Home რუბრიკები პოლიტიკა სახარება ზაქროსი

სახარება ზაქროსი

ქუცნაშვილი-კვირიკაშვილი

სახარება ვირისაზაზა ბურჭულაძის რომანია, რომელმაც წლების წინათ დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია. ადამიანივით ამეტყველებული ვირი, მსგავსად ბალაამის ვირისა (წიგნს ეპიგრაფად სწორედ ეს ბიბლიური ისტორია უძღვის), კაცობრიობის წინაშე თავისი დიდი ღვაწლის შესახებ მოუთხრობს მკითხველს და ნელნელა ჩვენ წინაშე იშლება პანორამა:

ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე სხვადასხვა რელიგიური თუ ლიტერატურული გამოცდილების მქონე ვირები ერთ კრებით სახეში ერთიანდებიან და ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ მხოლოდ თანამედროვე, გაუხეშებულ და გაყალბებულვირულ ეპოქაშიმოხდა მათი პოზიტიური ხატებისა თუ ანიმალისტური მისიის შეცვლა ნეგატიურით

ჩვენი განსჯის საგანი დღეს არც ზაზა ბურჭულაძეა და არც მისი “სახარება ვირისა”, ეს სკანდალური რომანი ზაქარია ქუცნაშვილის სკანდალურმა აღსარებამ გაგვახსენა. იმედია, პატივცემული მკითხველი მკრეხელობაში არ ჩაგვითვლის, წერილი ასე რომ დავასათაურეთ, მაგრამ სხვა რა შეიძლება ეწოდოს ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში გაცხადებულ სიბრიყვეს, როცა აღიარა, რომ თურმე გალოთებული და კორუფციაში ჩაფლული თამაზ მეჭიაური “ქართულ ოცნებაში” მხოლოდ იმიტომ მიიყვანა, რომ მისი ნათესავია და ნათესაური კავშირი ავალდებულებდა, “ერთი შანსი”, როგორც ამას ნიცშესთან მოპაექრე მილიარდერი ასწავლიდა, ყველასთვის უნდა მიეცათ. მოკლედ, “ქართული ოცნების” მოლაპარაკე თავმა თამაზ მეჭიაურის შესახებ ასეთი რამ გვიამბო:

“2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში, ეს იყო მე-6 პარტია, რომლის წევრიც იყო. ათეულობით ადამიანი დაადასტურებს, რამდენჯერ მთხოვა მან, მიმეყვანა “ქართულ ოცნებაში”. გელა ხვედელიძე და მამუკა არეშიძე იყვნენ ისინი, ვისაც ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად ასეთი წარსულისა და მერყევი იმიჯისა, მიგვეღო და პროცესებში ჩაგვერთო. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა. ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს, მავალდებულებს, ყველა მთიელზე ვიზრუნო. ბატონი ბიძინა გვასწავლიდა, რომ ყოველთვის მიეცით ადამიანს შანსი, რათა გზაზე დადგნენო. თამაზი ჩემს მზეს ფიცულობდა, ძალიან უყვარს ქეიფი, დღედაღამ ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემს მშობლიურ თიანეთში. მასზე არსებობდა საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია ცენტრალურ შტაბში. მრავალპარტიაგამოცვლილთან ერთად მრავალთანამდებობაგამოცვლილი იყო და მისი მუშაობა თიანეთის ცეკავშირის ხელმძღვანელად მის კორუფციულ იმიჯს ძალიან ამყარებდა. ძალიან კორუმპირებული იმიჯი ჰქონდა. “ქართულ ოცნებაში” მიყვანის და რეგიონულ შტაბში ჩართვის შემდეგ, როცა ჩემი რეკომენდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ თურმე მისი ამბიცია, რომ უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღედაღამ სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა, მინდოდა შანსი მიმეცა. მე ვალდებული ვარ, ჩემს ახლობელზე ვიზრუნო. მაშინ მას უთხრეს, რომ წარსულის გამო მისი კანდიდატად დაყენება გაჭირდებოდა, თუმცა, მე მაინც დავასახელე მისი კანდიდატურა 2012 წლის არჩევნებში, მაგრამ მისი პოლიტიკური წარსული ამის საშუალებას არ იძლეოდა”, _ განაცხადა ქუცნაშვილმა პირდაპირ ეთერში და ვერ მიხვდა, რომ ენისთვის კბილი დაეჭირა. ვერც ის გაიაზრა, რომ ამით ჩრდილი, მეჭიაურს კი არა, საკუთარ თავს და “ქართულ ოცნებას” მიაყენა. იმავე ეთერში ქუცნაშვილის მონათხრობით აღშფოთებულმა მეჭიაურმა დეპუტატს სულ “წარაკუა” და “ცუანა” ეძახა.

“ქართული ოცნების” ყოფილი სახეების (მიუხედავდ იმისა, რომ ქუცნაშვილი ჯერ კიდევ უმრავლესობის რიგებშია, მასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყოფილი სახე) მიერ ერთმანეთის ლანძღვა სასიამოვნო მოსასმენი არ აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, ზაქარიას სკანდალური გამოსვლით განრისხებულ ბიძინა ივანიშვილს მორიგი აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩაუტარებია თანაგუნდელებისთვის, რაც ზაქროს დადუმებისა და კაპოტზე მეჭიაურის კიდევ ერთხელ ქეიფის საფუძველი შეიქნა. ასე რომ, ენაზე კბილის დაჭერაც რომ ესწავლებინა იმ ბრძენ კაცს ზაქარიასთვის, იქნებ არც მმართველი გუნდისთვის გაეთხარა სამარე და არც თვითონ გამოეთხარა მეჭიაური.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here