Home რუბრიკები ისტორია საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა პოლიტიკური სიბეცე: “ყველაფრის დანახვა შორ მანძილზედ და არაფრის...

საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა პოლიტიკური სიბეცე: “ყველაფრის დანახვა შორ მანძილზედ და არაფრის დანახვა ახლოს!”

1288
საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა პოლიტიკური სიბეცე: “ყველაფრის დანახვა შორ მანძილზედ და არაფრის დანახვა ახლოს!”

საქართველო სასტიკ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. იგი გამოწვეულია, ერთის მხრივ, მთავრობის ყოფაქცევითმეორეს მხრივ _ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა მოქმედებით. ჩვენ ვსცხოვრობთ კოლექტიურ აზრსა და დისციპლინას მოკლებულ დროს” _ ამაზე ბევრი საუბრობს დღეს, მაგრამ ეს სიტყვები გაცილებით დიდი ხნის წინათ ითქვა _ 1913 წელს, როცა შალვა ამირეჯიბმა ეროვნულდემოკრატიული მიმართულების ჟურნალკლდეშიგამოაქვეყნა წერილი სათაურითპოლიტიკური კრიზისი საქართველოში”.

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში დღეს სხვადასხვა პროფესიის მრავალი ადამიანია თავმოყრილი, რომლებიც გვევლინებიან პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეებად და პოლიტიკოსობას ჩემულობენ, თუმცა ბევრ მათგანს წარმოდგენაც არ აქვს არც პოლიტიკაზე, არც ისტორიაზე, არც დიპლომატიაზე, არც იმაზე _ თუ სად, როდის, რა და როგორ უნდა თქვას ან არ თქვას. ამის უამრავი მაგალითია და ყოველივე უარყოფითად აისახება საქართველოს დღევანდელ ცხოვრებაზე.

ქართველ ვაიპოლიტიკოსთა პოლიტიკური სიბეცე კი საქართველოსა და ქართველ ხალხს ძვირად უჯდება.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გასაჯანსაღებლად სჭირდება ღირებულებებზე დამყარებული პოლიტიკური ჯგუფები და არა მატერიალურ სიკეთეებზე ორიენტირებული დაჯგუფებები. იმედი ვიქონიოთ, რომ საზოგადოება თვითონვე იპოვის საკუთარ თავში ძალას, რათა წარმოშვას ახალი ტიპის პოლიტიკოსები, პარტიები და შეცვალოს პოლიტიკური კულტურა საქართველოში.

ამ იმედის გასამყარებლად მკითხველს ვთავაზობთ პოლიტიკოსის, პუბლიცისტის, პოეტის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის _ შალვა ამირეჯიბის საუკუნისწინანდელ წერილსპოლიტიკური კრიზისი საქართველოში”.

ეროვნული პოლიტიკა მოძრავი უნდა იყვეს, იგი ცეცხლსა ჰგავს ჩაუქრობელს, რომელიც არასოდეს არ უნდა ქრებოდეს იმიტომ, რომ მისი ანთება ყოველთვის ადვილი არ არისო”, _ შენიშნავს ავტორი.

ჩვენთვის კი დღეს საკითხავია: დღევანდელ ხელისუფლებას როგორი ეროვნული პროგრამა აქვს? ისეთი ხომ არა, რომელიც გვიზრდის რაღაცმსოფლიო მოქალაქეთ” “ამ მსოფლიოს ვითარების სულ მდარე ცოდნით”?

თვითრწმენა გამარჯვების ნახევარიაო. რწმენა არ უნდა დავკარგოთ, რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და, რაღა თქმა უნდა, ღვთისა. ისტორია გვკარნახობს, რომ მართლმადიდებლობის რწმენით გაძლიერებული ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ფენიქსივით ბევრჯერ განახლებულა. მაგრამ, თუ დაგვაჯერეს ხალხი, რომ არც წინაპარი გვივარგოდა; არც თვითონ გვაქვს რამე და არც ჩვენი ჩამომავლობა შექმნის რაიმე ღირებულს; თუ გამოგვაცლიან რწმენას და მოგვიშლიან იმედს, მაშინ ჩვენი დღენი დათვლილი იქნება.

