Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო დემოკრატიის ნიღბით მოქმედი მოძალადის ბრჭყალებში

საქართველო დემოკრატიის ნიღბით მოქმედი მოძალადის ბრჭყალებში

1785
კარიკატურა

სოციალიზმის სიკეთენაზიარები ადამიანები დღეს კაპიტალიზმის საშინელ, ველურ სახეს თვალნათლივ ხედავენ. სად არიან ის ადამიანები, სოციალიზმის სიკეთით განებივრებულები, “ძირს იმპერიისძახილითა და რუსეთის ლანძღვით ქვეყანას რომ იკლებდნენ? რას ერჩოდით ფაშისტებს, მოსულიყვნენ, ბავარიულ ლუდს დავლევდითო. ამგვარი მახინჯი გონების მქონენი, დღეს ლუკმაპურის საშოვნელად საქართველოდან გარბიან. ჯერ სად არის _ ველური კაპიტალიზმის გაწამაწიაში გაღვიძებული ბატონყმობა ისე მძლავრად შლის ფრთებს, რომ ყმებით ვაჭრობა ისევე არ გაგვიკვირდება, როგორც აღარ გვიკვირს ერთნაირსქესიანთა შეუღლების სიბილწე.

კიდევ კარგი, ჩვენი წინაპრები დღევანდელი სკამოსნებივით არ ელაქუცებოდნენ ევროპას, თორემ ინკვიზიციისა და ინდულგენციებით ვაჭრობის გახსენება სატანის ბოდვასავით არ მოგვასვენებდა.

ჩვენ ევროპული გზა ავირჩიეთ, _ ამბობენ ხელისუფლების სათავეში წამოსკუპებული, დოლარის საწვავით მომუშავე რობოტები და ვიღაც ვენეციელ ჯანი ბუკიკიოს ლამის ფეხქვეშ გაეგონ. ბუკიკიო ჩამოვიდა საქართელოში და ჭკუას გვარიგებდა, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას ხელი არ უნდა შეეშალოსო. ეტყობა, ძველი რომის ისტორიას არის ნაზიარები _ გარყვნილმა იმპერატორმა ჰელიოგაბალმა ხომ რომაელებს მამაკაცის ასო დაუდგა ძეგლად, თუმცა ბუკუკიოს დაავიწყდა, რომ სიბილწის გზაზე შემდგარმა რომმაც კი ვერ აიტანა ბინძური იმპერატორი და სათანადოდ დასაჯა.

ჩვენ რა ჭირი შეგვეყარა ისეთი, რომ დასავლურ სიბილწეებთან ასე მორჩილად შეგუებით, ლამის კავკასიაში მცხოვრები ხალხების საფრთხობელად ვიქეცით? ან რატომ ჰგონიათ საქართველოს უცხოელ მარიონეტ თავკაცებს, ევრო-ამერიკული გობიდან გამოკვებილ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ჭიაღუასთან ერთად, აღვირახსნილობის კანონების მიღებით რომ სურთ, გაიმყარონ განცხრომა, რომ საქართველოში ალგეთის მგლის ჯიში გადაშენდა და მისი ლეკვები აღარ იბადებიან?! გარყვნილთა, უზნეოთა, გადაგვარებულთა ყიყინში ერის ჯანსაღი შვილების მრისხანე ბორგვის ხმა თუ არ ესმით, მათივე პრობლემაა, რომელიც ავ მუსაიფად და სავალალო ბედისწერად ექცევათ.

რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა განვითარებული სახალხო მეურნეობის მქონე ქვეყანაში მცხოვრები ჯანმაგარი, კეთილშობილი, ამაყი და სტუმართმოყვარე ქართველები? სამშობლოდან არავინ გარბოდა, რადგან საქართველოში ცხოვრება სანატრელი იყო. წინაპართა საამაყო ცხოვრების ერთგულ, რუსთაველის იდეებით გასხივოსნებულ, სიკეთისა და სიბრძნის ქურაში გამოწრთობილ ამაყ ქართველს რომელი ბუკიკიო გაუბედავდა, გარყვნილება დააკანონეო?! რომელ ქართველს დაესიზმრებოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა დასავლეთის ლაქია პარლამენტი ლგბტ-თა უფლებების დაცვის კანონს ისე მიიღებდა, მის საწინააღმდეგოდ ერთი დეპუტატიც ვერ ამოიკნავლებდა. რომელი ქართველი გლეხი იფიქრებდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ არარაობათა გუნდი წინაპართა სისხლით გაპოხილ მიწას ისე გაუყიდიდა, ძროხის საბალახოდ გაშვება გაუჭირდებოდა? ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩინელი ტყიდან ცემატყეპით გამოაგდებდა ან გაყიდულ მდინარესა და ტყეველში სათევზაოდ თუ სანადიროდ ვერ შევიდოდა და თავმოყვარეობაშელახული სამშობლოდან გაქცევას შეეცდებოდა? რა იცოდა ქართველმა, რომ სტომაქით მოაზროვნე უძღები არსებები ისე გაუყიდიდნენ სამშობლოს, ფეხის დასადგმელ ადგილსაც არ დაუტოვებდნენ?!

