Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში დამლაგებლებიც კი აღარ ინიშნებიან დასავლეთისა და მათი აქაური დამქაშების ჩაურევლად

საქართველოში დამლაგებლებიც კი აღარ ინიშნებიან დასავლეთისა და მათი აქაური დამქაშების ჩაურევლად

1145
რუსეთ-საქართველო

საქართველო ქართველი ხალხის საკუთრებაა და ქვეყნის სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებულ არჩევანს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობა უნდა აკეთებდეს და არა მის მაგივრად რომელიმე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, ვინც უნდა იყოს და როგორიც უნდა იყოს.

საქართველოში სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარდეს, საჭიროა, უარი ვთქვათ პროპორციულ სისტემაზე და ჩატარდეს მაჟორიტარული არჩევნები. ადამიანი, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებისას არჩევანს აკეთებს პოლიტიკურ პარტიებს შორის და ზუსტად არც იცის, ვინ შევა პარლამენტში არჩეული პარტიიდან, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერზე, რომელსაც ამომრჩეველი, თავისდაუნებურად, უფლებას აძლევს, მოპოვებული ხმების პროპორციულად, რამდენიმე ათეული პარლამენტარი თხებივით შერეკოს საკანონმდებლო ორგანოში და იქ რას გააკეთებენ ეს თხები, ამომრჩეველი ვეღარ აკონტროლებს. ერთი კაცის, თუნდაც სამი კაცის თვალსაზრისით დაკომპლექტებული პარლამენტი ქვეყანას ვერ გააბრწყინებს და ამის მაგალითია ჩვენი ვაიპრეზიდენტი, “მდიდარი სექსის მქონე” მარგველაშვილი, რომელიც, მიუხედავად იმ უპასუხისმგებლობისა, რომელიც გამოამჟღავნა პოსტზე ყოფნის მოკლე პერიოდში, მაინც ურცხვად ცდილობს პრეზიდენტობის მეორე ვადით გახანგრძლივებას. ეს “ქსლის მბეჭველი” დადებითი პიროვნების რეკომენდაციით ავირჩიეთ და ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება მაშინ, თუ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და მათი მსგავსი სხვა უღირსი პიროვნებები დააკომპლექტებენ პარლამენტს. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ასეთი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამიტომ საპარლამენტო ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაჟორიტარული წესით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრებს უშუალოდ ამომრჩეველი აირჩევს და არა პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი ტვინნაღრძობი ლიდერი. მხოლოდ ასეთი წესით დაკომპლექტებულ პარლამენტს ექნება პრეზიდენტის არჩევის სამართლებრივი უფლება, ვინაიდან პარლამენტი უშუალოდ ხალხის მიერ იქნება არჩეული. ამასთანავე, ბოლო მოეღება ბარიერვერგადალახული პარტიების გულისამრევ ძიძგილაობასა და ხმების გაყოფასთან დაკავშირებულ უსამართლობას.

თუ საქართველო დღეს არსებული საგარეო კურსით სვლას განაგრძობს და ბენდუქიძის ლოზუნგის ფრიალით ყველაფერს გაყიდის (ამბობენ, ნამუსის გარდაო, მაგრამ, სინამდვილეში, სად აქვთ ნამუსი, თორემ იმასაც გაყიდდნენ), მალე რუკაზეც აღარ იარსებებს და აღარც სახელმწიფო ინსტიტუტები იქნება საჭირო. ამ საკითხებზე, კერძოდ, საარჩევნო სისტემაზე, ზევით უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი, როგორც სხვა დროს _ სხვა პრობლემებზე, მაგრამ, როგორც ამბობენ, შეაყარე კედელს ცერცვი. იმ კაცს ვგავარ, რომელზეც ამბობენ, ტიკს ალბობს და ღვინოს არსაიდან ელოდებაო. მაგრამ ქართველი ხალხის საყვარელ პოეტს ისიც უთქვამს, “არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს”. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა, მაგრამ მეეჭვება, იხილავს თუ არა დღის სინათლეს, ვინაიდან დღეს საქართველოში ჩვენი ყოფიერების ყოველი სფერო, მათ შორის, მასმედიაც _ ბეჭდვითიცა და ელექტრონულიც, ისევეა დამოუკიდებელი და თავისუფალი, როგორც საქართველოა თავისუფალი და დამოუკიდებელი. საქართველოში საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრას თავი რომ დავანებოთ, დამლაგებლებიც კი აღარ ინიშნებიან დასავლეთისა და მათი აქაური დამქაშების ჩარევის გარეშე. ეს კი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალია. მათი აზრით, ქართველი მეფეები, რომლებიც შვილებსა და მშობელ დედასაც კი მძევლად უტოვებდნენ მტერს, გიჟები ყოფილან. ასეთი მოსაზრებებით რომ ეხელმძღვანელათ ქართველებს წარსულში, დღეს ქართველის ხსენებაც აღარ იქნებოდა, ვერც დიდგორს მოიგებდნენ და ვერც სხვა გამარჯვებას იზეიმებდნენ, რასაც საღი აზრითა და ცივი გონებით აღწევდა მცირერიცხოვანი ქართველი ერი, რომელსაც ემოციების დათრგუნვა ხელეწიფებოდა და საილუსტრაციოდ, თუ როგორ ახერხებდა ამას, მცირე ექსკურსი მოგვიწევს საქართველოს სისხლიან ისტორიაში.

ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ საქართველო გაიყო ორად _ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. ქართულ მიწა-წყალს კვლავ დაადგეს თვალი მტრებმა, მათ შორის, სპარსელებმა და ბიზანტიელებმა, ამას VI საუკუნეში მოჰყვა ომი სპარსეთსა და ბიზანტიას შორის დასავლეთ საქართველოს გამო. დასავლეთ საქართველომ ერთმორწმუნე ბიზანტიასთან სიახლოვე ამჯობინა და ამ ქვეყანასთან ერთად შეებრძოლა სპარსეთს. ერთ-ერთი დიდი ბრძოლა გაიმართა 550 წელს, როდესაც ქართველებისა და ბიზანტიელების გაერთიანებულ ლაშქარს მეფე გუბაზი სარდლობდა. ამ ბრძოლის შემდეგ, რომელიც ქართველებისა და ბიზენტიელების გამარჯვებით დასრულდა, უთანხმოება ჩამოვარდა მეფე გუბაზსა და ბიზანტიელ სარდლებს შორის. მეფე გუბაზი მათ ადანაშაულებდა ლაჩრობაში, უნიჭობასა და ღალატშიც კი და მათ შესახებ აცნობა კეისარ იუსტინიანეს, მაგრამ, სანამ კეისარი რამეს იღონებდა, მისმა სარდლებმა გუბაზ მეფეს შეთქმულება მოუწყვეს და ვერაგულად მოკლეს. ეს მოხდა 554 წელს. ამ ვერაგობამ უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართველებში და თითქმის ყველამ ერთხმად მოითხოვა მეფე გუბაზის მკვლელების სიკვდილით დასჯა, ბიზანტიელების გაყრა და სპარსელების მოწვევა, მაგრამ დიდი განსჯისა და გაანალიზების შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ, არათუ დიდი შეცდომა, თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა სპარსელების მოწვევა და ერთმორწმუნე ბიზანტიელების უგულებელყოფა, ამიტომ დელეგაცია აახლეს კეისარ იუსტინიანეს და მოითხოვეს გუბაზ მეფის მკვლელების სიკვდილით დასჯა, რაც შეასრულა კიდეც კეისარმა და კვლავ აღდგა კავშირ-ურთიერთობა დასავლეთ საქართველოსა და ბიზანტიას შორის.

აი ასე, ცივი გონებითა და საღი აზროვნებით აგვარებდნენ და საჭიროების შემთხვევაში აღადგენდნენ საგარეო ურთიერთობებს ჩვენი გონიერი და სულკურთხეული წინაპრები, განსხვავებით ამჟამინდელი და წინა ხელისუფლებების წარმომადგენელებისგან, რომლებმაც ვერ შეიგნეს, რომ დასავლეთი საქართველოს იყენებს რუსეთის გასაღიზიანებლად და ამ უზარმაზარ ქვეყანასთან დასაპირისპირებლად, რაც გათვლილია ნატოევროკავშირში საქართველოს მიღებაზე. არადა, რასაც დასავლეთი გვპირდება, ყველაფერი ბლეფია. საქართველო ნატო-ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერასოდეს გახდება რუსეთის ფაქტორის გამო. ვინაიდან რუსეთს ხელს არ აძლევს ნატოში საქართველოს გაერთიანება, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან, ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება მოჰყვება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლით, უწინარესად, ამერიკაა დაინტერესებული, მაგრამ ამას არასდროს დაუშვებს ევროპის წამყვანი ქვეყნები, რომლებიც სიტყვით უარს არ ეუბნებიან მოკავშირე ამერიკელებს, საქმით კი არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით, ვინაიდან ნატოში საქართველოს შესვლა შეიძლება რუსეთსა და ევროპას შორის ომის საბაბი გახდეს. ევროპელებმა კარგად იციან: თუ რუსეთს გაუჭირდება ჩვეულებრივი იარაღით ომის მოგება, აუცილებლად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რომელიც ევროპის კონტინენტს გადაბუგავს და არა ამერიკის. ამასთანავე, არც რუსეთს დაადგება კარგი დღე. სწორედ ამიტომ სურს აშშ-ს ნატოში საქართველოს შესვლა. ამერიკელებს ხელს აძლევთ რუსეთისა და ევროპის შეჯახება, რადგან ორივე, თუ საერთოდ არ აღიგვება პირისაგან მიწისა, აუცილებლად დასუსტდება, ეს კი გზას გაუხსნის ამერიკელებს მსოფლიო ბატონობისკენ, ამერიკელები ხომ სხვის უბედურებას ყოველთვის სათავისოდ იყენებენ. სწორედ ამიტომ არ დაუშვებს ევროპა ნატოში საქართველოს გაერთიანებას. მართალია, ზნეობრივად ევროპელებიც ნაწილობრივ გადაგვარდნენ, მაგრამ პოლიტიკური ალღო და გამჭრიახობა არ აკლიათ და თვითმკვლელობაზე არ წავლენ. ასეც რომ არ იყოს, ნატოს არაფერში სჭირდება ახალ წევრად საქართველო _ ჩვენი ქვეყნის ძველი თუ ახალი ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის წყალობით, ნატოს არაწევრი საქართველო სამშვიდობო მისიებში იმდენს აკეთებს, რამდენსაც ნატოს რამდენიმე წევრი დიდი სახელმწიფო ერთად აღებული, რომლებიც უფრთხილდებიან თავიანთი მოქალაქეების სიცოცხლესა და გენოფონდს, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ხელისუფლებაზე, რომელიც ბრმად ენდობა დასავლეთს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს ნატოს წევრობაზე დასავლური ცრუ დაპირებების აკომპანიმენტის თანხლებით. საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობიდან აშკარად ჩანს, რომ დასავლეთი იყენებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ და ამის მკაფიო მაგალითია საქართველოსთვის რუსეთთან უშუალო დიალოგისა და ურთიერთობის აკრძალვა. ეშინიათ, რუსეთმა არ დაარწმუნოს საქართველო, რომ ევროპელები და ამერიკელები ერთმანეთს ატყუებენ, ორივე ერთად კი _ საქართველოს.

