Home სხვადასხვა დაიჯესტი სიმართლე ევრომაიდანზე თანდათან სააშკარაოზე გამოდის

სიმართლე ევრომაიდანზე თანდათან სააშკარაოზე გამოდის

ამაზე უკრაინული “ბერკუტის” მებრძოლებიც იტყვიან თავის სათქმელს

1653
სიმართლე ევრომაიდანზე თანდათან სააშკარაოზე გამოდის

სრულიად უკრაინა განიხილავს, ერთი შეხედვით, გიჟურ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს კიევსა და არაღიარებულ რესპუბლიკებს შორის ცოტა ხნისწინანდელი გაცვლის მონაწილეებმა. სპეცდანაყოფბერკუტისყოფილი წევრები, რომლებსაც 2013-2014 წლებში მაიდანზე მიმდინარე აქციების პერიოდში მკვლელობებში ადანაშაულებენ, კიევში დაბრუნდნენ. რატომ დაბრუნდნენ ისინი უკრაინის დედაქალაქში, სადაც ცოტა ხნის წინათ იზოლატორში ისხდნენ, და რა ელით მათ?

8 თებერვალს სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია: “სპეცდანაყოფ “ბერკუტის” ყოფილი წევრები _ ალექსანდრე მარინჩენკო და სერგეი ტამტურა კიევში დაბრუნდნენ. ისინი ჩავიდნენ დონეცკიდან, სადაც 2019 წლის ბოლოს გაგზავნეს გასაცვლელად”.

იმისათვის, რომ გავიგოთ, ეს რას ნიშნავს, მცირე ექსკურსი გავაკეთოთ უახლეს ისტორიაში.

საგამოძიებო იზოლატორიდან _ გასაცვლელთა სიაში

პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “მარინჩენკო-ტამტურას საქმე” (სინამდვილეში, მათ გარდა, კიდევ სამი ყოფილი “ბერკუტელია” ბრალდებული), 5 წელია, მიმდინარეობს. 2015 წლის 24 თებერვალს კიევის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი მათი დაპატიმრების შესახებ: მთავარი პროკურატურის ვერსიით, უკრაინაში ისინი მონაწილეობდნენ “საპროტესტო აქციის მონაწილეთა დახვრეტაში 2014 წლის 20 თებერვალს ინსტიტუტის სახელობის ქუჩაზე”. ამ ხნის განმავლობაში _ 2019 წლის ბოლომდე, ისინი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდნენ. შემდეგ სასამაროთლომ შეცვალა თავისუფლების აღკვეთის ზომა _ ტამტურასა და მარინჩენკოს საშინაო პატიმრობა მიუსაჯეს (24 ოქტომბრიდან 19 დეკემბრამდე), ახალი წლის წინ კი ისინი ჩართეს გასაცვლელთა სიაში. იმხანად უკრაინამ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს 123 კაცი გადასცა და მიიღო 76.

ნაციონალისტები და პოროშენკოს პარტიის მომხრეები აპროტესტებდნენ “ბერკუტის” ყოფილი თანამშრომლის ჩართვას გასაცვლელთა სიაში, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სხვაგვარად გადაწყვიტა.

არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება

გაცვლის შემდეგ “ბერკუტელთა” ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ ისტორიაში წერტილის დასმა ნაადრევია. მათი თქმით, მათი დასაცავების გასაცვლელთა სიაში ჩასმის ფაქტით ხელისუფლებამ აღიარა პროცესის პოლიტიკური ხასიათი, ხოლო მიზეზი, რომლითაცბერკუტელებმამიაღწიეს გაცვლას, არის პოროშენკოს რეჟიმის უარი, ობიექტურად გამოეძიებინა 2014 წლის თებერვლის მოვლენები და სურვილი, დარტყმა აეცილებინათ ნამდვილი დამნაშავეებისთვის.

სერგეი ტამტურა
სერგეი ტამტურა

მაიდნის საქმის გადაწყვეტა, პოლიტიკური თვალსაზრისით, დევს 2014 წლის თებერვლის მოვლენების სამართლებრივ შეფასებაში საზოგადოების მხრიდან, იურიდიული თვალსაზრისით _ ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებაში, რომელიც ითვალისწინებს ბრალდების კორექციას ჩვენი დასაცავების მიმართ ან ამნისტიას 2014 წლის დაპირისპირების ყველა მონაწილისთვის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისთვის”, _ დაწერეს იმხანად ადვოკატებმა უკრაინის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში.

მათ მხარი დაუჭირა იურისტმა ანდრეი პორტნოვმა. “ბერკუტის” გათავისუფლებული თანამშრომლები არსად არ უნდა გაიცვალონ. საჭიროა სასამართლოში სიარული, გამამართლებელი განაჩენის მოპოვება და დადგენა იურიდიული ფაქტებისა, რომლებიც საჭირო იქნება მომავალში, როცა გაჩნდება გადამწყვეტი ნება მკაცრი ზომების გამოსაყენებლად”.

