Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველო და მსოფლიოს” მართალი სიტყვა ლახვარივით ხვდება ბევრს “ქეციან” გულში

“საქართველო და მსოფლიოს” მართალი სიტყვა ლახვარივით ხვდება ბევრს “ქეციან” გულში

677
სერგეი მესხი

ორკვირიანი პაუზის შემდეგსაქართველო და მსოფლიოკვლავ დაუბრუნდა თავის ერთგულ მკითხველს, რომელიც, ალბათ, მოუთმენლად ელოდა, რას იტყოდა გაზეთი ამ მოკლე ხანში მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორ შეაფასებდა მათ, მკითხველის თვალსაზრისს რამდენად გამოხატავდა და ამით გულს მოფხანდა

თუმცა ფხანა ვერაფერი გამოსავალია!

ისევ ილიას მივადექით: “ფხანა ქეცმა იცის, ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო აღარ იქნება, სიტყვა სამურველი ხომ არ არის! მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრამოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ, თუ წუთისსოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”. ამის გამო ოთარაანთ ქვრივზე სოფელში ამბობდნენ: გულის მაგიერ ქვა უდევსო, ილიას თვალში კიბარაქალა დედაკაციგახლდათ.

საქართველო და მსოფლიოსმართალი სიტყვაც ლახვარივით ხვდება ბევრსქეციანგულში და ტალახს გვესვრის, მაგრამ სანთელსაკმეველი თავის გზას მაინც პოულობს. 1875 წელს ამაზე წერდა სერგეი მესხიც, როცა გაზეთდროებაში” (#52) გამოაქვეყნა წერილი სათაურითლიტერატურული პატიოსნება”:

“არსად არ არის ისე ძნელი პატიოსნების სახელის დაცვა, როგორც ჩვენში. სანამ არავის პიროვნებასა და იმის საზოგადო მოქმედების რომელსამე ცუდ მხარეებზე არა გვითქვამს-რა, სანამ თავმოყვარე კაცებს აქებ და არავის არ ამხილებ ნაკლულევანებასა და შეცდომას, მანამ პატიოსანი და ყოვლად საქები, ღირსეული კაცი ხარ.

მაგრამ ერთი გაბედე და ცოტა რამ ლაქა მონახე ვისმეს საზოგადო ცხოვრებაში და მოქმედებაში, გაბედე და საქვეყნოდ გამოააშკარავე ისეთი ნაკლულევანება და მოქმედება რომლისამე პირისა, რომელსაც რამე საზოგადო მნიშვნელობა აქვს, და მაშინ ნახავ, თუ როგორ შემოგიკურთხებენ, რა ეპიტეტებით და სახელებით შეგამკობენ!

_ ეს კაცი მთელს ქვეყანას ჰკიცხავს! ყოვლად საპატიო პირები და საქმეები ჩვარათაც არ მიაჩნიაო! ერიდე მაგას! ცუდი ენისა და უპატიოსნო კალმის პატრონი კაცი არისო!

ამგვარი საქმეები “დროებასაც” დამართნია ხოლმე. სანამ რომელსამე საზოგადო მნიშვნელობის მქონებელ საქმესა ან პირს აქებდა, მანამ ამ საქმის გამკეთებელთა და პირთა სახეში “დროება” მშვენიერი, პატიოსანი, ჭკვიანი, სარწმუნო გაზეთი იყო.

მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა, და გაზეთმა ერთი ნაკლულევანება შენიშნა იმათში და, _ დახე იმის მხნეობას! _ არა თუ შენიშნა, გაბედა კიდეც (თუმცა ძალიან მკრთალათ და მოწიწებით), რომ იმაზე საზოგადოების ყურადღება მიექცია. ეს გარემოება საკმაოა, რომ სრულებით შეიცვალონ აზრი გაზეთის ხასიათსა და ღირსებაზე.

