Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა, მეორე ადგილზეა მამედოვი, მესამეზე _ ალიევი

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა, მეორე ადგილზეა მამედოვი, მესამეზე _ ალიევი

საქართველოში უნდა შეიქმნას ერის გადარჩენის სახელმწიფო ფონდი, რადგან გადაშენების გზაზე ვართ!

4504
ოჯახი

ეს ოკუპანტი უფრო ადრე რომ გარდაცვლილიყო, შეიძლება მისგან წართმეული ტაოკლარჯეთი არ დაგვეკარგა. 1921 წელს მან და ლენინმა ძმურად გაიყვეს საქართველო. რას შვრებით?! სულ გაგიშრათ სისხლი?! ვის მიაგებთ პატივს?! ნუთუ ოშკი, ბანა და ხახული აღარ გახსოვთ?! ბარემ გადაუხადეთ იუბილეები მურვან ყრუს, შაჰაბასს, ჯალალედდინსმათ მიწები მაინც არ წაურთმევიათ სამუდამოდ. ვაი, თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც!” _ განაცხადა რამდენიმე დღის წინათ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის გაბრაზება კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავთან დაკავშირებულმა გამოფენამ გამოიწვია. გაგიკვირდებათ და, უნივერსიტეტში, ცოდნის ქართულ ტაძარში, უდიდესი პატივი მიაგეს კაცს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები ჩამოაჭრა და იმდენად აგრესიული პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს მიმართ, ბოლომდე რომ უფლება მიეცათ, მთელ ქვეყანას თურქეთს შეუერთებდა. ჰოდა, სწორედ ამ ადამიანის გარდაცვალების 80 წლის იუბილე აღნიშნეს ზარზეიმით და გამოფენაც კი მიუძღვნეს. ახლა არ დაიწყოთ: ეს იმის გამო ხდება, რომ მეზობელთან და ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან კარგი ურთიერთობა გვსურსო. ჯერ ერთი, მაგ სტრატეგიული პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ის, ბათუმი თურქეთის ნაწილად რომ გამოაცხადა და მეორეც, დღემდე ბათუმში თურქი ტურისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ეს ქართული მიწა მათია…

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების სია გამოაქვეყნა. საბედნიეროდ, მამაკაცების სახელებში კვლავ გიორგი ლიდერობს, ქალებში კი ყველაზე მეტი ნინო გვყავს. საბედნიეროდ იმიტომ, რომ გვარების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, კატასტროფული მდგომარეობაა. პირველ ადგილზე წინა წლის მსგავსად, ბერიძეები არიან. საქართველოში სულ 29 173 ბერიძე ცხოვრობს. მეორე ადგილზე მამედოვია _ 28 358, მესამეზე კი ალიევი _ 19 327.

სიმართლე გითხრათ, მსოფლიოს სხვა ქვეყნების პრაქტიკას არ ვიცნობ და დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაა სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ არა მგონია, რომ, საქართველოს გარდა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ყველაზე მეტ გვართა ჩამონათვალის სამეულში ორი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ აზერბაიჯანელები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება უმრავლეს გვართა სამეულშიო, მაგრამ…

იმავე აზერბაიჯანში, საინგილოში, ქართველებით დასახლებული არაერთი სოფელია. იმ სოფლებში ქართველები ჯიუტად ცდილობენ ენის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოსდით. ისინი ვერ ინარჩუნებენ გვარებს, ვერ ინარჩუნებენ სახელებს და მეტიც _ ოფიციალური ინფორმაციით, არც ერთი, ვიმეორებთ, არც ერთი ეთნიკური ქართველი არ არის დასაქმებული სახელმწიფო სტრუქტურებში.

