ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 105.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარში 114 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2021 წლის თებერვალში _ 13.7 მლნ აშშ დოლარი.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნების ტოპ-ხუთეულის მიხედვით შემდეგია:
*ევროკავშირის ქვეყნები _ 16.2 მლნ აშშ დოლარი;
* რუსეთი _ 14.7 მლნ აშშ დოლარი;
* თურქეთი _ 11.9 მლნ აშშ დოლარი;
* ისრაელი _ 10.8 მლნ აშშ დოლარი;
* უკრაინა _ 10.1 მლნ აშშ დოლარი.
bpn.ge