Home რუბრიკები პოლიტიკა საშიში საზოგადოება

საშიში საზოგადოება

საშიში საზოგადოება

შეგნებულად არ ვაპირებდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ჩასული სინოდის წევრების გამონათქვამების კომენტირებას. მაგრამ, რაკი ინტერნეტში ვეღარ შევსულვარ ისე, რომ ცალკეული სასულიერო პირების მხრიდან ამერიკით აღტაცება არ მომხვდეს თვალში, ამიტომ გადავწყვიტე ამ მცირე მოცულობის შენიშვნის დაწერა.

სამწუხაროდ და საუბედუროდ, მთელი ჩვენი ყოფა იქცა ერთ დიდ ფარსად, როგორც 1991 წელს ვითომ მოპოვებული დამოუკიდებლობა. ამერიკულმა პოლიტიკამ, უკვე დიდი ხანია, მასხრად აიგდო ჩვენი ქვეყანა. ახლა ჯერი ეკლესიაზე მიდგა. მაღალი რანგის ქართველ სასულიერო პირებს ამერიკააღმოაჩენინესდა აღფრთოვანებაც გამოახატვინეს, ორიოდ დღეში კი ჩოხოსანი ყმაწვილების გეიქორწინების მომსწრენიც გავხდით.

ამერიკელების მიერ გაჩაღებული ანტირუსული ფსიქოზის უკვე მერამდენე ეტაპია საქართველოში. ახალ ხელისუფლებას ხალხის ჯერ კიდევ ერიდება, სააკაშვილის ნაკვალევზე ზუსტად რომ დადგას ფეხი და, მაგალითად, ისევ აკრძალოს რუსული ტელეარხების ჩვენება საკაბელო ქსელებში ან რესტორნებში რუსული მელოდიების შესრულება… მაგრამ მაინცდამაინც შორს არც ეს ხელისუფლება დგას წინამორბედისგან: მორჩილი და დაბეჩავებული შესცქერის ამერიკის საელჩოდან მიღებულ მითითებებს, ვინ სად უნდა დაინიშნოს და ვის რა უნდა დაევალოს. სიტყვარუსეთისთქმასაც ვერ ვასწრებ, “რუ…”-ზე ყველაქოციშიშისგან ან კარადის უკან, ან მაგიდის ქვეშ უკვე დამალულია. ეშინიათ რუსეთის კი არა, ამერიკის _ ვაი, და, “პრორუსულობაში” დაგვდონ ბრალი, რას იფიქრებს იან კელიო. ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლებაც არ აპირებს ერთხელ უკვე აპრობირებული დასჯის მეთოდის გამეორებას _ ეკონომიკური სანქციების კვლავ დაწესებას და სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, სხვა ბერკეტი კი რუსეთს არ აქვს. მას საქართველოში არ შეუქმნია არანაირი კონტრპროპაგანდის საშუალება. ამერიკათუმეებისისტერიკა, რომელიც ნაწილობრივ სასულიერო პირებსაც გადაედოთ, თითქოს ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მუშაობს, ბლეფი და გამიზნული პრევენციული ნაბიჯია, რათა რუსეთმა აქ ვერ გაბედოს კონტრპროპაგანდის გაჩაღება.

ქართულმა მასმედიამ ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი პიროვნების, მეუფე იოანეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ ამერიკამ საქართველოში თავისი იმიჯის დაკარგვის მიზეზი თავისთან უნდა ეძებოს, ისეთ კონტექსტში გაავრცელა, რომ მეუფე თითქოს თვითონ ითხოვს ამერიკის პროპაგანდის გააქტიურებას და რუსეთთან იდეოლოგიური ომის გამძაფრებას. სინამდვილეში მეუფემ ურჩია ამერიკელებს, უკეთესად მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია. იგი აღარ მოჰყვა ამერიკის კრიტიკას ამერიკაში, ანუ მასპინძელ ქვეყანაში, რითაც, ელემენტარულად, ეტიკეტის ნორმები დაიცვა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა მეუფეებმა უფრო მკაფიოდ გამოთქვეს თავიანთი აზრი, ალბათ, დაავიწყდათ, რომ “დუმილი ოქროა”. მათ გარდა, საქართველოშიც მღვდელმა თეოდორე გიგნაძემ არაერთი საქებარი სიტყვა თქვა ამერიკელების მისამართით. თურმე “ძირძველ ამერიკელს” რომ დაელაპარაკები, “აღმოაჩენ, რომ ამერიკა საკმაოდ კონსერვატიული, ზნეობრივი ქვეყანაა და შემდეგ გიკვირს ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოში დასავლეთის სახელით ხდება”.