როცა ბავშვი დაიბადება, გამორიცხულია, დაბადების მოწმობა აიღოს თუ ქართულ სახელს დაარქმევს. შესაბამისად, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ახალდაბადებულს ერქვას აზერბაიჯანული სახელი და მერე უკვე ოჯახში, ნათლობის დროს ვარქმევთ ქართულ სახელს და ვეძახით გიორგის, ილიას, დავითსგვარებზეც სერიოზული გართულებაა. გვაიძულებენ, გვარი შევიცვალოთ და ამისთვის არათუ აგიტაციას ეწევიან, არამედ ძალადობა და დაშინებაც მიდის. არაერთი ქართული ეკლესია საწყობად აქვთ გადაკეთებული, ბევრგან ფარეხები აქვთ პირუტყვისთვის და ის ეკლესიებიც, რომლებიც მოქმედებს, ტერორის ქვეშაა. ლოცვა, ზარების რეკვა და ღამის თევა პრაქტიკულად აკრძალულია. რატომ არ იღებს საპატრიარქო ხმას? არ იციან, რა დღეში აგდებენ აქ გამოგზავნილ მამაოებს? არ იციან, რომ ყოველ სამ თვეში მამაო იძულებულია, აქაურობა დატოვოს, რადგან ქვეყანაში ყოფნის უფლებას აღარ აძლევს აზერბაიჯანის სახელმწიფო და საქართველოს საპატრიარქოც ახალ მამაოს გზავნის. ახალი მამაო სიტუაციაში სანამ გაერკვევა, სანამ თეთრსა და შავს გაარჩევს, მანამდე უკან მიემგზავრება. ხმას რატომ არავინ იღებს? რამდენი ახალი მეჩეთი აშენდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და რამდენი ეკლესიის გარემონტების უფლება მოგვცეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? ახლის აშენების ნებართვა გამორიცხულია, ეს რომ მოითხოვო, შეიძლება დაგიჭირონ და ციხეში ჩაგსვან. თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ორმხრივია, რატომ არ არის ორმხრივი ამ მიმართულებით?! რამდენი აზერბაიჯანელი დეპუტატი გვყავს საქართველოს პარლამენტში და რამდენი ქართველია უბრალოდ დასაქმებული, თუნდაც დამლაგებლის პოზიციაზე აქ?! მე გეტყვით _ არც ერთი!” _ გვითხრა ერთ-ერთმა ინგილომ, რომელიც განცხადების გაკეთებას იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მის სახელსა და გვარს არ გავამხელდით, თორემ… საუკეთესო შემთხვევაში, სოფლიდან გამასახლებენო, შემოგვითვალა.

სახელმწიფო, სამი და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, ოჯახებს დახმარებას აძლევს. ეს კანონი მხოლოდ ორ რეგიონზე არ ვრცელდება _ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე. როგორც ამბობენ, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სამცხე-ჯავახეთში სომხების, ხოლო ქვემო ქართლში აზერბაიჯანელების წახალისება არ მოხდეს. გასაგებია, რომ ამ მხრივ ხელისუფლება, ერთი შეხედვით, ზრუნავს ქართველობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. იმავე სამცხე-ჯავახეთში სომხური მხარე კატეგორიულად სთხოვს მოსახლეობას, რომ ქართულ პასპორტებზე უარი თქვან და სომხური პასპორტები აიღონ. და ასე, მასობრივად ეთნიკური სომხები ხდებიან საკუთარი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეები და უკვე იქ, საქართველოს მოქალაქეები კი არა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ. სხვათა შორის, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ქვემო ქართლში, რადგან აზერბაიჯანი აქაურ მოქალაქეებს უარს ეუბნება აზერბაიჯანულ პასპორტზე და ურჩევს, ადგილებზე საქართველოს პასპორტებით დამკვიდრდნენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საკმარისია, რომელიმე სოფელში მეჩეთის მშენებლობა დაიწყოს, პროექტი გზადაგზა იცვლება, უფრო მასშტაბური ხდება და ამ ყველაფერს აზერბაიჯანული მხარე ნავთობკომპანია “სოკარის” მეშვეობით აფინანსებს. და ეს მაშინ, როცა იმავე საინგილოში ქართულ მხარეს მხოლოდ ხატების შეტანის უფლებას აძლევენ და იმასაც შეზღუდული რაოდენობით. როგორც აღვნიშნეთ, გამორიცხულია ახალი ეკლესიის აშენებაზე ფიქრი, ხოლო ის, რაც ინგრევა, არც რემონტდება და ასე იშლება ქართული კვალი ძირძველ მიწაზე.

