Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო _ აშშ-ის პაიკი რუსეთის წინააღმდეგ

საქართველო _ აშშ-ის პაიკი რუსეთის წინააღმდეგ

კვირიკაშვილი-ტრამპი

საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა დაიწყო. პარალელურად, რამდენიმე ოპოზიციური პარტია თავისთვის განიხილავს კონსტიტუციის პროექტს და ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ ეს პროექტი დიქტატურამდე მიგვიყვანს. ოპოზიციური პარტიები განსაკუთრებულ აქცენტს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე აკეთებენ, ანუ სამომავლოდ პრეზიდენტს თურმე სამასი ხმოსანი აირჩევს და მათი რეპუტაცია ისეთი უმწიკვლო იქნება, რომ იმ ხმოსნებს თამამად შეგვეძლება ვუწოდოთ ფრთოსნები

შეხვედრების ფრაგმენტები საკმაოდ ვრცლად გადაიცემა და შუქდება ტელევიზიით. სამწუხაროდ (თანაც, ძალიან სამწუხაროდ), “ქართული ოცნების” ლიდერები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან მიხეილ სააკაშვილს, ხოლო პარტია _ “ნაციონალურ მოძრაობას”. მმართველი გუნდის აქტიური მხარდამჭერები ქოქოლას მოგვაყრიან, როგორ ბედავთო, მაგრამ, აბა, დაფიქრდით და გაიხსენეთ, როგორ არ მოგწონდათ, როცა მიშას შეხვედრებზე ლექსებს უკითხავდნენ, როცა ბაღის ბავშვებს ჩაამწკრივებდნენ დამიშამიშასაყვირებდნენდა რა ხდება ახლა? _ როცაოცნებისლიდერებს უკითხავენ ლექსებს და დარბაზიდან, კონსტიტუციაზე საუბრის ნაცვლად, უკანალს ულოკავენ, ვერ ხვდებით, რომ მარაზმია?! თუ დაგავიწყდათ, წყალში შესულ სააკაშვილს ქალი რომ დაედევნა, წაიქცა და ზედ მიშას საზარდულთან ჩაიმუხლა, რამდენი იცინეთ, რამდენი აქილიკეთ… ახლაც საზარდულთან ჩაცუცქულების შთაბეჭდილებას ტოვებს აქტივი და ვაი, რომ ეს ხელისუფლებას მოსწონს. ირაკლი კობახიძის ნეტარი სახე რომ დავინახე, როცა აქებდნენ, რა ბედნიერი იყო, მაშინვე მიშას ღიმილი დამიდგა თვალწინ, ის ღიმილი, ძალიან რომ გაუხანგრძლივდებოდა და ტუჩის კუთხიდან გადმოსული დორბლი აწყვეტინებდა. ბევრი არ გიკლიათ დორბლის წამოსვლამდე, ბატონებო, და, როცა აქტივი მიგყავთ შეხვედრებზე, ის მაინც აუხსენით, რომ კონსტიტუციაგააპრავონ”, დისკუსიაში ჩაერთონ და პოეზიის ხუთი წუთი არ მოაწყონ

გასული კვირის ყველაზე საინტერესო თემა მაინც საგარეო საქმეთა მინისტრის _ მიხეილ ჯანელიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული გზავნილი იყო. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ამერიკამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოგვიცხადა და დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც თურმე საშვილიშვილოდ დაცულები ვიქნებით. მოკლედ, ჯანელიძის თქმით, თურმე:

* პირველად მოხდა აშშ-ის კანონით საქართველოს ტერიტორიების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების _ რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება;

* აშშ-ის მხრიდან დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;

* აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამებისა, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;

* აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიზნით განხორციელებული ქმედებების შესახებ;

* “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად…

როგორია?

ჯანელიძის აღფრთოვანებას პარლამენტის თავმჯდომარეც აჰყვა და ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, აშშის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასო. კობახიძეს აჰყვა ექსპერტი გია ხუხაშვილიც და მანაც არანაკლებ ხმამაღლა თქვა: “ირაკლი კობახიძე არის პარანოიდალური. სახიფათოა, რომ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანები არიან _ ავითარებს რაღაც შეთქმულების თეორიებს და სრულ ისტერიკაშია…”

აი, ასე იციან ხოლმე ექსპერტებმა, გაგიხარდება რაღაც და მერე აფუჭებენ ყველაფერს. რეალურად კი…

ვერ გეტყვით, ცუდი სიზმარი ნახა ტრამპმა თუ მელანიამ უთხრა უარი რამეზე და კარგ განწყობაზე ვერ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ განცხადებით ამერიკა კვლავ შეეცადა, საქართველოს გამოყენებით რუსეთი გაეღიზიანებინა და, სავარაუდოდ, გამოუვიდა კიდეც. ამერიკამ კუნთების თამაში დაიწყო და ერთერთ კუნთად ნაგულისხმევი საქართველო ისევ აათამაშა. რა მოგვიტანა ამ თამაშმა 2008 წელს, ერთად ვნახეთ და ვიგემეთ

