Home ახალი ამბები საქსტატი: თბილისი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია

საქსტატი: თბილისი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია

993

საქსტატის მიერ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიულ რუკაზე, თბილისი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2198,8 ადამიანი ცხოვრობს. ეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის რეგიონი, სადაც 1 კვ.კმ-ზე 115.2 ადამიანი ცხოვრობს. შემდეგ მოდის იმერეთი – 83.2 კაცი და შიდა ქართლი – 76.8 კაცი. ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია სამცხე-ჯავახეთი – 25.0 კაცი, მცხეთა-მთიანეთი – 16.9 კაცი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი კი 7.0 კაცი. 

თბილისში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი დიდუბეა – 1 კვ.კმ-ზე 8,523.1 ადამიანი ცხოვრობს. შემდეგ მოდის ისანი – 7,360.2 ადამიანი, ჩუღურეთი – 4,547.4 ადამიანი. ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული რაიონებია სამგორი, სადაც 1 კვ.კმ-ზე 1,386.5 ადამიანი ცხოვრობს, კრწანისი – 1,269.5 ადამიანი და მთაწმინდა – 654.2 ადამიანი.

საქსტატმა გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების გამოყენება მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოების დროს დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here