მეც სწორედ ამერიკის ამ “კონსერვატიულ” და “ზნეობრივ” ნაწილზე გავამახვილებ დღეს ყურადღებას, ოღონდ არა განყენებულად, ვინ არის “ზნეობრივი” და “კონსერვატორი”, არამედ ამ ცნებების პოლიტიკური რელევანტობის კონტექსტში.

მამა თეოდორე თვითონაც ხედავს, რომ ამერიკის შიგნით ჯერ კიდევ შემორჩენილი კონსერვატიული ფასეულობითი ორიენტირები გავლენას არ ახდენს აშშის საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც ითრევს უზნეობის პროპაგანდაგავრცელებაში. ოღონდ ეს “დასავლეთის სახელით” კი არ ხდება, როგორც მამა თეოდორე ამბობს მორიდებით და ბუნდოვნად, არამედ დასავლეთის მიერ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამერიკის ე. წ. ბიბლიურ სარტყელში (ე. ი., აშშ “გლუბინკაში”, სადაც მორწმუნე ამერიკელების რაოდენობა სჭარბობს) რა ფასეულობებზე იღებს ორიენტაციას ხალხი, რადგან ეს არანაირად არ აისახება თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკაზე და საერთაშორისო ფორუმებზე წარმოდგენილ პოზიციაზე. შესაბამისად, ზოგიერთიგავლენიანი ეპისკოპოსისპრიმიტიული პოზიცია, რომამერიკა ჩვენი მოკავშირეა”, მორალის საკითხებში უკუგდებულია; ხოლო ვისაც სჯერა, რომ ომის დროს რუსეთის შეჩერება მისივე საზღვრებთან ამერიკას შეუძლია, ვთავაზობ, “დროის მანქანითდაბრუნდეს 2014 წლის ყირიმში ან სულაც მშობლიურ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.

მაგრამ მსოფლიოს მხოლოდ ამერიკის ლიბერალური პოლიტიკისგან არ ემუქრება წალეკვა. კონსერვატიული ამერიკა, რომელსაც აქებს მამა თეოდორე, არანაკლებ საშიშია მსოფლიო წესრიგისთვის, ვიდრე ლიბერალური ამერიკა, რომელიც გეიქორწინებებს უჭერს მხარს. ეს ფაქტორი არასგზით არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. ადრეც მიმიქცევია მკითხველის ყურადღება ამერიკაში რელიგიური სექტების სიუხვესა და ამ სექტების პოლიტიკურ გავლენაზე. მაგალითად, რაოდენ დიდი გავლენა აქვს ე. წ. ევანგელისტი ქრისტიანების თვალსაზრისს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის რელიგიურ მნიშვნელობაზე. ეს წარმოდგენები უდიდეს როლს ასრულებს აშშ-ის მხრიდან ისრაელის უპირობო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.

კონსერვატორი ამერიკელები, თავიანთ ნებაზე რომ მიუშვა, მზად არიან, მსოფლიო გადაჩეხონ ატომურ ომში. მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა სკოტ საგანმა გამოაცხადა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამერიკელთა 60% მხარს უჭერს ატომური ბომბების ჩამოყრას ირანის 100-ათასიან ქალაქებზე. იგივე გამოკითხულები ატომური ბომბების გამოყენებას მხარს უჭერენ ასევე 2-მილიონიანი ირანული ქალაქების წინააღმდეგაც. ამასთანავე, ამერიკელები თანახმა არიან, ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, 2 მილიონი დაღუპული მშვიდობიანი ირანელის სანაცვლოდ, 20 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი თუ დაეცემა ბრძოლის ველზე.

“საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 40% ირანთან კონფრონტაციის დასრულებას მხარს უჭერს დიპლომატიის გზით, მაგრამ კიდევ 40% უპირატესობას მაინც ატომური იარაღის გამოყენებას ანიჭებს”, _ აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა საგანმა. ამის თაობაზე იუწყება გაზეთი Harvard Crimson-ი.

შოკირებული ვარ იმით, რომ ადამიანები მზად არიან, ატომური იარაღი იმ შემთხვევაშიც გამოიყენონ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს”, _ აღნიშნა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა მეთიუ ბუნმა. კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერი ჯონ მეჰლინი კი გამოთქვამს აზრს, რომ “ამერიკულმა მასმედიამ ვერ გააგებინა ხალხს, რა საშიშია ცივილიზაციის არსებობისთვის თუნდაც რამდენიმე ატომური ბომბის გამოყენება”.

გამოკითხვები 2017 წლის აგვისტოში ჩატარდა, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიიდან 72 წლის თავზე. 1945 წელს ამერიკელების 80%-მა დაუჭირა მხარი იაპონური ქალაქების დაბომბვას, რომელსაც ასიათასობით მშვიდობიანი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ამერიკელები არც იმ გარემოებამ შეაჩერა, რომ მიზანში ამოიღეს ქალაქი ნაგასაკი, სადაც იაპონიაში ქრისტიანების ყველაზე დიდი თემი არსებობდა. ეს ფაქტი ჩვენმა მეუფეებმა, ალბათ, არ იციან, თორემ ასეთ აქცენტს ამერიკისქრისტიანულობაზე”, ალბათ, არ გააკეთებდნენ.

ასე და ამრიგად, აშშის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს ამერიკის ლიბერალური და კონსერვატიული ისტებლიშმენტი, რომელიც ახერხებს, ერთმანეთს შეუხამოს როგორც ლგბტის მხარდამჭერი, ისე მილიტარისტური კურსი. პრინციპში, ეს არის კიდეც ამერიკელი ტროცკისტების, . . “ნეოკონსერვატორებისარსი, ტროცკისტული რადიკალიზმი, გარყვნილი აზროვნება და მილიტარისტური მისწრაფებები ერთდროულად, რა თქმა უნდა, იმ განსხვავებით, რომ ბევრი რამ რელიგიურობის ნიღბით იმალება ან კიდევ ლიბერალურ ფასეულობებზე ხდება აპელირება.

ამერიკის სახით თუ რაოდენ საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე, სხვა თემებზე სხვა გამოკითხვებითაც კარგად ჩანს: იარაღის გაფეტიშება (და ამით გამოწვეული უამრავი მასობრივი მკვლელობა, რომელთა ჩამდენები სულაც არ არიან სამედიცინო თვალსაზრისით გიჟები), რწმენა, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები და ამ უცხოპლანეტელებთან ბევრ ამერიკელსჰქონია ურთიერთობა”, ისევე, როგორც რწმენა, რომ მსოფლიოს მართავენ . . რეპტილოიდები _ ადამიანებად გარდასახული ურჩხულები _ ამ ყველაფრის რამდენიმე მილიონ ამერიკელს სჯერა. 300-მილიონიანი ქვეყანითვის 4-5 პროცენტი მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. კარგად დავფიქრდეთ და მივხვდებით, რაოდენ დიდ საფრთხეში ვართ მსოფლიოსთან ერთად, რადგან ასეთ ქვეყანას აქვს უზარმაზარი სამხედრო და თანაც _ ატომური არსენალი. არსებობს რეალური საფრთხე, რომ აშშ ატომურ ომს გააჩაღებს. ვინც და რაც ამერიკელებს აკავებს, მხოლოდ რუსეთი და ჩინეთია.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here