Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას!

“საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას!

826
ომარ მარგველაშვილი

თქვენი შესანიშნავი გაზეთისაქართველო და მსოფლიოსრულად ამართლებს თავის სახელსა და ფუნქციას. საქართველოსა და მსოფლიოში მომხდარის შესახერ ინფორმაციას შესაშური ოპერატიულობითა და სიზუსტით აწვდით მკითხველს.

მე მიყვარს თქვენი გაზეთი, რომელსაც დიდი ინტერესით რეგულარულად ვკითხულობ. მიყვარს ოთხშაბათი, იმიტომ, რომ გულისფანცქალით ველოდები ჩემს გაზეთს.

თქვენი ღრმა შინაარსიანი წერილების ავტორები გამოირჩევიან მოვლენების სწორი და ჭეშმარიტი ანალიზის უნარითა და ობიექტური შეფასებებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ, არაპროგნოზირებად დროში ვცხოვრობთ, ეს და ბევრი სხვა დადებითი უნარ-ჩვევა, ჟურნალისტური კეთილსინდისიერება და კეთილგონიერება გამოარჩევს მათ.

თქვენ მძიმე სოციალურ პირობებში გიწევთ მუშაობა, მინიმალური ანაზღაურებით, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი თავდადებით ასრულებთ პროფესიულ და მოქალაქეობრივ მოვალეობას.

ბარაქალა თქვენს თავდაუზოგავ შრომას!

მეგობრებო! ჩვენ ორი სასტიკი და ბოროტი მტერი გვყავს, ამაზრზენი პანდემია და უგუნური ოპოზიცია. ნუ შევშინდებით, მათ ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!

დამდეგ შობა-ახალწელს გილოცავთ, ჩემო მეგობრებო!

უღრმესი პატივისცემითა და მომავალი შეხვედრის მოლოდინით

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here