რა ტანჯვა-წამება არ გადაუტანია ქართველობას, მაგრამ ზნეობა, სინდის-ნამუსი და ეროვნული სიამაყე არ დაუკარგავს. კოშმარულ სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, თურქეთიდან ქართველ ქალებს მეძავობისთვის გამოაპანღურებდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაიბადებოდნენ ისეთი არსებები, საქართველოში ქართველებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნის ნაცვლად, უცხოელებს საქართველოს მოქალაქეობას ფლავივით რომ დაურიგებდნენ. განა სასაცილო და სამარცხვინო არ არის რაინდობით განთქმული ქართველებისთვის მდიდარი სექსით მოტრაბახე არსების პრეზიდენტობა?! იფიქრებდა კი ვინმე, რომ დადგებოდა დრო, როდესაც პრემიერმინისტრი საჯაროდ დაიწუწუნებდა, თბილისის ღამის კლუბებში უცხოელები ქართველ მამაკაცებს არ უშვებენო?

გაყალბება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ისტორიის გაყალბება ყველაზე პრესტიჟულ საქმედ იქცა. დღეს საქართველოში გასაკვირი არაფერია, მაგრამ თურქეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობა რომ დაიჯერო, ისტორია უკუღმა უნდა წარმოადგინო; ამისთვის, ფეხებით კი არა, ხელებით უნდა იარო _ თავდაყირა. გასაკვირი არ არის, ისტორიული მტერი დღეს მეგობრად “შემოგეტენოს”, რათა უკეთესად შეასრულოს ქვეყნის ხელში ჩაგდებისა და დამონების განზრახვა, მაგრამ, ისტორიას რომ აყალბებ, მტერსა და მოყვარეს ერთმანეთში ისე ურევ, რომ მომავალმა თაობამ ავი და კარგი ვეღარ გაარჩიოს, ეს მამულიშვილობად ჩაგეთვლება?!

ვლანძღავთ რუსეთს, რომელმაც თვითონ განიცადა კაპიტალიზმის დოლ-გარმონზე მოლხენის შედეგი _ მძლავრი, აყვავებული ქვეყანა ყველა ჯურის არამზადის საჯიჯგნი და გასაწეწი შეიქნა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის ვალების გადახდა დაიკისრა და მისი დახმარებით შექმნილი უზარმაზარი საწარმოები საჩუქრად დაგვიტოვა. ჩვენ კი ევროამერიკელი ჭინკების კარნახით, მრეწველობასთან ერთად, მოვსპეთ რუსეთის შემწეობით შექმნილი სიკეთეები და დასავლეთის ხუშტურებზე როკვის შედეგად 14-მილიარდიანი საგარეო ვალიც წამოვიკიდეთ. ასე ხდება, როცა ქვეყანა დემოკრატიის სახელით მოქმედი მოძალადის ბრჭყალებში მოექცევა.

დასავლეთის მხრიდან თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებით ტრაბახის მიუხედავად, საერთაშორისო სამართალი ძველებურად მოძლადის მხარესაა და ამის დასადასტურებლად ისტორიის არქივების ქექვა არ დაგვჭირდება. იმპერიალისტების მიერ საბჭოთა კავშირის დასაგლეჯად გამოზრდილი ფაშისტი მხეცი მათვე დაეტაკა და საშველად ისევ რუსეთს მიმართეს, რომელმაც შესაფერი ადგილი მიუჩინა გამძვინვარებულ ბოროტებას.

დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და კაცობრიობამ შვებით ამოისუნთქა. სოციალიზმი ბრძენი ადამიანის ხელმძღვანელობით გიგანტურ ნაბიჯებს დგამდა ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. ევრო-ამერიკულ ჭინკას კი რუსეთის სიმდიდრეების ხელში ჩაგდების სურვილი არ ასვენებდა. სურდა, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად მის მთავარ ქალაქებში, მათ შორის, თბილისშიც, ატომურ ბომბები ჩამოეყარა, და რომ არა სტალინის ბრძნული ხელმძღვანელობა და ბერიას ძალისხმევა ატომის ბომბის შესაქმენლად, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩადენილის გამო დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი იმპერიალიზმი კაცობრიობას უდიდეს უბედურებას დაატეხდა თავს.

