Home სხვადასხვა დაიჯესტი სირიაში უკვე სიმშვიდეა: გერმანელები ლტოლვილების დეპორტაციაზე ფიქრობენ

სირიაში უკვე სიმშვიდეა: გერმანელები ლტოლვილების დეპორტაციაზე ფიქრობენ

2766
სირია

მომავალი წლის ზაფხულში, როგორც ჩანს, გერმანია დაიწყებს სირიელი ლტოლვილების დეპორტაციასThe Huffington Post იუწყება. ეს განაცხადეს გერმანიის რამდენიმე გავლენიანი პარტიის წარმომადგენლებმა.

საქსონიის მიწის პოლიტიკოსებმა წამოაყენეს წინადადება, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრების მომავალ კონფერენციაზე განხილულ იქნას აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ლაპარაკია, რომ მოცემულ მომენტში გერმანიის სპეცსამსახურები თათბირობენ სირიაში შექმნილი ვითარების უსაფრთხოების ახლებურად შეფასების საკითხზე; კერძოდ, რომ სირიაში არსებული სიტუაცია კვლავ შეფასდეს, როგორც უსაფრთხო. მაგრამ მინისტრები, რომლებიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ, ამ წინადადებას მხარს არ უჭერენ. ამ საკითხს 7 დეკემბერს პოლიტიკოსები ლაიფციგის კონფერენციაზე განიხილავენ. გერმანიის ხელისუფლებამ სირიაში უსაფრთხო სიტუაციის საკითხი ბოლოს 2012 წელს შეაფასა. მას შემდეგ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები სრულად იქნენ განადგურებულნი. რუსეთისა და ირანის დახმარებით სამთავრობო ჯარებმა შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის გათავისუფლება, მაგრამ დამასკოს წინააღმდეგ კვლავ იბრძვიან ამბოხებულების ჯგუფები ავტოკრატ ბაშარ ასადის დამხობის ლოზუნგით. ბერლინი ამჟამად შეიმუშავებს შემდგომი მოქმედების სტრატეგიას ბაშარ ასადთან თანამშრომლობის კუთხით და მოუწოდებს მას ოპოზიციასთან მოლაპარაკებისკენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწონა, რომ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის დროს ოპოზიციური ძალები შეთანხმდნენ ერთიანი დელეგაციის შექმნაზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დამასკოსთან მოლაპარაკებაში. ამ შეხვედრის გამართვა ჟენევაშია ნავარაუდევი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here