ვაქცინის გაკეთების მოწოდებისა და პირდაპირ ეთერში აცრის მიუხედავად, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ვაქცინისადმი უნდობლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი კი ის არის, რომ აცრის შემდეგ ექთანი გარდაიცვალა და ისედაც დამფრთხალი მოსახლეობა შიშმა მოიცვა. ამის შემდეგ აგვიხსნეს, რომ ვაქცინაცია იშვიათად, მაგრამ ფატალური შედეგით მაინც მთავრდება და ამას უნდა შევეგუოთ. უფრო მეტიც, პროცენტულად თუ დავიანგარიშებთ, საქართველოში მოსახლეობის აცრის შემდეგ სავალალო შედეგი, შესაძლოა, 14-17 შემთხვევაში დადგეს. არადა, 14-17 ადამიანი კი არა, ერთის გარდაცვალებაც უდიდესი ტრაგედიაა და თანაც არავინ არის გარანტი, რომ ამ ადამიანების სიაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი არ მოხვდება.
“ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” კიდევ არა უშავს, აი, ჩინური “სინოფარმის” შემოტანის შემდეგ კი ნამდვილი პანიკა დაიწყო. თუ პირველი ორი ვაქცინის რიგში ლამის ნახევარი წლის განმავლობაში ვიდექით და შეზღუდული რაოდენობით მივიღეთ, “სინოფარმის” ასი ათასი დოზა ჩინეთმა უსასყიდლოდ გადმოგვცა. 21-ე საუკუნეში, მსოფლიო კრიზისის ფონზე, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურში რომ არის, ყველაზე კარგად ხელისუფლებამ უნდა იცოდეს და იცის კიდეც, მაგრამ საჩუქარი მაინც მიიღო და მზად არის, “სინოფარმით” ნებისმიერი მსურველი აცრას.
დღე არ გავა, რომელიმე მაღალჩინოსანმა კამერების თანხლებით რომ არ გაიკეათოს ვაქცინა, მაგრამ ჯერჯერობით “სინოფარმით” აცრა ვერც ერთმა ვერ გაბედა. მაღალჩინოსნებმა იციან, რომ ეს პრეპარატი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას აღიარებული არ აქვს, რადგან მის თანამდევ უარყოფით მოვლენებზე ჩინეთი ინფორმაციას არ იძლევა. ჩინური მხარე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პროცენტულად ძალიან მცირე ადამიანი იღუპება აღნიშნული ვაქცინით, მაგრამ ის, რაც შეიძლება ჩინეთისთვის “ცოტა” იყოს, საქართველოსთვის ძალიან ბევრია. მაგალითისთვის გეტყვით: 2010 წელს ჩინეთში საყოველთაო აღწერა ჩაატარეს და ერთი რაიონი გამორჩათ, დაახლოებით ისეთი, ჩვენი მასშტაბით ხაშური რომ არის. არადა, ჩინეთის ამ რაიონში 25 მილიონი ცხოვრობდა _ ე.ი., ლამის შვიდი საქართველო და შესაბამისად, საზომი “ცოტა” და “ბევრი” აშკარად განსხვავებული გვექნება.
სხვათა შორის, როცა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს ვკითხეთ, რატომ არ შემოაქვთ რუსულ ვაქცინა, გაოცდნენ: ეგ ჯანმოს არ უღიარებია და, აბა, როგორო?! მაგრამ, ჯანმოსგან “სინოფარმის” არაღიარებას ხელისუფლებისთვის ხელი არ შეუშლია, ეს შემოეტანა.
ცნობისთვის: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძულებული შეიქნა, რუსული ვაქცინის შესწავლა და მასზე სერთიფიკატის გაცემის პროცედურების განხილვა დაეწყო. იძულებული იმიტომ, რომ ათეულობით ქვეყნამ შეიძინა რუსული ვაქცინა, აცრებიც მიმდინარეობს და ჯერჯერობით არავის აუტეხავს ხმაური, _ ეს რა მოგვყიდეს, არ ვარგაო. აი, მერე იქნება საინტერესო, სერთიფიკატი რომ გაიცემა, რით იმართლებს თავს ხელისუფლება.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მყარდება ეჭვი, რომ კორონავირუსი კონკრეტული ადამიანების მიერ წამოწყებული უდიდესი აფერაა, რომლის შედეგად სწორედ ამ ადამიანებმა უზარმაზარი თანხები უნდა იშოვონ. არ უარვყოფთ, რომ ვირუსი არსებობს და ის მომაკვდინებელია, მაგრამ დღემდე გამოუძიებელია, როგორ და რა გზებით გავრცელდა, სად იყო პირველწყარო და უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ თეორია, “ვიღაც ჩინელმა გოგონამ ღამურა შეჭამა და ვირუსი გავრცელდა”, სისულელე და აბსურდია.