ალბათ, იკითხავთ: გამოსავალი სად არისო? _ სახელმწიფომ უნდა შექმნას ერის გადარჩენის ფონდი; სწორედ გადარჩენის, რადგან გადაშენების გზაზე ვართ და, ჩვენი თუ არ გჯერათ, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუჯერეთ, ასე რომ ეტრფით. სწორედ მათი მომაცემებით, 2050 წლისთვის გადაშენების პირას მყოფ ერებს შორის საქართველო იქნება ერთ-ერთი, ადგილობრივები უმცირესობაში რომ აღმოჩნდებიან. ჰოდა, ამ გადარჩენის ფონდს უნდა ჰქონდეს ფინანსური წახალისების ფუნქცია. ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე სახელმწიფომ, სულ ცოტა, ხუთი ათასი ლარი უნდა გაიღოს და ოჯახები დააჯილდოვოს. იცით თუ არა, რომ ევროპაში ახალშობილ ბავშვს იმ დონეზე ეხმარება სახელმწიფო, რომ მშობელს ბავშვის სკოლამდელ ასაკამდე მიყვანა პრაქტიკულად არაფერი უჯდება. დახმარებაში შედის ფულადი თანხა, რომელიც საკმარისია ბავშვის კვებისა და ჰიგიენური ნივთების შესაძენად. და ეს იმ ევროპაში, რომელიც ყოველგვარი ეროვნულის გაქრობისკენ გვიკიჟინებს, თვითონ კი სხვაგვარად იქცევა.

ჰო, ერის გადარჩენაზე მოგახსენებდით. ფულადი თანხის გარდა, მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დაუწესდეთ შეღავათები ტრანსპორტში, მრავალშვილიანი ოჯახების უფროსებმა არ უნდა გადაიხადონ ხელფასიდან საშემოსავლო და ხელფასი უნდა აიღონ სრულად და ისინი უნდა იყვნენ მისაბაძი ოჯახები. გვერწმუნეთ, ოჯახებს თუ ფინანსურ გარანტიებს მიცემთ, რომ ბევრი შვილის ყოლის შემთხვევაში საკვების პრობლემა არ ექნებათ, აუცილებლად გავმრავლდებით. მხოლოდ პატრიარქის მოწოდებამ, რომ ყოველი მესამე შვილი მისი ნათლული იქნებოდა, ბევრ ოჯახში “დაუგეგმავი” პატარა გააჩინა და გვერწმუნეთ, თუ ამას ფინანსური წახალისებაც დაემატება, მეოთხე და მეხუთე პატარაც გაჩნდება და აღარ იქნება იშვიათობა საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახი.

სხვაგვარად ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელ-ნელა გადავშენდებით. დღეს თუ სამეულშია ორი უცხო გვარი, ხვალ ქართული, შესაძლოა, სამეულში კი არა, ხუეულშიც აღარ იყოს და მერე განგაშის ზარების დარისხება გვიანი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, არაქართული მოსახლეობის წარმომადგენლები უკვე ისეთ თანამდებობებზე იქნებიან, ამ კანონპროექტის მიღების შესაძლებლობასაც კი არ მოგვცემენ.

P.S. სოფელ კაბალში მე-18 საუკუნეში ექვსი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოასახლეს, რადგან მწყემსები არ ჰყავდათ და ამ ოჯახებს ასი პროცენტით ქართული სოფლის ნახირი ჩააბარეს. დღეს კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სოფელია დაასი პროცენტით აზერბაიჯანული.

ბესო ბარბაქაძე

4 COMMENTS

  1. მთლიანად ვეთანხმები ავტორს! იქნებ გაზეთის ეს ნომერი პირდაპირ ხელში მისცეთ ბ–ნ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბ–ნ ირაკლი კოვზანაძეს! აუცილებელია აგრეთვე დაევალოთ ბანკებს ქართველი ახალდაქორწინებულებისათვის გასცენ გრძელვადიანი შეღავათიანი მატერიალიზებული სესხები, ანუ გასცენ არა ფულადი სახით, არამედ ბინები სესხად. მაშინ ახალგაზრდები ადვილად გაბედავენ დაქორწინება–დაოჯახება–გამრავლებას და გარკვეულწილად ხელი შეეწყობა კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში.

  2. სრული სიმართლეა. ჯერ მარტო იმამკულიემის დეპუტატობა რად ღირს. მგონი ყველაზე პოპულარულია ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში.

  3. უნდა მივბაძოთ აზერბაიჯანელებს და პოლიტიკა ჩვენც შევცვალოთ უცხოელების მიმართ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here