Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ხელისუფლება “დაჟინებით უმზერს” ყველაფერს, რაც ტრადიციულ ოჯახს, ეროვნულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება

საქართველოს ხელისუფლება “დაჟინებით უმზერს” ყველაფერს, რაც ტრადიციულ ოჯახს, ეროვნულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება

1419
ერთსქესიანები

ქართული ოცნება”, უკვე 5 წელიწადია, ხელისუფლების სათავეშია და, შეიძლება ითქვას, ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობის მიხედვით არათუ გაუტოლდანაციონალური მოძრაობის” 9-წლიან სისხლიან რეჟიმს, არამედ გაუსწრო კიდეც.

“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან 2 თვეში, 2012 წლის დეკემბერში, ვითომ ქვეყანაში სხვა პრობლემები არ იყო მოსაგვარებელი, სასწრაფოდ განიხილა საკითხი ბუსუსებიანი პრეზერვატივის გამოყენების შესახებ. ამას მოჰყვა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, 2013 წელს, ჰომოსექსუალთა მხრიდან ე.წ. აღლუმის გამართვის მცდელობა, რომელიც კრახით დასრულდა, ასი ათასამდე მართლმადიდებლის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო. მოგვიანებით დასავლეთისგან ფულითა და მხარდაჭერით შეგულიანებულმა ჰომოსექსუალებმა ტაქტიკა შეცვალეს და თავიანთი უფლებების დაცვის მომიზეზებით, ასევე დასავლეთის მეშვეობით, იერიში საკანონმდებლო ორგანოზე მიიტანეს.

სასკოლო მზაობის პროგრამა
სასკოლო მზაობის პროგრამა

2013 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, მიეღო კანონი, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული და, მიუხედავად ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტისა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს ერთხმად(!) მიიღო ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის განმტკიცება-პროპაგანდისკენ გადადგმული ნაბიჯია. მიმდინარე წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა (თავმჯდომარე სოფიო კილაძე, პირველი მოადგილე _ გედევან ფოფხაძე, მოადგილე _ რატი იონათამიშვილი, მოადგილე _ გიორგი ტუღუში, წევრები: ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, ირმა ინაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მხეიძე, ანრი ოხანაშვილი, რუსლან პოღოსიანი, სერგო რატიანი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ელენე ხოშტარია) 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში 17 მაისის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ აღნიშვნა შეიტანა(?).

ამა წლის 30 ოქტომბერს კი საქართველოს მთავრობამ #488-ე დადგენილებით დაამტკიცა “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები”, რომელთა მიხედვით საბავშვო ბაღებში აღმზრდელებმა ბავშვები არ უნდა დაყონ გოგონებად და ბიჭებად, მათთვის ყველანაირი აქტივობა და მასალა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა სამომავლოდ არ არსებობდეს გამიჯნული საქმიანობები გოგონებისა და ბიჭებისთვის. ეს .. სტანდარტები, რომლებიც გენდერულად ნეიტრალური საბავშვო ბაღების შექმნისა და სასწავლო სისტემაში გენდერული იდეოლოგიის შეტანის პირველი ეტაპია, დასავლეთის მიერ არის თავსმოხვეული და მომდინარეობს სქესთა აღრევის თეორიიდან, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ღვთისა და ბუნების კანონებს.

ტოლერანტული თოჯინები
ტოლერანტული თოჯინები

ეს სტანდარტები შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ (ავტორები: სტეფან საიფერი, იგორ ბალანჩივაძე, თამარ ბაქრაძე, თამარ გაბისონია, ნინო ლაბარტყავა, ნინო ფრუიძე, თამარ ლორია; სკოლამდელი განათლების კონსულტანტები _ მერი მორანი, ანა ჯანელიძე) და საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის საქართველოს წარმომადგენლობის, ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოსა” და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით მომზადებული “სასკოლო მზაობის პროგრამის” მიხედვით (“თამაში სწავლასა და განვითარებისთვის, აღმზრდელის სახელმძღვანელო”).

აღსანიშნავია, რომ ევანგელისტური ეკლესიის მიერ აშშ-ში არსებული ორგანიზაცია Vორლდ Vისიონ-ი, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან მოქმედებს, შემჩნეულია პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” პროდუქტებით მომარაგებაში, ხოლო სოროსის ფონდ “ღია საზოგადოების” ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის არის ცნობილი (იხ. წერილი “სოროსის სია”, “საქართველო და მსოფლიო”, #41, 2017 წ.).