გარდაიცვალა სტალინი და სსრკ-ის ხელისუფლების სათავეში დემაგოგების, ავანტიურისტებისა და კარიერისტების მოსვლით ქვეყანა სოციალიზმის გზას ასცდა. ტაკიმასხარა ხრუშჩოვის თავქარიანობის გამო საბჭოთა ხალხი დაიმშა. დამახინჯებული სოციალზმს კი ბედოვლათმა გორბაჩოვმა მოუღო ბოლო.

საბჭოთა კავშირის ხალხებს არნახული გაჭირვება დაატყდა თავს _ სტალინის გენიალური ნიჭითა და ბრძნული ხელმძღვანელობით შექმილი ველური კაპიტალიზმის სტომაქმა შთანთქა. საშინელი ქაოსი დაეუფლა მძლავრ და ბედნიერი მომავლის იმედის მქონე ქვეყანას, რომელსაც დასავლეთი არარაობად გადაქცევას უქადდა.

აიწყვიტა ნატომ _ სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ თვითონაც რომ უნდა დაშლილიყო, პირიქით _ ყოფილი სოციალისტური ქვეყნები შეიერთა და რუსეთის ისტორიულ მეგობარ სერბეთს საშინელი ძალადობა დაატეხა თავს. დასავლეთმა რუსეთი ანგარიშგასაწევ ძალად და ადრე შეთანხმებული ვალდებულებების შესრულების ღირსადაც აღარ ჩათვალა, რადგან თვითონ რუსეთი ეგულებოდა რბევა-დაშლის ობიექტად.

დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებულ მოძალადეს ისეთი სიყალბის შეთითხნის უნარი აქვს, ალბათ, თვითონაც ეცინება. ამერიკა და მისი მოკავშირეები ერაყში შეიჭრნენ ქიმიური ბომბის შექმნის ცრუ ბრალდებით და ქვეყანაში სისხლიანი კალო დაატრიალეს. რატომ არ ახსენდებათ ჰააგის ტრიბუნალი, სადაც სერბეთის ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი გაასამართლეს, ამერიკის პრეზიდენტ ბუშის დასასჯელად, რომელიც ამ უბედურებაში ყველაზე დიდი დამნაშავეა?

სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი “გრადებით” დაბომბა, რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც იქ გაეროს ეგიდით იყვნენ, დახოცა და რატომ არ სთხოვენ პასუხს ამერიკელები თავიანთ ძაღლისშვილს?! ამის მსგავსი რა ჩაიდინა სლობოდან მილოშევიჩმა, ჰააგის ციხის საკანში რომ ამოხადეს სული?! დასავლელმა იმპერიალისტებმა მათ მიერვე შეკვეთილი ავანტიურა საქართველო-რუსეთის ომად მონათლეს, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ რუსებისა და ქართველების მეგობრობა საერთო მტერთან ბრძოლებში ერთობლივად დაღვრილი სისხლით არის შედუღაბებული და მასში ბზარს ვერ შეიტანს ევრო-ამერიკული სტომაქით მოაზროვნე არსებების მუხთლობა.

ევროპა, რომელსაც ნაპოლეონისა და ჰიტლერის სავალალო აღსასრულმა ჭკუა ვერ აწავლა, კვლავ რუსეთის დაქცევა-განადგურების სურვილით არის შეპყრობილი, თუმცა დათვის გაღიზიანებას უფრთხის და ამას თავისი მარიონეტების ხელით აკეთებს. დასავლეთის საქციელი გასაგებია, ის თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, მაგრამ რა რჯის საქართველოს ხელისუფლებას, დიდ მტაცებელს ადევნებულ ტურასავით რომ უღრენს კბილებამდე შეიარაღებულ უმძლავრეს სახელმწიფოს?! ისტორიის მიმართ ამნეზიაშეყრილს, მოყვარე მტრად ეჩვენება და თვითონ მიძვრება მტაცებლის ხახაში? საქართველოს დოლარის ხიბლით შეპყრობილი, პოლიტიკოსებად წოდებული უძღები არსებები ჰყავს ხელისუფლებაში, თორემ ხალხი მშვენივრად ხვდება მოყვარედ შემომძვრალი ბოროტის მზაკვრობას.

ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა რუსეთთნ ნორმალური ურთიერთობის აღდგენის გარეშე ვერ მოგვარდება, რაც საქართველოს აღორძინების დასაწყისი იქნება. სწორედ ეს აშფოთებთ ევრო-ამერიკელ ქორებს და ამიტომ ცდილობენ, მათი გავლენისგან თავისუფალი, ერისა და ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვლების აზროვნების შებოჭვას.

მუხთლობის გზაზე მიმავალ უძღებ არსებებსაც ამოეწურებათ პარპაშის ვადა და სწორედ მაშინ იგრძნობენ მათგანვე ნაღალატევი ხალხის სამართლიანი განკითხვის სუსხს, რომელზეც ევრო-ამერიკული მზაკვრობა აღარ გაჭრის.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here