Home ახალი ამბები საქართველო სესხის განულების შემდეგ პირი “შავ სიაში” ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, მაგრამ ახალი...

სესხის განულების შემდეგ პირი “შავ სიაში” ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, მაგრამ ახალი სესხის აღება გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული

1795
სესხის განულების შემდეგ პირი “შავ სიაში” ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, მაგრამ ახალი სესხის აღება გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სესხის განულების შემდეგ პირი კრედიტ ინფოსშავ სიაშინეგატიური სტატუსით არ დარჩება, მაგრამ, შეძლებს თუ არა ის ახალი სესხის აღებას, გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.

ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ე.წ. შავ სიაში მოქალაქეების განმეორებით მოხვედრის თავიდან აცილებას ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს. ხუციშვილმა დააკონკრეტა ისიც, რომ ამა თუ იმ პირს ყველა სესხი ჩამოეწერება, განურჩევლად სესხის რაოდენობისა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში, რომელთა ძირიც 2000 ლარს არ აღემატება. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

როგორც პრემიერმინისტრმა განმარტა, საუბარია მილიარდ-ნახევარი ლარის განულებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here