Home ახალი ამბები მსოფლიო საქართველოს ხელისუფლება კვლავ საერთაშორისო პროვოკატორის როლშია

საქართველოს ხელისუფლება კვლავ საერთაშორისო პროვოკატორის როლშია

2716
საქართველოს ხელისუფლება კვლავ საერთაშორისო პროვოკატორის როლშია

საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის, პირით 20 თებერვალს კიდევ ერთ საერთაშორისო ანტირუსულ პროვოკაციას ააღებინა სტარტი, როცა გამოაცხადა, რომ შარშანდელი კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. სხვა ყველაფერთან ერთად აქ ერთი უცნაურობა იყო თვალში საცემი: თუ დანაშაულსა და გამოძიებაზეა საუბარი, ამაზე განცხადებით სამართალდამცავები უნდა გამოდიოდნენ და არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ეს სხვა თემაა.

საქართველოს ხელისუფლება აქამდე ყველანაირად ცდილობდა, ანტიტრამპულ ისტერიკაში არ ჩარეულიყო. ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაც შეუერთდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას და შანსი გვაქვს, ამერიკის მოქმედი და, დიდი ალბათობით, მომავალი პრეზიდენტის ავი ყურადღება დავიმსახუროთ. ვერ გეტყვით, რისთვის დასჭირდა ეს ივანიშვილს, მაგრამ, თუ ეს პროცესი მის ზურგს უკან განვითარდა, ორი რამის კონსტატაცია შეიძლება: ივანიშვილს გუნდში მოღალატეები მოუმრავლდნენ და ხელისუფლების კონტროლს კარგავს.

ქართველების “ჩაწოდებული” საინფორმაციო საბაბი სასწრაფოდ აიტაცეს შტატებში ტრამპის მოწინააღმდეგეებმა და მათ უკან მდგომმა ნეოლიბერალურმა მედიამ.

ორმა ამერიკულმა ნეოლიბერალურმა მედიასაშუალებამ _ New York Times-მა და Washington Post-მა კვლავ შეახსენეს შეშფოთებულ საზოგადოებრიობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში “რუსეთის საფრთხის” შესახებ.

თავდაპირველად, ნიუიორკული გამოცემა 5 წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა ერთი კვირის წინათ წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტში გამართული ბრიფინგის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკელი კონგრესმენები და დაზვერვის წარმომადგენლები.

ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უკვე ერევა 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში, რათა მიაღწიოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევას მეორე ვადით. 22 თებერვალს კი ნეოლიბერალური პროპაგანდის რუპორმა ვაშინგტონიდან, კვლავ “ვითარების მცოდნე” უცნობ პირებზე დაყრდნობით, მკითხველებს მოუთხრო ვიღაც ოფიციალური პირების შეხვედრაზე დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, სენატორ ბერნი სანდერსთან. ამ პირებმა სანდერსს უთხრეს, რომ რუსეთს განზრახული აქვს, მას დაეხმაროს საარჩევნო კამპანიაში.

რუსეთის მიმართ ჩვეულებრივი ბრალდებების გარდა, New York Timesს-მა ამჯერად გამოამზეურა მზვერავებისა და კონგრესმენების ბრიფინგის ზოგიერთი დეტალი.

სხვათა შორის, თუ ეს საიდუმლო შეხვედრა იყო, როგორ გამოჟონა 5 წყაროსგან ინფორმაციამ?

გამოცემის თანახმად, ამიერიდან რუსი ბოროტგამზრახველები მიმართავენ უფრო დახვეწილ ტაქტიკას, ამერიკული სერვერების გამოყენებით და სოციალურ ქსელებში თავს აშშ-ის მცხოვრებლებად წარმოადგენენ. ამით ისინი უბიძგებენ ამერიკის ნამდვილ მოქალაქეებს, შემდეგ თვითონ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

ამასთანავე, ამერიკის დაზვერვა რუსეთის მხარეს ირანის კიბერომზე პასუხისმგებელ ქვედანაყოფებში შეღწევაშიც ადანაშაულებს, რათა თეირანის სახელით მოაწყოს კიბერშეტევები.

კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან _ ადამ შიფმა, დონალდ ტრამპის დაუძინებელმა მტერმა და თეთრი სახლის მოქმედი ხელმძღვანელის იმპიჩმენტის მომხრემ, Times-ის წერილის შემდეგ კიდევ უფრო განავითარა თავისი მოღვაწეობა და ტვიტებით აავსო საინფორმაციო ველი “რუსეთის ჩარევის” თემაზე.

რუსეთის ჩარევის შესახებ ნარატივს აქტიურად ავრცელებენ დანარჩენი პროდემოკრატიული სტრუქტურებიც, მაგალითად, CNN-მა უკვე დაადანაშაულა მოსკოვი ქმედებებში, რომლებიცსაფრთხეს უქმნის დემოკრატიის ყველაზე წმინდა ინსტიტუტს _ ეროვნულ არჩევნებსაგრეთვე, ცდილობს, დაასუსტოს ეროვნული ერთობა”.

New York Times-ი, Washington Post-ი, CNN -ი და ამერიკული ფსიქოფანტაზიის სხვა გენერატორები ყველანაირად ცდილობენ, დაარწმუნონ ამერიკელები, რომ, თუკი ნოემბერში ტრამპს ხელახლა აირჩევენ, ეს მოხდება არა ეკონომიკური წარმატების ან მხარდამჭერთა მიერ სტადიონების გავსების გამო, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა ვლადიმერ პუტინს.

ამერიკელ საზოგადოებაში ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პუტინი აშშის არჩევნებში ერევა. არადა, ამერიკული არჩევნების მთავარი მტერი, რომელიც ანგრევს ამ არჩევნების გამჭვირვალობასა და ლეგიტიმურობას, არის არა მოსკოვში, არამედ თვითონ აშშში. ეს მტერი თავს ყოველთვის ამჟღავნებს ხოლმე შიფის ტვიტებში, CNN-ის სიუჟეტებსა და TIMESის სტატიებში.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

 გიორგი გავაშელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here