ვირუსი გავრცელდა მიზანმიმართულად და მასშტაბურად, რათა პროცესი შეუქცევადი ყოფილიყო, მთელი მსოფლიო მოეცვა და შეხებოდა ყველას. ასე განსაჯეთ, ანტარქტიდის კონტინენტსაც კი, სადაც მხოლოდ მკვლევარები არიან. ჰო, მკვლევარებს შორისაც კი აღმოჩნდა ვირუსი და ისე ჩანს, მისგან საბოლოოდ უახლოეს ათწლეულში ვერ გავთავისუფლდებით. ჰოდა, ამ წლების განმავლობაში შევეჩვევით ვირუსთან თანაარსებობას და ადამიანთა ჯგუფი არარეალურად დიდ თანხებს ჩაიჯიბავს. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობთ.
ბავშვობაში ყველას გაკეთებული გვაქვს სავალდებულო აცრები წითელაზე, წითურაზე, სხვადასხვა დაავადებებზე და ეს სავსებით საკმარისია. კორონავირუსზე კი ერთი აცრა საკმარისი არ არის და არ აქვს მნიშვნელობა, “ფაიზერით” იცრებით, “ასტრა ზენეკათი” თუ “სინოფარმით”, აცრა ყოველ 5-6 თვეში (სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა პერიოდი სჭირდება) უნდა გავიმეოროთ. ე.ი., წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ უნდა აიცრას დედამიწის მოსახლეობა. ყველაზე კარგ ვარიანტში ვაქცინა 17-20 დოლარი ღირს, გაამრავლეთ ეს რიცხვი 7 მილიარდზე და ნახავთ, რა თანხებზეა საუბარი. გამოდის, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრება “ნემსზე დაგვსვეს” და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს კანონის სახელით აკეთებენ. არც ის დრო არის შორს, როცა აცრის გარეშე დარჩენილი ადამიანების აღრიცხვა დაიწყება და, ვინც აცრაზე უარს იტყვის, ვერ იმუშავებს, ვერ იმოგზაურებს და, შესაძლოა, სახლიდან გასვლაც კი აუკრძალონ.
ურთულესია ამ ყველაფრის აღქმა თუ ატანა, მაგრამ სხვა გზა თითქოს არ არსებობს. სამწუხაროდ, თითქმის აღარ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომლის ნაცნობი, მეგობარი ან ნათესავი არ ემსხვერპლა ვერაგ ვირუსს და, შესაბამისად, შიშმა დაისადგურა. შიში საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი არსებობს _ სიკვდილის შიში… ჰოდა, ამ შიშის გამოა, მოქალაქეთა უმრავლესობა აცრაზე რომ თანხმდება. ჩემი ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ ვირუსი და ძალიან მძიმედ გადაიტანეს. შესაბამისად, ვაქცინაციაზეც თანახმა არიან, მაგრამ ეჭვის ჭია ღრღნით, იქნებ… სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობისთვის, ვაქცინაციაზე იმედიანად მისასვლელად არჩევანი უნდა ჰქონდეს, ფართო არჩევანი და შემდეგ ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყველა, ვის ენდოს და რატომ ენდოს. ინტერნეტის ხანაში მარტივია ინფორმაციის მოძიება ყველასა და ყველაფერზე და იქნებ დღეს არსებული არც ერთი ვაქცინა არ მსურს, იქნებ მინდა, იმას დაველოდო, ამერიკა რომ აპირებს შექმნას და კიდევ იმას, რუსეთმა რომ დაიწყო მესამე ვაქცინაზე მუშაობა. არჩევანის საშუალება ხომ უნდა მივცეთ მოქალაქეებს, როცა საქმე მათ სიცოცხლეს ეხება _ ყველაზე ძვირფასსა და ღირებულს?!