სწორედ ამ საქმეს ემსახურება დღეს ლიბერალთა ბრძოლა დედაეკლესიასთან, საქართველოში ჩამოთესლილი არასამთავრობოები და მათ მიერ მოწამლული, მანქურთებად ქცეული რიგი ადამიანებისამაგრამ მთელი ხმით მინდა ვიყვირო და გავაგონო მტერსაც და მოყვარესაც, რომჩვენს ფიზიკურ აღნაგობაში განუყრელად ჩაღვრილია ბიოლოგიური გამძლეობაც. მარტო ეს ერთი მაგალითიც ნათლად ამტკიცებს ჩვენს უბერებლობას: მარტო წინა აზიაში, ჩვენ გვერდით და გარშემო ოციოდე დიდი ერი და სახელმწიფო დაიღუპა, ზოგნი კი მიილივნენ და დაიშრიტნენ. ეს ერები რიგრიგად გვფლობდნენ. შემდეგ ბატონები რიგრიგადვე დაგვეხოცნენ, ჩვენ კი ისევ ფეხზე ვდგევართ და ჩვენი გზით მივაბიჯებთ _ დინჯად, მტკიცედ და უდრეკად. ამ გზაზედ მრავალჯერ ჩავვარდით სამარეში _ ზოგჯერ ცალი ფეხით, ზოგჯერ კიდევ ყელამდის.

ხალხთა ულეველ ჭიდილში ქართულ რასსას ებრაელთა უკვდავება და ჭიანჭველას ძალა აღმოაჩნდა: ვინც ჩვენი შეჭმა დააპირა, ჩვენი შხამით მოიწამლა” (მიხეილ ჯავახიშვილი).

შალვა ამირეჯიბი

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში

საქართველო სასტიკ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. იგი გამოწვეულია ერთის მხრივ მთავრობის ყოფაქცევით, როგორც ამას გაზეთი “იმერეთიც” აღნიშნავს, მეორეს მხრივ _ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა მოქმედებით. ჩვენ ვსცხოვრობთ კოლექტიურ აზრსა და დისციპლინას მოკლებულ დროს. ეროვნული პოლიტიკის უქონლობა წითელი ზოლია, რომელიც ჩაჰქსოვია ყოველ მოვლენას, რომელსაც კი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბეჭედი აზის. მონობასთან ბრძოლა დღეს, პოლიტიკურ პარტიებისათვის, მთავრობასთან კავშირით შეიცვალა და გუშინდელი ნაზარეთი დღეს აღთქმის ქალაქად იქცა, საიდანაც ურწმუნონიც კი მესსიას მოელიან. მთელი საქართველო გახრწნილ ლაზარეს დაემსგავსა, რომლის მეგობრებს კიდევა სურთ მისი აკლდამაში შეგდება.

სრული უქონლობა ეროვნულ პროგრამისა დამახასიათებელი თვისებაა მომენტისა. თვით ეროვნული იდეია, რომელიც სულ ახლო წარსულში საკამათო საგნად ითვლებოდა, იმავ წარსულის წყალობით, დღეს სასტიკ სუბორდინაციას განიცდის. ცნება ერისა და ეროვნული მოთხოვნილებანი დღეს რთულ თეორიულ და აბსტრაქტულ სოციალურ სისტემებს ექვემდებარება და ეროვნული პოლიტიკა, თავის ბუნებით ლაღი და ფრიად პერმანენტული, უძრავად სდგას სასტიკ რეაქციის ჭაობში ჩაფლული. ეს სუბორდინაცია არის, რომ ჰქმნის პოლიტიკურ კრიზისს. აიღეთ თანამედროვე ქართული პროგრამები: შიგ ნახავთ სოციალიზმსაც და ფედერალიზმსაც, რვა საათის სამუშაო დღესაც და მუშათა დაზღვევას, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს პროგრამები იძლეოდნენ პრაქტიკულ დასკვნებს, რომელიც საჭირონი არიან ყოველი ქართველისთვის მათს მძიმე ცხოვრებაში და ბრძოლაში. აღზრდა ქართველის მოქალაქისა სულით და ხორცით, ნათელის მსოფლმხედველობით და უდრეკ პატრიოტიზმით _ აი რა უნდა იყოს დანიშნულება ამ პროგრამებისა, რასაკვირველია, იმის გარდა, რომ ეს პროგრამები ამასთანავე სავსებით უნდა გამოხატავდნენ ქართულ პოლიტიკურ მისწრაფებას. ნამდვილად კი, ამის ნაცვლად ისინი გვიზრდიან რაღაცმსოფლიო მოქალაქეთამ მსოფლიოს ვითარების სულ მდარე ცოდნით. და ამრიგად, რაც უფროაფართოვებენეს პროგრამები ჩვენს ჰორიზონტს, მით უფრო ხედვის ენერგია პერიფერიებში მიგვდის და მით უფრო ხედვის ენერგია ცენტრში კლებულობს და პოლიტიკური სიბეცეც ხომ სწორედ ამასა ჰქვიან _ ყველაფრის დანახვა შორ მანძილზედ და არაფრის დანახვა ახლოს!