პორტნოვი უწინ თვითონ იყო “ბერკუტელთა” მსგავსი: სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ის იძულებული შეიქნა, გაქცეულიყო უკრაინიდან და დაბრუნდა მხოლოდ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის წინ. როდესაც იანუკოვიჩი პრეზიდენტი იყო, პორტნოვი მისი გარემოცვის წევრად ითვლებოდა. განვითარებულმა მოვლენებმა (იანუკოვიჩის მომხრეების თვითმკვლელობებმა 2014 წლის გაზაფხულზე) დაადასტურა, რომ პოტრნოვი სასამართლომდე ცოცხალი, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწევდა.

ალექსანდრე მარინჩენკო
ალექსანდრე მარინჩენკო

ამიტომ გასაკვირი არ არის პორტნოვის გამოხმაურება: “ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, მიმართული ე.წ. ღირსების რევოლუციის მიმდინარეობისას მასობრივი მკვლელობის მონაწილეთა დემითოლოგიზაციისა და დეჰეროიზაციისთვის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ საჯარო მოთხოვნას, გაუქმდეს კანონი არეულობის მომწყობთა ამნისტიის შესახებ”.

გაცვლა კი არა, გაძევება

სხვათა შორის, არც ეს არის ყველაფერი. უწინარესად, იმიტომ, რომ მათი არყოფნისას კიევში გრძელდებოდა საქმის განხილვა, თუმცა ეს აკრძალულია უკრაინის კანონმდებლობით. მეორე _ მხოლოდ შობა-ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა დეკემბერში განხორციელებული გაცვლის დეტალების ფართო საზოგადოებამდე მიტანა. ამ გაცვლის, აგრეთვე, თავიანთი დასაცავების ბედის შესახებ ადვოკატები იგებდნენ მხოლოდ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, რადგან დეკემბრის ბოლოდან კავშირი აღარ ჰქონდათ კლიენტებთან. “რატომ მოხვდნენ ბიჭები გასაცვლელთა სიაში, როგორ მოხდა ეს, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ არ ვყოფილვართ მოლაპარაკებებში ჩართული და ჩვენთვის არავის არაფერი უცნობებია”, _ განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე გოროშინსკიმ ინტერნეტგამოცემა “სტრანა. უა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

რატომ დათანხმდნენ ბერკუტელები გაცვლაში მონაწილეობაზე იმხანად, ახლა კი დაბრუნდნენ? ამ კითხვას პასუხს სცემენ მარინჩენკო და ტამტურა. მათი თქმით, უარს შეიძლება გაცვლა სრულად ჩაეშალა. ასე კი მათ ხელი შეუწყვეს იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც წლების განმავლობაში ისხდნენ საგამოძიებო იზოლატორში.

ბოლო შანსი

საეჭვოა, “ბერკუტის” ყოფილ წევრებს რამე ილუზია ჰქონდეთ უკრაინის მართლმსაჯულების მიმართ. ამის მიუხედავად, დღეს ისინი კიევში არიან. რატომ?

უწინარესად, იმიტომ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანის მცდელობა მათ გაცვლამდეც ჰქონდათ არაერთხელ; მეორე _ მათ, ალბათ, ესმით, რომ საქმე მხოლოდ ორ ადამიანს არ ეხება. ამასთანავე, ერთადერთი პირობა, რომლითაც ისინი შეიძლება გამართლდნენ, სასამართლო პროცესის პოლიტიკური ხასიათის აღიარებაა “ბერკუტის” ყოფილი თანამშრომლების მიმართ. აქედან, თავის მხრივ, ნახევარი ნაბიჯი რჩება კიდევ ერთ აღიარებამდე: ევრომაიდანი უნდა აღიარონ სახელმწიფო გადატრიალებად, რომლის პროვოცირებაც ძალადობით ესკალაციით გამოიწვია იმჟამინდელმა ოპოზიციამ (სწორედ ოპოზიციონერების სინდისზეა აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცველების სიკვდილი). და არა “თავისუფლების ნაციონალური იდეის გამოხატვამ”, როგორც აპირებენ უკრაინის პარლამენტში გაცხადებას.

და ეს უნდა აღიაროს, სახელდობრ, უკრაინამ, სხვაგვარად მომავლის განსჯის შანსი არ აქვთ. დაუჯერებელია? მხოლოდ ერთი შეხედვით. არის ჟურნალისტ ჟან მიკალესინის ფილმი, რომელიც აჩვენეს ჯერ კიდევ 2017 წელს. არის აქტივისტ ივანე ბუბენჩიკის ოთხი წლისწინანდელი აღიარება, რომლის მიხედვითაც, მან 2014 წლის თებერვალში მოკლა მილიციის, სულ ცოტა, ორი თანამშრომელი. დასასრულ, არის საპროტესტო აქციების მონაწილის _ ვლადიმერ ვენჩაკის ჩვენება, რომელიც მან მისცა სწორედ ყოფილი “ბერკუტელების” საქმის განხილვისას სასამართლოზე: “პირველად დამჭრეს ზურგში, მაგრამ არა სამთავრობო კვარტლიდან გასროლით, საიდანაც მოდიოდა ასეთი საფრთხე… არამედ სასტუმრო “უკრაინის” მხრიდან”.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა საჭირო სიტყვა უკვე ნათქვამია, დარჩენილია ამის აღიარება.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here