ისევ რუსულ ვაქცინას დავუბრუნდეთ. არ ვამბობთ, რომ რუსული პანაცეაა და ყველაზე კარგია, მაგრამ ხელისუფლებიდან ვინმემ სცადა რუსულ მხარესთან დალაპარაკება? ვინმემ მოიკითხა, იქნებ ისინიც გვაჩუქებდნენ გარკვეულ ოდენობას და შემდეგ სტატისტიკა აჩვენებდა, კარგია თუ ცუდი?! თუ მაინცდამაინც ჩინურით უნდა ავიცრათ?! რეალურად, დღეს ხომ ერთ დონეზე არიან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, რუსული და ჩინური ვაქცინები? განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ რუსულს ევროპის ათეულობით ქვეყანა ყიდულობს და იყენებს, ჩინურს _ არავინ და სწორედ ამიტომ ჩინელები მზად არიან, ათი ათასობით დოზა გააჩუქონ, პოპულარიზაცია ასე გაუწიონ და შემდეგ გაყიდვაზე “იჩალიჩონ”. კიდევ გავიმეორებთ: არ ვამბობთ, რომ ჩინური აუცილებლად ცუდია და რუსული აუცილებლად _ კარგი, მაგრამ იმ პირობებში, როცა უმრავლესობისგან მოწონებული “ფაიზერი” ვეღარ თუ აღარ შემოდის საჭირო ოდენობით, ხომ უნდა გვქონდეს არჩევანის ფართო სპექტრი?
ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებას არჩევანის საშუალება ნაკლებად აქვს. ის მიჰყვება იმ ხაზს, რომელსაც დასავლეთი ავითარებს და სწორედ დასავლური კომპანიები შოულობენ მილიარდობით დოლარს ვაქცინაზე. რაც ყველაზე საინტერესოა, თითქმის ყველა ქვეყანასთან, რომლებშიც აღნიშნული ვაქცინები შევიდა, ფორმდება ხელშეკრულება, რომ უკუჩვენებაზე მწარმოებელი პასუხს არ აგებს, ანუ, ნახევარი მსოფლიო რომ გაწყდეს, პასუხისმგებელი არავინ იქნება. არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი დღეს და ხვალ უნდა მოხდეს, მაგრამ ხომ ყველასთვის ცხადია, რომ არც ერთი ვაქცინის თანამდევი უარყოფითი მოვლენები ბოლომდე შესწავლილი არ არის. საამისოდ დრო, უბრალოდ, არავის ჰქონდა და ყველა უარყოფითი ეფექტის სრულად გამოსავლენად 4-5 წელია საჭირო, ვირუსის გავრცელებიდან კი ორი წელიც არ გასულა. სწორედ ბოლომდე შესწავლილი არ არის. საამისოდ დრო, უბრალოდ, არავის ჰქონდა და ყველა უარყოფითი ეფექტისა და სამედიცინო პერსონალის მოუმზადებლობის გამო იყო ის შემთხვევაც, რომელმაც ახალგაზრდა ექთნის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხომ ცხადია, კოლეგის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ მზად არ აღმოჩდნენ, არ იცოდნენ, რომ აცრას შეიძლება ასეთი უარყოფითი მოვლენა ჰქონოდა და კოლეგა ხელებში ჩააკვდათ. შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ რიგითი მოქალაქე უარეს დღეში არ ჩავარდება, არ არსებობს, ამიტომ, ნაჩუქარი და სამადლოდ გადმოგდებული ვაქცინების ნაცვლად, აჯობებს, ისეთი მოვიძიოთ, რომელსაც ეფექტი აქვს. გვერწმუნეთ, ხალხს ყველაზე ნაკლებად ის აინტერესებს, ვისი ნაწარმია, მთავარია შედეგი ჰქონდეს.
“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!” _ ეს ფრაზა ლამის ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა და მის მართებულობას ვერავინ უარყოფს. დღეს კი შეიძლება ასე ვთქვათ: “სინოფარმის” ღირსი ხარ შენ, საქართველოვ…” რატომ? იმიტომ, რომ ერთი ფასი აქვს ფურთხს და “სინოფარმს…”
ბესო ბარბაქაძე
გამოსავალი ჯანსაღი ცხოვრების წესით ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერებაშია და არა კანიბალების მიერ შექმნილ ე. წ. ვაქცინებში . ზოგადად , რომ არა ცრუ პანიკა და ცრუ ციფრებით მანიპულირება თავისი ცრუ შეზღუდვებით , არანაირი ლეტალური შემთხვევების მატება კორონავირუსამდელ პერიოდთან შედარებით არ გვექნებოდა .