Home ახალი ამბები საქართველო საქართველო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს

საქართველო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს

646
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადიციაზე პოლონეთს უკვე მიმართეს 2017 წლის აგვისტოში, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვარშავაში იმყოფებოდა. ეს მიმართვა ძალაში რჩება.

“მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა. საქართველოს მთავარ პროკურატურას ძებნილ მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში”, _ განაცხადეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ “სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here