Global Finance–მა, მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო წლიური შემოსავლითა და მსყიდველობითი უნარის (PPP) მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. ინფორმაცია “ფორბსის” ქართულენოვანმა გამოცემამ გაავრცელა.
ამ სარეიტინგო სიაში საქართველო 108-ე ადგილზეა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სიაში 52-ე ადგილზეა რუსეთი, აზერბაიჯანი _ 71-ზე, თურქეთი _ 63-ზე, ხოლო სომხეთი _ 114-ზე.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების პირველი ათეული ასეთია:
- ყატარი
- ლუქსემბურგი
- მაკაო
- სინგაპური
- ბრუნეი
- ქუვეითი
- ირლანდია
- ნორვეგია
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- სან-მარინო