პროგრამაში, რომელშიც ბავშვის აღზრდისა და მისი უნარების განვითარების მეთოდებზე ახალი ბევრი არაფერია ნათქვამი, არის ასეთი თავი: “თანასწორობა და გენდერული საკითხები”, რომელშიც აღნიშნულია:

შარლიზ ტერონმა თავის ბიჭს კაბა ჩააცვა, გოგონას ბიჭის ტანსაცმელი
შარლიზ ტერონმა თავის ბიჭს კაბა ჩააცვა, გოგონას ბიჭის ტანსაცმელი

“თანასწორობა მოიცავს გენდერულ საკითხებსაც. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა სამუშაოს შესრულება თანაბრად კარგად შეუძლიათ კაცებსა და ქალებს, თითქმის ყველა პროფესიაში ნელ-ნელა თანაბრდება კაცთა და ქალთა რაოდენობა (? _ ნ.კ.). ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, როდესაც ჩვენი ბავშვები ზრდასრული იქნებიან. პროგრამა თ-ა-მ-ა-შ-ი ბავშვებს ამზადებს როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი დღისთვის. აქედან გამომდინარე, აღმზრდელები:

* არ ახდენენ გოგონებისა და ბიჭების ხელოვნურად დაყოფას. მაგალითად, ჯგუფში დასწრების აღნიშვნისას გოგონებისა და ბიჭების რაოდენობის ნაცვლად, ითვლიან ბავშვების საერთო რაოდენობას. გენდერული დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ დასახულ მიზანს _ ბიჭებსა და გოგონებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას. აღმზრდელმა ბავშვების ჯგუფი შეიძლება დაყოს არა სქესის, არამედ სხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგალითად, მაისურის ფერის, სახელის პირველი ასოს, დაბადების თვის მიხედვით და .. ამ ტიპის კლასიფიკაცია, ამასთანავე, იძლევა სწავლასწავლების უფრო მეტ შესაძლებლობებს, ვიდრე ჯგუფის დაყოფა სქესის მიხედვით;

* უზრუნველყოფენ, რომ ყველანაირი აქტივობა და მასალა ყველა ბავშვისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. სასკოლო მზაობის ჯგუფში, ისევე, როგორც ზრდასრულთა ცხოვრებაში, არ არსებობს მკაცრად გამიჯნული საქმიანობები გოგონებისთვის ან ბიჭებისთვის;

* აქტიურად წაახალისებენ გოგონებისა და ბიჭების ერთობლივ თამაშსა თუ საქმიანობებს; საჭიროებისამებრ, ეხმარებიან მათ ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში; გეგმავენ აქტივობებს და მოიმარაგებენ ისეთ მასალებს, რომლებიც ორივე სქესის ბავშვებს დააინტერესებთ;

* აღმზრდელებს საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში შეაქვთ რეკვიზიტები და კოსტიუმები გოგონებისა და ბიჭებისთვის, კითხულობენ ან გაითამაშებენ ზღაპრებს, რომლებშიც თანაბრად არიან წარმოდგენილნი ორივე სქესის გმირები;

* პასუხობენ გენდერულად (სქესობრივი ნიშნით) დისკრიმინაციულ ქცევას, როგორიცაა ბიჭების მიერ თამაშიდან გოგოების გარიყვა (ან პირიქით), დამცირება და დაცინვა. ამ ტიპის ქცევები არაფრით განსხვავდება ბავშვებს შორის სხვა აგრესიული თუ უხეში ქცევისგან, რომელიც აღმზრდელებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ”.

როგორც ხედავთ, საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღებში აკანონებს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც აღმზრდელებმა ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ ტრანსგენდერობა ნორმაა, ხოლო გენდერი არჩევითია, გენდერული იდენტობას _ ბიჭი ხარ თუ გოგო, ბიოლოგიური სქესი კი არა, ადამიანის არჩევანი და თვითგანცდა განსაზღვრავს, ანუ საქართველოს მთავრობას სურს, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგოს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება არ არსებობს და დაუმახინჯოს ცნობიერება.

