Home ახალი ამბები სეპარატისტულ დნესტრისპირეთს რუსეთთან მიერთება სურს

სეპარატისტულ დნესტრისპირეთს რუსეთთან მიერთება სურს

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთთან მიერთება სურს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ვადიმ კრასნოსელსკიმ გააკეთა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც სეპარატისტმა ლიდერმა გამარტა, იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო საზოგადოება, მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ისინი რუსეთის შემადგენლობაში შევლენ.

ამასთანავე, რუს დეპუტატებთან შეხვედრისას, დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის 220 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

1990-იანი წლების დასაწყისში დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთი რესპუბლიკის ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიური დახმარება დნესტრისპირეთის მშპ-თან შედარებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია.

2006 წლის სექტემბერში დნესტრისპირეთში  რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის დროსაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ რუსეთთან მიერთებას მხარი დაუჭირა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here