Home ახალი ამბები საქართველო “საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს”

“საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს”

2786
“საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს”

პაციენტების 80%-ში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და მათ სერიოზული მკურნალობა არ სჭირდებათ, _ განაცხადა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემტვ პირველისეთერში. მისი თქმით, ასეთ დროს პაციენტს სიმპტომურად მკურნალობენ, რომ მდგომარეობა შეუმსუბუქონ და სიცხის დამწევს აძლევენ.

“კორონავირუსის შემთხვევების 1% მიმდინარეობს უსიმპტომოდ, დაავადების 80% _ მსუბუქად, 15% _ მძიმედ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ორმხრივი მძიმე პნევმონია. დაახლოებით 5% მიმდინარეობს კრიტიკულად მძიმედ, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი თერაპიის ზომებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დამთავრდეს ლეტალურად. იმ 80%-ში, რომლებშიც მსუბუქად მიმდინარეობს, სერიოზული მკურნალობა არ სჭირდებათ. ვცდილობთ, რაღაც შევუმსუბუქოთ და სიცხის დამწევი მივცეთ. მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებს აუცილებლად სჭირდება მკურნალობა”, _ აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კი განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან” კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს.

“გილიარდი” საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც ჩ ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის” წამლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება კი საქართველოს გაუწიეს ჩინელმა ექიმებმა და ექსპერტებმა, რომლებმაც სატელევიზიო კონფერენცია მოაწყვეს და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს, ამასთანავე, საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის ძალისხმევით ჩინეთი უსასყიდლოდ გადმოგვცემს ვირუსის გამოსავლენ სწრაფ ტესტებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here