გუშინ “დროება” სარწმუნო გაზეთი იყო; დღეს იმან ამა და ამ საქმეში, რომელსაც მე თანავუგრძნობ, ნაკლულევანების მონახვა და გამოაშკარავება გაბედა? _ არა დაუჯეროთ-რა “დროებას”, სულ ტყუილებს ლაპარაკობს!

გუშინ “დროება” ჭკვიანი, საინტერესო გაზეთი იყო; მაგრამ დღეს იმან ისეთს საგნებზე დაიწყო სჯა და ისეთნაირი სჯა, რომ იმაში არც ჭკუა სჩანს და საზოგადოდ არც არაფერი საინტერესო იბეჭდება!

გუშინ “დროება” პატიოსანი გაზეთი იყო; მაგრამ დღეს იმან ჩემი შეხება გაბედა? – უპატიოსნო გაზეთი ყოფილა!

ამგვარს სჯაზე უარესი კიდევ ის არის, რომ ხანდისხან ზოგიერთნი პირნი ისეთის ხერხით, ისეთის საშუალებით ავრცელებენ გაზეთზე ცუდს ხმებს, რომ პასუხის გაცემა შეუძლებელი და მოუხერხებელია.

ესეც კიდევ არაფერი: ზოგჯერ ისეთს შემთხვევაში გამოილაშქრებენ “დროებაზე”, როდესაც იციან, რომ გაზეთი, სხვა და სხვა მიზეზების გამო, ხმას ვერ ამოიღებს. ისეთს საგანზედ დაუწყებენ გაზეთს ლაპარაკს, რომელზედაც ის გაჩუმებული უნდა იყვეს.

მკითხველმა გაარჩიოს: რომელია ამ ორში უფრო მართალი და პატიოსანი: გაზეთი, რომელიც მუდამ პირდაპირ ლაპარაკობს და გადაკვრით თუ იტყვის სიტყვას, მხოლოდ იმიტომ, რომ პირდაპირ ვერ უთქვამს; თუ ისინი, ვინც ჩუმად ცდილობენ, გაზეთს ორმო გაუთხარონ, და აშკარად თუ გამოდიან, მხოლოდ იმისთანა შემთხვევაში, როდესაც გაზეთის მხრით სრულებით საქმის გამოაშკარავება და იმის შეხება შეუძლებელია”.

140 წლის წინათ დაბეჭდილი წერილი იმიტომ გავიხსენეთ, ჩვენს მკითხველს რომ შევახსენოთ, პრესის მუშაობა რა ძაღლუმადური საქმეა: თუ აქებ ვინმეს _ კარგი ხარ, მაგრამ, ნაკლზე თუ მიუთითე და სიავეში ამხილე _ ტენდენციური და არაობიექტური; თუ მავანს ერთხელ თავისი ნააზრევი დაუბეჭდე, მის თვალში ღმერთად იქცევი, მაგრამ შემდეგ და შემდეგ მადაზე მოსულს თუ უარი უთხარი ათასი სისულელის გამოქვეყნებაზე, წყალს გაგატანს, ტალახს გესვრის, შენს ღირსებას ეჭვქვეშ დააყენებსასე იყო ადრეც და ასეა ახლაც.

საქართველო და მსოფლიოსრედაქციას მსგავსი საქციელით ვერავინ გააკვირვებს, მაგრამ გულსატკენი ის არის, რომ ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩვენს გაზეთს იყენებდნენ ტრიბუნად, რათა თავი წარმოეჩინათ სამშობლოს გულდათუთქულ ჭირისუფლებად, სინამდვილეში განდიდების მანიით შეპყრობილი მედროვეები, ვაიპატრიოტები აღმოჩნდნენ, საკუთარი ხელით რომ ჩამოიხსნეს ნიღბები.

ჩვენი მსაჯული კი მკითხველია, მკითხველი, რომელიც ყოველთვის არჩევს, ვინაა მართალი _ გაზეთი, რომელიც მუდამ პირდაპირ ამბობს სიმართლეს, თუ ისინი, ვინც ჩუმად ცდილობს, გაზეთს სამარე გაუთხაროს.

რას იზამ: “ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here