Home რუბრიკები საზოგადოება სეისმოლოგი: საქართველოში 7 მაგნიტუდის მიწისძვრის ალბათობა არსებობს

სეისმოლოგი: საქართველოში 7 მაგნიტუდის მიწისძვრის ალბათობა არსებობს

2726

ილიაუნის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძის განცხადებით, გრძელვადიანი პროგნოზით, რომელიც 50 წელს მოიცავს, საქართველოში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ალბათობა არსებობს. თეა გოდოლაძის თქმით, სტატისტიკურად საქართველოში მიწისძვრების რაოდენობა არ გახშირებულა.


“ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ახლავს იმ ტექტონიკურ აგებულებას, რომელიც ჩვენს რეგიონს აქვს. ასე რომ, სეისმურად აქტიურ რეგიონში ვართ. მიწისძვრები ჩვენთან იყო და კიდევ იქნება ისეთივე სტატისტიკით, როგორიც დღემდე იყო. ჩვენ ვიმყოფებით არაბეთისა და ევრაზიის ფილაქნების შეჯახების ზოლში. ეს ზოლი თავისთავად აქტიურია სეისმურად და, რომელი უბანი როდის გამწვავდება, არავინ იცის”, _ განაცხადა სეისმოლოგმა. თეა გოდოლაძის განცხადებით, მიწისძვრის პროგნოზი გადაუჭრელი საკითხია, თუმცა, გარკვეული ალბათობით, შესაძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება.

“ჩვენ, სეისმოლოგები, ვაკეთებთ გრძელვადიან პროგნოზს, ანუ ვაფასებთ საფრთხეს და ამის ფარგლებში ვაფრთხილებთ, რომ, გარკვეული ალბათობით, ამა და ამ სიზუსტის ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს ამ კლასის მაგნიტუდა. ჩვენ, მაგალითად, ვამბობთ, რომ საქართველოში შესაძლებელია, მოხდეს მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა 7-ს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მზად უნდა იყოს”, _ განმარტა სეისმოლოგმა.

ამიერკავკასიაში თითქმის ყოველ მეორე დღეს ხდება მიწისძვრა, რომელიც ნგრევასა და მსხვერპლს არ იწვევს. მხოლოდ მიმდინარე თვეში საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა.

სიგარბარის მოსაწყობად სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო

საკანონმდებლო ინიციატივა, რომ სიგარბარის მოსაწყობად სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა 15 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: აკაკი ზოიძე და ლევან კობერიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here