2017 წელს მიგრანტების რაოდენობამ მსოფლიოში 258 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც მიმდინარე წელს 49%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიშს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტი აქვეყნებს.
გაეროს მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3.4% მიგრანტია, ანუ სამშობლოში არ ცხოვრობს. 2000 წელს ეს მაჩვენებელი 2.8%-ს შეადგენდა.
მახსენდება შარშან ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ევროპამდე ლტოლვილთა ნაკადი უნდა ახლო ქვეყნებში შეჩერდეს და ამაში ჩვენ ფულს გადავიხდითო. ვფიქრობ, ასეთ რამეებს შემთხვევით არ ლაპარაკობენ.