“სასკოლო მზაობის” პროგრამაში, რბილად რომ ვთქვათ, არასწორადაა წარმოჩენილი ქალსა და მამაკაცის შესაძლებლობები, თითქოსთანამედროვე სამყაროში ყველა სამუშაოს შესრულება თანაბრად კარგად შეუძლიათ კაცებსაც და ქალებსაც”. თუ ასეა, რატომ არ არიან ქალები თანაბრად დაკავებული მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებით, მაგალითად, მაღაროებში, შახტებში, მეტალურგიულ ქარხნებში, კარიერებზე, მშენებლობაზე, არმიაში. ან რას ნიშნავს თანაბრად კარგად შესრულება”? ვთქვათ, სპორტში ქალისა და მამაკაცის მაჩვენებლები სიმაღლეზე და სიგრძეზე ხტომაში, სიმძიმეების აწევაში, ან სირბილში თუ ბირთვის კვრაში _ ერთნაირია?

ან რას ნიშნავს “ხელოვნურად დაყოფა”? _ სქესის მიხედვით, ბავშვების გამორჩევა, ანუ ბიჭებად და გოგონებად დაყოფა ხელოვნურია?

ან რატომ არ უნდა იყოს გამიჯნული საქმიანობები და თამაშები გოგონებისა და ბიჭებისთვის? ბიჭისთვის _ ომობანას, ხოლო გოგოსთვის დედობანასა და სახლობანას თამაში დანაშაულია?

Gender Mainstreaming-ი ევროკავშირის 1997 წლის ამსტერდამის შეთანხმებით ოფიციალურ სტრატეგად არის აღიარებული. გაეროს დოკუმენტებში კი ის განისაზღვრება, როგორც “ძირითადი გლობალური სტრატეგია გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად”, რომელიც სავალდებულოა გაეროს წევრი ყველა ქვეყნისთვის. ყველა სახელმწიფომ აუცილებელად უნდა დაიცვას სქესების წონასწორობა და შეეწინააღმდეგოს უთანასწორობის დისბალანსს, რადგან გენდერული როლები _ არ არის ბიოლოგიური განსხვავების შედეგი, ისინი განისაზღვრება იმ სისტემებისა და კულტურის მიერ, რომლებშიც ვცხოვრობთ”.

ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ გენდერული როლების ჩამოყალიბებასა და შეცვლაზე. აქ ლაპარაკია 100%-იან გათანაბრებასა და უნიფიკაციაზე. აი ასეთ თეორიებს აყალიბებენ გენდერის ადეპტები თავიანთ “ნაშრომებში”.

მაგალითად, ამერიკელი ფილოსოფოსი, ფემინისტი ჯუდიტ ბატლერი, რომელიც სრულიად უარყოფს ბიოლოგიური სქესის ბუნებრიობას და სექსუალური გადახრების პროპაგანდით არის დაკავებული, ან მისი ფრანგი კოლეგა მიშელ ფუკო, რომლის კვლევა სექსუალურობის შესახებ უდროოდ შეწყვიტა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომმა ან კიდევ ფუკოს თანამემამულე შიზოანალიზის ფუძემდებელი ჟილ დელეზი.

2013 წელს ბერლინში ორგანიზაცია “დისენსის” პედაგოგებმა მოზარდებთან ჩაატარეს ე.წ. წინასწარშეგონების კონკურსი, რომელსაც, გავრცელებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, უნდა ეჩვენებინა, რომ მამაკაცები და ქალები ერთმანეთისგან გაცილებით ნაკლებად განსხვავდებიან. გაიმართა ცხარე დებატები საკითხებზე _ შეუძლიათ თუ არა გოგონებს ზეზეულად მოშარდვა და უნდა გამოხატონ თუ არა ბიჭებმა გრძნობები. ერთ-ერთ ჯიუტ ყმაწვილზე “დისენსის” პედაგოგებმა განაცხადეს: “ეს, უბრალოდ, თავს გვაჩვენებს, რომ ბიჭია, სინამდვილეში კი საშო აქვს”. დისენსისწარმომადგენლებს, ალბათ, ჰგონიათ, რომ ეს ძლიერი პედაგოგიური სვლაა, და, უეჭველად, სასარგებლო მოზარდისთვის, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რომელი სამყაროა მისთვის უფრო რეალური _ კომპიუტერული თამაშების აგრესიისა და ტრიუმფის ვირტუალური სამყარო თუ სიცრუისა და გულგრილობის. და ვინ იცის, რას მოიმოქმედებს ეს ბიჭი რამდენიმე წლის შემდეგ: შიშველი უკანალის ქნევას დაიწყებს გეიაღლუმებზე თუ ყვავილების თაიგულით ხელში მივა სამშობიარო სახლში ცოლისა და ახალშობილი შვილის მოსანახულებლად?