საქართველო რუსეთის გარეშე ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს და ვერც ეკონომიკურად გაიმართება წელში, მაგრამ ხელისუფლება, თითქოს მოჯადოებულიაო, არც კი ცდილობს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას. იქნებ რუსებს სურთ, 2008 წლის შეცდომა გამოასწორონ და ცოდვა გამოისყიდონ, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მხოლოდ რუსების ბრალი არ არის _ მათზე მეტი ცოდვა და ბრალი შეურაცხად სააკაშვილს მიუძღვის, რომელიც ორღობის დედაკაცივით ლანძღავდა რუსებსა და რუსეთის პრეზიდენტს. ასევე იქცეოდნენ სააკაშვილის ბანდის სხვა წევრებიც. ამიტომ არ არის გასაკვირი, რუსების რეაქცია ღირსების შელახვაზე, მაგრამ უბედურება არის ის, რომ სააკაშვილისა და მისი ბანდის მაგივრად საქართველო დაისაჯა. ამიტომ არის საჭირო დიალოგის გამართვა და გაგება იმისა, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია. და, თუ დავინახავთ, რომ რუსეთს არაფრად უღირს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, მაშინ მოგვიწევს წასვლა დასავლეთში _ ზნეობისა და სიკეთის ციტადელში. მაგრამ, სანამ აღთქმულ დასავლეთში წავიდოდეთ, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ _ სად და რისთვის მივდივართ?

მივდივართ იქ, სადაც დაკანონებულია ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება ანუ მამათმავლობა? იქ, სადაც პირველკლასელ ბავშვებს სექსის გაკვეთილებს უტარებენ? სადაც ზოგიერთ ბავშვს ორი მამა ჰყავს, ზოგს კი _ ორი დედა?

იქ, სადაც ხელისუფლებას, რომლისგანაც შველას ველით, მკვიდრი მოსახლეობა _ ინდიელები, ორ საუკუნეზე მეტია, რეზერვაციაში ჰყავს გამომწყვდეული?

აი ამსამოთხესთანგვსურს ინტეგრაცია?..

რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია, რომელსაც მოჰყვება ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება და ეკონომიკის გაჯანსაღება. საქართველოს ჰაერივით სჭირდება რუსული ბაზარი. დღეს ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არაფერი იწარმოება _ ექსპორტი იმპორტის მესამედიც არ არის. ქართველმა კაცმა მოწეული პროდუქცია ევროპის ბაზარზე რომ გაიტანოს, ჯერ კონკურენციის პრობლემა უნდა დაძლიოს, თანაც საქართველოდან ევროპაში გატანილმა პროდუქციამ შეიძლება ტრანსპორტირების ხარჯიც ვერ დაფაროს და ქართველმა, მოგების ნაცვლად, ზარალი ნახოს.

ამიტომაა საჭირო რუსეთთან კეთილმზობლური ურთიერთობის დამყარება და ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, სანამ ურემი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გადაბრუნებულა.

იური გორგაძე,

პენსიონერი

2 COMMENTS

  1. ბატონო იური! ღმერთმა დაგლოცოთ ასეთი უმნიშვნელოვანესი,საღი აზრის მოწოდებისათვის,მოხდენილად შეზავებული იუმორისათვის,ქართველი ხალხისათვის მეტად მტკივნეულ საკითხთა სამართლიანად გაანალიზებისათვის.ღმერთმა ქნას;თქვენი სიტყვების სიბრძნე,თქვენი საღი კრიტიკა,საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ,გაისიგრძეგანოს ქართველება სრულიად.გაარჩიოს დროულად მტერ-მოყვარე.უღრმესი მადლობა,ასე გემრიელად,ასე დროულად მწარე სიმართლისათვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here