Home ახალი ამბები საქართველო საქსტატი: მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა

საქსტატი: მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა

1046
საქსტატი: მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახუმა მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების სტატისტიკა გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოში 2018 წლის იანვარივნისში გაცემულია  4941 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  1,4 პროცენტით ნაკლებია.

2018 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით მეტია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა. კერძოდ, 46.8 პროცენტი თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here