Home რუბრიკები საზოგადოება საჩუქრები ფავორიტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე

საჩუქრები ფავორიტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე

2812
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილისგან 3-ათასლარიანი სამკაული _ მარიამ საჯაიასა და ივანა მელაისთვის, 1000-ლარიანი საცურაო კოსტიუმი _ ვერონე სარასთვის

მიხეილ სააკაშვილი _ ეს კორუფციასთანმებრძოლი” (ამჟამად _ ტანზანიაში, საქართველოსა და უკრაინის შემდეგ) “დემოკრატიის შუქურაისე რომ ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს, როგორც მოეპრიანებოდა, და არაფერს იშურებდა ფავორიტი ქალებისთვის, კიდევ ერთხელ დადასტურდა რამდენიმე დღის წინათ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე.

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, ბრალდების მხარის მოწმეები დაჰკითხეს.

მოწმეებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით საიდუმლოდ ყიდულობდნენ ძვირად ღირებულ საჩუქრებს ამა თუ იმ პირისთვის გადასაცემად.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის _ ვალერიან კილაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, მისი ერთ-ერთი სტუმრისთვის, მან ვინმე ვერონე სარასთვის 1000-ლარიანი საცურაო კოსტიუმი შეიძინა.

მეორე მოწმის, მალხაზ შარიაშვილის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილმა მას საბიუჯეტო თანხით შეაძენინა 3 ათას ლარად ღირებული ყელსაბამები და უკრაინელ მომღერალს, სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობამინიჭებულ ივანა მელაიასა და ამჯამად ყოფილ დეპუტატს _ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ მარიამ საჯაიას პირადად გადასცა.

მარიამ საჯაია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციაში არ შედის ამგვარი ხარჯების გაწევა, რაც განხორციელებულია. ეს ხარჯები გაწეული იყო პრეზიდენტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვადასხვა ქალბატონისთვის, მაგალითად, მარიამ საჯაიასა და ივანა მელაისთვის ნაყიდია სამკაულები. ასევე, დიდი ხარჯია გაწეული პრეზიდენტის პირადი სტილისტისთვის. ეს თანხა შეადგენს 74 ათას ლარს”, _ განაცხადა პროკურორმა ქეთევან ქარჩავამ.

შეგახსენებთ: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარიამ საჯაია, რომელიც ამჟამად 26 წლისაა, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 21 წლისა გახდა. სწორედ საჯაიას, ამ ახალგაზრდა, “პერსპექტიული” და “განათლებული” გოგონას, საკანონმდებლო ორგანოში შესაყვანად შეცვალა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა კონსტიტუცია და დეპუტატის მინიმალური წლოვანება 21 წლამდე დასწია, ოღონდ ქალბატონ მარიამს, რომელსაც პარლამენტში იშვიათად ხედავდნენ (ადამიანის უფლებათა კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის სხდომების გაცდენების მხრივ, ერთ-ერთი ლიდერი იყო), წლების განმავლობაში საკანონმდებლო საქმიანობით თავი არ გამოუჩენია და ხან აშშ-ში სწავლით იყო დაკავებული (თან პარლამენტარის ხელფასს იღებდა), ხან _ კონკურს “მის ტრანსგენდერის” ჟიურიში მონაწილეობით.

ეს ის მარიამ საჯაიაა, რომელიც თითქმის 1 წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა პარლამენტში, დეპუტატის ხელფასს კი დანამატიანად (4000 ლარზე მეტს) ყოველთვიურად იღებდა. ეს ის მარიამ საჯაიაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვუხადოთ სოლიდური პენსია _ 560 ლარი.

ეს ის მარიამ საჯაიაა, რომლის ოჯახის კომპანიაც სატენდერო კონკურსებში გამარჯვების შემდეგ სამეგრელოში გზებს აგებდა და შესრულებული სამუშაოებისთვის, მილიონობით თუ არა, ასიათასობით ლარს იჯიბავდა;

ეს ის მარიამ საჯაიაა, რომლის ძმამ, ნიკოლზ საჯაიამ, “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლის აგვისტოში 30 ათასი ლარი შესწირა, ხოლო დედა _ ნაზი არონია პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე, ზუგდიდის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილი უფროსი, საქართველოს მე-2 (1990-1992) და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ეს ის შუბლის ძარღვგაწყვეტილი მარიამ საჯაიაა, რომელმაც ორიოდე კვირის წინათ არა დედას ან ძმას, ან თუნდაც მიხეილ სააკაშვილს, არამედ საქართველოს მოსახლეობას სთხოვა დახმარება: აზიის ქვეყნებში მინდა მოგზაურობა და ფული შემიგროვეთო (იხ. სტატია “დაფანდრაიზინგებული” ნაციონალი ქალბატონის ვნებანი!”, “საქართველო და მსოფლიო” # 21, 2017 წ.).

ივანა მელაი

ზუსტად ვიცი, რომ სწორ რამეს ვაკეთებ, უზუსტესი გადაწყვეტილებაა: ემოციურად და რაციონალურად. ზუსტად ვიცი, რომ სირცხვილი არ არის, ადამიანებს სთხოვო კარგი საქმის კეთებაში დახმარება. პერო, უკაცრავად ვარ და, არ მაქვსამგვარი სამოგზაურო პროექტებისთვის ასეთი ფანდრაიზინგი ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში (სტილი დაცულია). აი ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილისგან ძვირად ღირებული სამკაულებით დასაჩუქრებულმა ნაციონალმა ქალბატონმა, საქართველოს მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილი უკიდურესად გაჭირვებულია, ნაწილი კი უცხოეთში ლუკმაპურის ფულის საშოვნელად არის გადახვეწილი…

ყოფილი დეპუტატი ქალბატონი, ნაცვლად იმისა, რომ მოკრძალებულად იყოს თავისი კერპის _ მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, ჭეშმარიტი ნაცივით იქცევა _ თავხედობს და ხალხს სთხოვს ფულს სამოგზაუროდ წასასვლელად.

ნათქვამია, კუზიანს სამარე გაასწორებსო…

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here