თუ ამერიკას ჩვენი მხარდაჭერა ამ დონეზე სურდა, 2008 წლის შემდეგ ლამის 9 წელი გავიდა, მაგრამ არ დასჭირვებია. ახლა დასჭირდა, რომ რუსეთისთვის საჭადრაკო დაფაზე სვლა გაეკეთებინა და პაიკით შეუტია. ამერიკის ხელში საქართველო პაიკი რომ არის, თუ ვინმე არ აღიარებს, მისი პრობლემაა. და ჩვენ ეს გვიხარია. უფრო ზუსტად, ხელისუფლებას უხარია და იმას კი არავინ ამბობს, დღეს, ხვალ ან ზეგ რუსეთმა სამაჩაბლოში ან აფხაზეთში კიდევ რამდენიმე მეტრით რომ გადმოწიოს საზღვარი, რა მოხდება? არაფერიც არ მოხდება, ამერიკა ამ დოკუმენტს თვალებზე აგვაფარებს: ჩვენ ვაპროტესტებთ და ახლა თქვენ გამო ომს ხომ არ დავიწყებთო?!

ერთი ამბავი ატყდა: გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა და ხედავთ, ამერიკა როგორ მხარში გვიდგასო?! თანაც, ეს შეხვედრა თურმე დაგეგმილი არ ყოფილა, კვირიკაშვილი მხოლოდ ვიცეპრეზიდენტს უნდა შეხვედროდა და, ოვალურ კაბინეტში “შემთხვევით” მყოფმა ტრამპმა რომ შეიტყო, საქართველოს პრემიერი ჩამოსულაო, “შემთხვევით” მიიწვია სასაუბროდ. რეალურად კი, საქართველოში რამდენიმე ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომლებში მონაწილეობასაც კვირიკაშვილი ამერიკის ელჩთან ერთად აპირებდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა და ეს შეხვედრები გაუქმდა. კვირიკაშვილი ელჩთან ერთად სასწრაფოდ გამოიძახეს შტატებში და ჩვენი პრემიერიც ოკეანის გაღმა იმაზე სწრაფად აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. რა მოელანდა და დაესიზმრა ტრამპს, ნამდვილად ვერ გეტყვით,  მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის მსგავსად, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სახელით, აფხაზეთზე ან ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ისევ იერიში მიიტანოს. რა მოგვიტანა მაშინ ამ ნაბიჯმა, კარგად მოგეხსენებათ და, თუ იმასაც გაიხსენებთ, რომ ყველაფერი ამერიკაში სააკაშვილის დაუგეგმავი ვიზიტით დაიწყო, მოვლენების მსგავსებას ნათლად დაინახავთ. შესაბამისად, აქ, თუნდაც 9 მაისს გაკეთებული მწვავე განცხადებების ფონზე (რომ თურმე მოსკოვის ყოფილი მერი უნდა დაგვეპატიმრებინა, რომ თურმე “ღამის მგლების” წარმომადგენლები გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, უნდა გვეცემა), ვინმემ არ მოიფიქროს და ჩვენი ბიჭები ისევ საზარბაზნე ხორცად არ აქციოს. მით უმეტეს, რომ ლევან იზორიამ საეჭვოდ განაცხადა, ამერიკასთან ერთად ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ძალიან ამბიციურ პროგრამასო…

კვლავ პირველ თემას დავუბრუნდეთ.

რა მოხდება, თუ რომელიმე სახელმწიფო ოკუპაციას აღიარებს? _ ისევ არაფერი. ამერიკა ისევ ამ ფურცელს აგვაფარებს და გვეტყვის: მე ვაპროტესტებ, იმ ქვეყანას აღარ დავეხმარებიო.

და დახმარებაში, ალბათ, ის იგულისხმება, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში ჩვენს ბიჭებს რომ ვგზავნით სხვის ომში, თავზე ხელს რომ გვისვამენ და გვპირდებიან, ნატოში მიგიღებთო… აღარ გადაუსვამს თავზე ხელს ამერიკა ვინმეს და… არც არაფერი, ბატონებო, არც არაფერი. ამ დოკუმენტით, რუსეთის გაღიზიანების გარდა, ვერაფერს მივიღებთ და რისთვის სჭირდება ჩვენი თემით ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის გაღიზიანება, ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ ტრამპმა და მისმა გარემოცვამ იცის. როცა ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, კი ვთქვით, ამერიკა ტრამპშიაო დაასე თუ გაგრძელდა, მალე საქართველოც იმაზე დიდ ტრამპში იქნება, ვიდრე ახლაა.

ბესო ბარბაქაძე

P.S იცით, რა მაინტერესებს? კონსტიტუციას საჯაროდ რომ იხილავენ, მთავრობის არც ერთი წევრი რატომ არ ესწრება ამ განხილვებს? პრემიერსა და მინისტრებს კონსტიტუცია არ აინტერესებთ? მე ისე უფრო მგონია, როგორცცისფერ მთებშია”: წავიკითხეთ და გამომსვლელთა მოსაზრებას ვეთანხმებით

1 COMMENT

  1. უბედური, შევიტყეთ რომ საქართველო უჭკუო მთავრობით ყოფილა დაკომპლექტებული. უსუფაშვილს კი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ ქონია. სრულად ვენდობი ბერძენიშვილს, არ გაემტყუნება, უხერხემლო “უსუფა”, გეუბნებოდი ლევან, ნაცრისფერი კაცია მეთქი უინტერესო და ჭკვიანიაო მიპასუხე. ეგ “პოლიტიკური ბერწი” ყოფილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here