მსგავს “პედაგოგიურ მოღვაწეობას” ნებისმიერი ნორმალური ადამიანი დაგმობს, მაგრამ ასეთ პროექტებს Gender Mainstreaming-ს ჩარჩოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ და ლგბტ თემისგანაა მხარდაჭერილი.

ადამიანს ზოგჯერ ეჩვენება, რომ ან თავში რაღაც ვერ აქვს რიგზე, ან სრულიად მსოფლიო შეიშალა. სწორედ ასეთი განცდა დაგეუფლებათ, თუ გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგს (Gენდერ Mაინსტრეამინგ) კონცეფციას გაეცნობით, რომელიც ამერიკული უნივერსიტეტების წიაღში იშვა და ფემინისტური მიმართულების ნეოლიბერალიზმის იდეოლოგებმა აიტაცეს თანასწორობისთვის ბრძოლის ნიღბით და, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ დასავლეთის მარიონეტი პოლიტიკოსები…

ბავშვების ჟრიამული ქვიშის სათამაშო მოედანზე, თოჯინებისთვის კერძის მომზადება, მანქანების შეჯიბრება _ რომელი უფრო სწრაფია? _ ასეთი წარმოგვიდგენია საბავშვო ბაღი, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები მიგვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი კომფორტულ გარემოში უსაფრთხოდ იქნებიან. და გვგონია, რომ ეს ადგილი უსასრულოდ შორს არის პოლიტიკური ბატალიებისა და სოციალური ექსპერიმენტებისგან, მაგრამ ასე არ არის მათთვის, ვინც ცდილობს ადამიანების, შესაბამისად, საზოგადოების გარდაქმნას.

სწორედ ადმიანის გარდაქმნას ემსახურება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, კუნძულ გამლა სტანზე, 1998 წელს ლოტა რაიალინის მიერ შექმნილი და ლგბტ-ის მიერ მხარდაჭერილი საბავშვო ბაღი “ეგალია” (“თანასწორობა”), სადაც არ არიან “ბიჭები” და “გოგონები”, სადაც არ კითხულობენ “ფიფქიასა და 7 ჯუჯას”, “კონკიას,” იმიტომ, რომ ეს ზღაპრები ტრადიციულ ორიენტაციას ქადაგებენ, ასტრიდ ლინდგრენის “პეპი გრძელწინდა” კი იმიტომ არის მისაღები, რომ პეპი ანგრევს გენდერულ სტერეოტიპებს, ხოლო ეგზიუპერის “პატარა პრინცი” _ იმიტომ, რომ იქ ბიჭი არ არის მაჩო. ამ საბავშვო ბაღში მოწყობილ სამზარეულოში ვარდისფერ წინსაფრებში გამოწყობილი ბიჭები და გოგონები ერთად ამზადებენ კერძებს. აქ ბიჭებისთვის ტრადიციული გართობა _ ომობანა, სათამაშო ხმლებით ორთაბრძოლები, სირბილი, ჭიდაობა _ აკრძალულია. ამ ბაღში, სადაც ბავშვები დაყოფილები არ არიან ბიჭებად და გოგონებად, თოჯინებს სქესი არ აქვს.

1999 წელს ავსტრიაში გახსნილ საბავშვო ბაღში Fun & Care-ში (“გართობა და მზრუნველობა”), ცხოვრებაში გენდერული თეორიის გატარების მიზნით, ცდილობენ, “ბიჭებსა და გოგონებს გაუხსნან მეტი და მრავალფეროვანი გზა ნამდვილი თანასწორობისკენ” (პროფესიის, პარტნიოროის არჩევის და ა.შ.) და ბავშვებს სთავაზობენ “ახალ, დამკვიდრებული სტერეოტიპების ალტერნატიულ შესაძლებლობებს” _ გოგონებს ასწავლიან ფეხბურთს, სახელოსნო ინსტრუმენტების გამოყენებას, ბიჭებისთვის სათამაშო მანქანების წართმევას, ყვირილითა და ძალის გამოყენებით გარდერობში ადგილის მოპოვებას. ბიჭებს აჩვევენ, როგორ ითამაშონ თოჯინებთან, ასწავლიან სხეულის მოვლას, მასაჟს, თითოეულს აძლევენ კოსმეტიკისთვის განკუთვნილ ჩანთას, უხსნიან, რას ნიშნავს, იყოს ლამაზი, უღებავენ ფრჩხილებს, აცმევენ პრინცესის კაბას, აჩვევენ პასიურ როლს: მოთმინებას, დახმარების თხოვნას, დათმობას. მისაბაძები კი არიან აღმზრდელები. აი როგორიაგართობა და მზრუნველობა”.

