Home რუბრიკები ისტორია სიმართლე “ლენდ-ლიზის” შესახებ _ ვის და რატომ ეხმარებოდა ამერიკა

სიმართლე “ლენდ-ლიზის” შესახებ _ ვის და რატომ ეხმარებოდა ამერიკა

1003
სიმართლე “ლენდ-ლიზის” შესახებ _ ვის და რატომ ეხმარებოდა ამერიკა

ამერიკული პროპაგანდა დღემდე ჩაგვჩიჩინებს, რომ საბჭოთა კავშირმა ნაცისტურ გერმანიას მხოლოდ ამერიკული დახმარებით, “ლენდლიზისპროგრამის საშუალებით, გაუძლო. ამ პროპაგანდას აყოლილი საზოგადოების ნაწილს არ აწყენდა ზოგიერთი ელემენტარული ფაქტის ცოდნა.

დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირისთვის დახმარების პროგრამა თვითონ შეერთებული შტატების ინტერესებში შედიოდა, ვინაიდან მისი მთავარი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ბედი სწორედ გერმანია-სსრკ-ის ომში წყდებოდა. საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის დღეს, 1941 წლის 22 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა რადიოს საშუალებით განაცხადა:

“საფრთხე, რომელიც რუსეთს ემუქრება, ჩვენც და შეერთებულ შტატებსაც გვემუქრება”, ამიტომაც ჩერჩილმა საჯარო პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი “რუსეთს და რუს ხალხს ყველანაირად დაეხმარება”.

24 ივნისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა, გამოაცხადა საბჭოთა კავშირისთვის ამერიკის მხრიდან “ყველანაირი შესაძლო დახმარების” შესახებ. ამ დახმარების მთავარი მიმღები არა საბჭოთა კავშირი, არამედ დიდი ბრიტანეთი გახლდათ. “ლენდ-ლიზის” პროგრამით გამოყოფილი 46 მილიარდი დოლარიდან 1941-1945 წლებში ბრიტანეთის იმპერიას 30 269 მლნ დოლარი მოხმარდა, საბჭოთა კავშირს კი _ 9 800 მლნ (დანარჩენი თანხა საფრანგეთზე, ჩინეთზე, ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და სხვებზე გადანაწილდა).

ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს საბჭოთა კავშირისთვის დახმარების გაწევა და ომის მსვლელობისას მას მართლაც მიაწოდეს უამრავი დასახელების პროდუქცია, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხასიათის _ ტექნიკა-შეიარაღება, საკვები პროდუქტები. ასე ჩამოყალიბდა ანტიჰიტლერული კოალიცია სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოთავეობით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ დახმარების წილი საბჭოეთის მთლიან წარმოებაში. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მიერ წარმოებული შეიარაღებების მიმართ ამერიკულ-ბრიტანული შეიარაღებები, ძირითად პოზიციებზე, 10%-ს შეადგენდა თვითმფრინავებზე, 12%-ს _ ტანკებზე, 2%-ს _ ქვემეხებზე. სამაგიეროდ, უფრო მაღალი წილი ჰქონდა “ლენდ-ლიზის” დახმარებას საბჭოთა კავშირში წარმოებული კვების პროდუქტების მიმართ – ტონაჟის მიხედვით, 30%. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ იყო საჩუქარი. “ლენდლიზინიშნავს სესხებას: : LEND – “სესხად გაცემადა ლეასე – “გაქირავება”, “არენდა”. ვალის დაბრუნება საბჭოთა კავშირის და შემდგომ უკვე რუსეთის მხრიდან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და 2006 წელს დასრულდა. ასეა თუ ისე, “ლენდ-ლიზი” ნამდვილად არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მიერ ნაცისტური გერმანიისა და მისი მრავალრიცხოვანი ევროპელი მოკავშირეების დამარცხებაში. როგორც აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტის უახლოესმა თანაშემწე ჰარი ლოიდ ჰოპკინსმა თავის დროზე აღნიშნა:

“ჩვენ არასოდეს მიგვაჩნდა, რომ “ლენდ-ლიზით” გაწეული დახმარება მთავარი ფაქტორია აღმოსავლეთის ფრონტზე მოსკოვის მიერ ჰიტლერის დამარცხებაში. ეს მიღწეული იქნა რუსეთის არმიის გმირობითა და სისხლით”.

აღსანიშნავია, რომ 1941 წლის ჩათვლით, სანამ აშშ და გერმანია ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, გერმანული ინდუსტრია ქმედით დახმარებას იღებდა შეერთებული შტატებიდან. ყველაზე ცნობილი ამერიკული გიგანტი-კონცერნები – GM, Ford, IBM და Standard Oil აქტიურად მონაწილეობდნენ გერმანიის საომარ მზადებებში. “ფორდისა” და “ოპელის” თანამშრომლობა ნაცისტების ხელში ჩავარდნილი ტყვეებისა და საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდეულთა შრომის გამოყენებაზე იყო აგებული, რომლებიც ვერმახტის სამტონიანი მუხლუხიანი მანქანებისა და საშუალო სიდიდის სატვირთო ავტომანქანების წარმოებაში იყვნენ ჩართულნი. ამერიკელ მეწარმეებს შესანიშნავი პიროვნული ურთიერთობები ჰქონდათ გერმანული “რაიხის” ხელმძღვანელობასთან. ჰენრი ფორდმა და IBM-ის შეფმა ტომ უოტსონმა “მესამე რაიხისთვის” გაწეული დამსახურებებისთვის გერმანული არწივის ორდენიც მიიღეს.

ეს არის ფაქტები, რომლებსაც გვერდს მხოლოდ საქართველოში უვლიან.

didisamamulo.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here