განსაკუთრებულმა გატაცებამ ინტერნაციონალურის იდეებით შეჰქმნა ის, რომ გამოტოვებულ იქნა თვით ნაციონალური იდეია და თვით ისინიც კი, რომლებიც ეროვნულ პოლიტიკის მჭედლებად ითვლებიან, უკეთეს შემთხვევაში ისეთ მებრძოლთ მოგვაგონებენ, რომლებიც საბრძოლველად კი გამოსულან, მაგრამ წინდაწინვე დასტირიან თავიანთ მტრებს, რომელთა სისხლი ბრძოლის ველს ჯერ კიდევ არ მიუღია. ასეთი ოპერატიული გულკეთილობა მებრძოლთა ჩვენ მიგვაჩნია ჭეშმარიტ პოლიტიკურ სილაჩრედ.

დრო მოითხოვს, რომ ჩვენი პოლიტიკური პროგრამები განწმენდილ იქნენ იმ ხორცმეტებისგან, რომლებიც ჰქმნიან მხოლოდ მის სანახაობას და არა შინაარსს. ეროვნული იდეია ისტორიის ყველა ხანაში განცვიფრებამდე კონკრეტული იყო, მას მიტომ ითვისებდა ხალხი, რომ იგი სადა იყო და არავითარის აბსტრაქციებით არ იყო დატვირთული. “რომი ან სიკვდილი”, _ იძახდნენ იტალიელები გარიბალდის მეთაურობით და ეს ორი სიტყვა გასაგები იყო ყოველ პატრიოტ კარაბინერისთვის. ჩვენში კი, მიუხედავად ყოველივე ფიცისა, რომ ეროვნულმა იდეიამ მძლავრად გაიდგა ხალხში ფესვები, მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ იდეია ხალხზედ ჯერ კიდევ შორსა სდგას. რათა? იმიტომ, რომ იგი არ არის კონკრეტული, სადა. იგი დატვირთულია აბსტრაქციებით და ხალხს აღარ ეყურება. ეროვნული პოლიტიკა მოძრავი უნდა იყვეს, იგი ცეცხლსა ჰგავს ჩაუქრობელს, რომელიც არასოდეს არ უნდა ქრებოდეს იმიტომ, რომ მისი ანთება ყოველთვის ადვილი არ არის და როცა ეროვნულ იდეიას ზედ აკოწიწებენ სხვა რთულ სოციალურ აბსტრაქციებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის განვითარებას აჩერებენ. ეროვნულ უფლებისთვის ბრძოლა ისევე ძველია, როგორც თვით ერი. მას აქვს თავისი მეთოდები, საუკუნოებით ნაკურთხი და ერებიც იმარჯვებდნენ ვიდრე არ ღალატობდნენ ამ მეთოდებს ბრძოლისას. მაგრამ რა ბოლო უნდა ჰქონდეს ისეთ ბრძოლას, რომელშიაც მთავრობა მხოლოდ ნაციონალურ ნიადაგზედ გვებრძვის და ჩვენ კი კლასობრივ ბრძოლაზედ აგებულს პასუხს ვაძლევთ? ეს არის ნონსენსი საქართველოს პოლიტიკურ მაჯისცემისა და ვიდრე ჩვენი პოლიტიკის მეთაურნი არ შეიგნებენ ამას, ჩვენ თავს ვერ დავაღწევთ ამ საშინელ კრიზისს.

კლდე” #35,

3 გიორგობისთვე, 1913 .

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here