Home სხვადასხვა დაიჯესტი სილამაზის ყოფილი დედოფალი ორ წელიწადს ციხეში გაატარებს

სილამაზის ყოფილი დედოფალი ორ წელიწადს ციხეში გაატარებს

სილამაზის ყოფილი დედოფალი ორ წელიწადს ციხეში გაატარებს

29 წლის რემსი ბერსი _ აშშის დასავლეთ ვირჯინიის ერთერთი სკოლის მასწავლებელი, გაუაზრებელი საქციელის გამო ციხეში აღმოჩნდა. 2018 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებელი თავის ყოფილ მოსწავლეს, 15 წლის ბიჭს უხამს ფოტოებს უგზავნიდა. ამ გაარშიყებაგარყვნილობას ბოლო ყმაწვილის მშობლებმა მოუღეს.

ქალმა თავი იმით იმართლა, რომ თავის შიშველ ფოტოს საკუთარ ქმარს უგზავნიდა, მაგრამ მისამართი შეეშალა, _ წერს Daily Mail.. ბიჭს თურმე მოეწონა ეს ფოტო და სთხოვა მასწავლებელს, კიდევ და კიდევ გამოეგზავნა მსგავსი ფოტოსურათები. ქალიც დაჰყვა ყმაწვილის ნებას, რადგან ფაქტის გახმაურების შეეშინდა.

მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მასწავლებელმა აღიარა დანაშაული. “მე ზრდასრული ადამიანი ვარ, იგი კი მხოლოდ ყმაწვილია. რაც მოხდა, ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ”, _ განაცხადა მან.

ბერსს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მისი სახელი და გვარი კი სამუდამოდ ჩაიწერა სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში.

2014 წელს ყოფილმა მასწავლებელმა “მის კენტუკის” ტიტული მოიპოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here