Home ახალი ამბები სერგეი ლავროვი ყარაბახის საკითხს ბაქოსა და ერევანში განიხილავს

სერგეი ლავროვი ყარაბახის საკითხს ბაქოსა და ერევანში განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხანმოკლე ვიზიტებით ბაქოსა და ერევანს 19-20 ნოემბერს ეწვევა.

ამის შესახებ სომხური ინტერნეტგამოცემა TART.AM წერს.

სომხური გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში ლავროვი ყარაბახის კონფლიქტის საკითხებს განიხილავს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბახის ავტონომიის ირგვლივ კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1988 წელს დაიწყო. კონფლიქტი დღემდე გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს დაკავებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here