქ თავისი დასავლური ლგბტ-ფასეულობები, “დემოკრატია” და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დაამკვიდროს, სრულ და საბოლოო ფიასკოს განიცდის.
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი”
ეგ ყველაფერი კარგი,მაგრამ სიტყვა ფრონტი არ გვინდა.როგორ შეიძლება მშვიდობიან მოძრაობას ფრონტი ერქვას? ე.ი. რა გამოდის,თავშივე ატყუებთ მოსახლეობას? 🙁 .
jobia,saxalxo mozraoba
ერთი სახელმწიფო ენა საკმარისია ჩვენთვის. პატივი ვცეთ და მოვუფრთხილდეთ…
ვერ გავიგე ვინ არის ავტორი, ძირითადად მას ყველაფერში ვეთანხმები. მე კი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ამ სტატიის ქვეშ.
ორივე აღმოსავლეთის უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა – სირია არ არისს ქრისტიანული ქვეყანა, არც არსაოდეს ყოფილა. ეს თქვენ კარგად იცით. ავინაიდან არც მოსახლეობის უმეტესობა ჰყოლია როდესმე ქრისტიანი და არც სახელმწიფო რელიგიად ჰქონია ქრისტიანობა. არც საქართველოა აღმოსავლეთის ქვეყანა. ვერ გავიგე ხან ევროპა ვარტ ხან აღმოსავლეთი. თქვენ ან ცნებები აგერიათ ან კიდევ შეგნებულად ეწევით რუსეტის სპეცსამსახურებში შემუშავებული იდეოლოგიის პროპაგანდას: აღმოსავლეთის ქვეყანა გეოგრაფიულად ვერ იქნები, ვინაიდან გეოგრაფიული საზრვრები არ არის მუდმივი. აღმოსავლეთის ან დასავლეთის ნაწილი შეიძლება იყო მხოლოდ კულტურული და რასობრივი თვალსაზრისით. ამ მხრივ კი დასავლურ ცივილიზაციას ეკუთვნის მხოლოდ ქრისტიანული სამყარო (ინკებ და აცტეკები -არ ეკუთვნიან), ხოლო აღმოსავლეთისას – მაჰმადიანური ქვეყნები და ბუდისტურ-ინდუისტური ბანაკი. რასობრივი ტვალსაზრისით თეთრი რასის სახლმდებელია კავკასიურ რასად, ანუ ეტალონურად დასავლური გახლავთ.
,,…ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ რეალური ლიდერები _ ქართველ ხალხში ავტორიტეტის მქონე პატრიოტები: მმართველი წრეების ცალკეული წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობიდან და მთავრობიდან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან…”
ვფიქრობ მთავრობის, პარლამენტის და სხვა სტუქტურების თითქმის 100% დასავლეთის ტყვე და ნონაა, ამიტომ მათი ,,საქართველოს სახალხო ფრონტში არცერთი მათაგის ადგილო არ უნდა იყოს. მხოლოდ და მხოლოდ ახალი, ჯანსაღი ძალები.