Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ადრიანო ჩელენტანოს ელოდებიან

საქართველოში ადრიანო ჩელენტანოს ელოდებიან

3340
ადრიანო ჩელენტანო

პოპულარულ იტალიელი მუსიკოსი და მსახიობი კონცერტს თბილისში გაისად, მარტში გამართავს.

“ლეგენდარულ იტალიელ მსახიობსა და მომღერალს, ადრიანო ჩელენტანოს, თბილისში 2019 წლის მარტში ველოდებით”, _ განაცხადაა კომპანია Fix Group-ის მენეჯერმა ირაკლი კაკაბაძემ. ვარსკვლავის კონცერტი დაგეგმილია თბილისის საკონცერტო დარბაზში. საღამო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაივლის. ბილეთები 28 აგვისტოდან გაიყიდება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ, ვებგვერდზე biletebi.ge.

კონცერტის ორგანიზატორია Fix Group-ი. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ჩელენტანოს კონცერტი გადაიდოს, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა _ მას 2019 წელს 81 წელი უსრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here