Home ახალი ამბები მსოფლიო სინამდვილეში “აგრესორი” და თავხედი მატყუარა თვითონ ნატოა

სინამდვილეში “აგრესორი” და თავხედი მატყუარა თვითონ ნატოა

5520
სინამდვილეში “აგრესორი” და თავხედი მატყუარა თვითონ ნატოა

ბუნდესტაგში გაიხსენეს, როგორ მოატყუა ნატომ სსრკ გორბაჩოვის პერიოდში

ნატომ დაარღვია სსრკისთვის მიცემული პირობა და ფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით, ამით სულ უფრო უახლოვდება რუსეთის საზღვრებს”, _ წერს ფრაქციამემარცხენეებისოფიციალური წარმომადგენელი გერმანიის ბუნდესტაგში _ ალექსანდერ ნოი პორტალ Freiheitsliebe ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

სინამდვილეში “აგრესორი” და თავხედი მატყუარა თვითონ ნატოა

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ მარტში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები ფეიკური “რუსული საფრთხის” საბაბით დაიწყებენ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნას “ევროპის დამცველები _ 2020” (Detender 2020), “მაგრამ სინამდვილეში აგრესორი არის არა რუსეთი, არამედ, სახელდობრ, ნატო, _ მიაჩნია ნოის,_ ხოლო მოსკოვი ჯერ კიდევ თავდაცვით პოზიციაშია”.

დეპუტატის თქმით, საბჭოთა კავშირმა თავი მოიტყუა, როცა არ მოსთხოვა დაპირების შესრულება ალიანსს, არ გაფართოებულიყო გერმანიის იქით, თუკი ამ ქვეყნის ერთიანობის აღდგენის შემდეგ ის მთლიანად დარჩებოდა ნატოს შემადგენლობაში. თავის წერილში ნოი წერს, რომ “ეს იყო მიუტევებელი შეცდომა საბჭოთა კავშირის უუნარო ხელისუფლებისა გორბაჩოვის მეთაურობით (შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც უფლება მისცა ნატოელებს, ისიც მოეტყუებინათ და ქვეყანაც). “ამრიგად, _ აღნიშნავს ნოი, _ უკვე 1999 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი “ღია კარის” პრინციპით შეუდგა გაფართოებას, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა”.

წვრთნაში “ევროპის დამცველები 2020” მონაწილეობას მიიღებს 37 ათასი სამხედრო სხვადასხვა ქვეყნიდან.

მხოლოდ ამერიკელი სამხედროები აპირებენ 13 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკის გამოყენებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here