Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს

საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს

1588
საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს

პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ ქვეყანაში ცხოვრების უფლების ნებართვის გაცემის წესების შეცვლასთან დაკავშირებით დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ

საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ცხოვრების უფლების მიღების წესების გამკაცრების შესახებ უცხოელებისთვის, რომელთაც ქვეყანაში სამართლებრივი მდგომარეობა არ აქვთ. კანონში “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” შესწორებების ავტორები არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან “ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველო” _ გოჩა ენუქიძე და ილია წულაია. “საკითხი წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევუდგეთ საკითხის სიღრმისეულ განხილვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება მიღებული, ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას, რომლებიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილებასთან”, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული მასალების თანახმად, საქართველოში, 2017 წლის მონაცემებით, 83 ათასი მიგრანტი იმყოფება. მათი უმეტესობა მამაკაცია. საქართველოს მოქალაქეობა მიგრანტებიდან აქვს 48 ათასზე მეტ ადამიანს. მიგრანტებს შორის ლიდერობენ რუსეთისა (9,7 ათასი) და თურქეთის მოქალაქეები (4,4 ათასი).

3 COMMENTS

  1. ისედაც საკმარისზე მეტი აზიელი ჩამოსახლდა აქ. საკმარისია! საერთოდ შეუძლებელი უნდა გახდეს აქ მოქალაქეობის მიღება. ეს წულაია სამსენენბლო ბიზნესშია და დაინტერესებულია ბინების ძვირად გაყიდვით. აღარაა საჭირო ზედმეტი აზია აქ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here