სწორედ ამ იდეოლოგიის შედეგია ის, რომ გერმანიაში ახლახან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაბადების მოწმობებში მესამე სქესის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. ამით გერმანია იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ინტერსექსს ამ შესაძლებლობას სთავაზობს. ინტერსექსი არის ადამიანი, რომლის სხეულის ბიოლოგიური მახასიათებლები, გენიტალიები და ქრომოსომები არ შეესაბამება ქალის ან მამაკაცის სხეულის ტიპურ დეფინიციას. გაეროს ცნობით, ადამიანები, რომლებსაც ქალის და მამაკაცისთვის ტიპური ბიოლოგიური მახასიათებლები ერთდროულად /შერეულად აქვთ, მსოფლიოს მოსახლეობის 1,7%-ს შეადგენენ. ასეთ ადამიანებს რეგისტრაციის შესაძლებლობა უკვე აქვთ ავსტრალიაში, ინდოეთში, ახალ ზელანდიაში, ნეპალსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შვედი ფსიქიატრი, 7 შვილის მამა დევიდ ებერჰარდი, ავტორი წიგნისა “ბავშვები ხელისუფლებასთან. ლიბერალური აღზრდის საზარელი ნაყოფი” ამბობს: “უწოდო ბიჭებსაც და გოგონებსაც “ჰენ”-ი (hen _ ქათამი) ინტელექტუალური თვალსაზრისით, უპატიოსნოა, რადგან ეს ნიშნავს “ბიოლოგიური განსხვავების სრულ იგნორირებას”, და ეს არის თავისებური “ტვინების გამორეცხვა”, რომელიც მანამდე მუშაობს, სანამ ბავშვები პატარები არიან და მოკლევადიან პერსპექტივაში ეგუებიან, მაგრამ რა ხდება, როცა ჩვეულებრივ სკოლაში მიდიან და შეიტყობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში სექტაში ცხოვრობნენ? მტკიცება, რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავება არ არის, რელიგიური სექტის მოწოდებას უფრო ჰგავს, ამას მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს”.

ცნობილი გერმანელი სოციოლოგი გაბრიელა კუბი Gender Mainstreaming-ზე ამბობს: “ლაპარაკია სოციალურ ინჟინერიაზე, ახალი ადამიანის შექმნაზე. ამისთვის სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს ბავშვები და მათი სექსუალიზაცია უნდა მოახერხოს ადრეულ ასაკში”.

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტი არა მხოლოდ ბიოლოგიას, არამედ უფლის მიერ შექმნილ სამყაროს ეწინააღმდეგება. არ უწოდო მამაკაცს მამაკაცი, ქალს _ ქალი და ისინი რაღაც მესამე, ნეიტრალური სახელით მოიხსენიო, აბსურდია.

ქვეყანაში კატასტროფული დემოგრაფიული და ეკონომიკური ვითარებაა _ მცირდება მოსახლეობა, იმატებს უმუშევართა რაოდენობა, ყოველდღე უფასურდება ლარი. ადამიანები ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გარბიან, ხელისუფლება კი, ვითომ სხვა პრობლემა არ არსებობს ქვეყანაში, “დაჟინებით უმზერსჰომოსექსუალიზმსა და ყველაფერს, რაც ტრადიციულ ოჯახს, ეროვნულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

დასავლეთის “საგანმანათლებლო”, პროპაგანდისტული ორგანიზაციებისა და სტრუქტურების, კვლევითი განყოფილებისა და კათედრების, სამინისტროებისა და მასმედიის გიგანტური ინდუსტრია განაგრძობს კეთებას თავიანთი შავი საქმისა, რომელიც მიმართულია ოჯახის ინსტიტუტის ნგრევის, ბავშვების და, საერთოდ, საზოგადოების გარყვნისკენ. აი აქეთ უბიძგებს საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობას.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S.ბუსუსებიანი პრეზერვატივების, ანტიდისკრიმინაციული კანონისა და გენდერულად ნეიტრალური სასწავლო სტანდარტის დამტკიცების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ახალი გასართობი გამოუჩნდა _ სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის დასჯის ანუდაჟინებული მზერისკანონპროექტის შემუშავებადამტკიცება, რომლის ინიციატორია ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here