Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს, სტრატეგიული მოკავშირე კი არა, ძლიერი მფარველი სჭირდება!

საქართველოს, სტრატეგიული მოკავშირე კი არა, ძლიერი მფარველი სჭირდება!

3007
საქართველოს, სტრატეგიული მოკავშირე კი არა, ძლიერი მფარველი სჭირდება!

რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან _ დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”.

ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ილია ჭავჭავაძემ 1898 წელს მისწერა ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს.

ამონარდი, რომელიც ადრეც გამომიყენებია ჩემს სტატიებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღესაც მივმართე უდიდესი ქართველის ნააზრევს და წინამდებარე წერილს ერთგვარ ეპიგრაფად წარვუმძღვარე, რადგან მიმაჩნია, რომ დიდი ილიას გულიდან ამონახეთქი ზედმიწევნით ეხმაურება სტატიის სათაურის პათოსს, დღევანდელ საგანგაშო ვითარებას, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

საქართველოს უგვირგვინო მეფის ზემოთ მოყვანილი წერილის მოკლე შინაარსი კიდევ უფრო მოკლე რიტორიკული კითხვა-პასუხით შეიძლება გადმოვცეთ _ რუსეთს უფრო სჭირდება საქართველო თუ პირიქით _ საქართველოს რუსეთი?

ამ კითხვაზე პასუხი დიდი ილიასთვის ერთმნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, საქართველოს _ რუსეთი!

მაგრამ, რაც XIX საუკუნის ბოლოს ილიასთვის აქსიომა იყო, XXI საუკუნის დასაწყისში არაფერს ნიშნავს საქართველოს შეუგნებელი ურაპატრიოტების ან უფრო უარესი _ შეგნებული დემაგოგებისთვის, რომლებიც “რკინისებური” არგუმენტით _ “მაშინ სხვა დრო იყო”, ცდილობენ ილიას აზრის გაბათილებას…

ჰოდა, სიტყვამ მოიტანა და მცირე ისტორიული ექსკურსი არა მხოლოდ კონკრეტულად ილიას პერიოდში, არამედ უფრო შორეულ “სხვა დროში”, რათა უკეთ გავიგოთ ის, რაც და რატომაც გვჭირს ქართველებს დღეს:

ქართველთა სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის პირველ ორ მესამედს გადავახტები”, რადგან წერილის მთავარი თემის გასაშლელად ბოლო, დაახლოებით 10 საუკუნე იკმარებს და ამიტომსხვა დროშიექსკურსს ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიიდან დავიწყებ, იმ დროიდან, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად (თუ ჯერჯერობით კი არა, საერთოდ, უკანასკნელად) მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა.

ამ ბედნიერმა ხანამ (რომელსაც ოქროს ხანასაც უწოდებენ), როდესაც ქართველთა მიერ შექმნილი კავკასიის იმპერია, დიდების, ძლევამოსილების ზენიტში მყოფი, სრულიად ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაშიც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა. ამ პერიოდმა ერთმანეთის მიყოლებით, უწყვეტად, სულ რაღაც, 120 წელიწადი, დავით აღმაშენებლიდან ლაშა გიორგიმდე გასტანა.

მას შემდეგ, თუ არ ჩავთვლით გიორგი ბრწყინვალეს მართლაც ბრწყინვალე, მაგრამ ეპიზოდურ გამონათებას, ლენგთემურის ველური ურდოების შემოსევის შედეგად საქართველოში “დიდი ღამის” წყვდიადი ჩამოწვა.

მას შემდეგ, ვიდრე საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვინღა ჩიოდა, ქართველი ერი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა.

ქართველი ერის ყოფნა-არ ყოფნა განსაკუთრებით რეალური საფრთხის წინაშე იმ დროიდან აღმოჩნდა, როდესაც 1555 წელს, ამასიის ზავის შედეგად საქართველო ოსმალოს სცილასა და ქარიბდას შორის მოექცა.

გმირი ქართველი მეფენი უკეთეს შემთხვევაში რის ვაი-ვაგლახით, ლავირება-დიპლომატიის საშუალებით ახერხებდნენ თავიანთ სამეფოებში მშვიდობის შენარჩუნებას; უარესში კი სიცოცხლის ფასად _ მსოფლიოს არც ერთ სამეფო დინასტიას იმდენი წმინდანად შერაცხილი მეფე არ ჰყავს, რამდენიც ბაგრატოვნებს, მაგრამ ხშირად აღარც სიცოცხლის გაწირვა შველოდა საქმეს _ შაჰ აბასის შემოსევებმა გაანადგურა ქართლკახეთი; დასავლეთ საქართველოს ოსმალოთურქები აწიოკებდნენ; ლეკიანობა, ტყვეთა სყიდვა და ათასი ჯანდაბა თუ დოზანა, რომლებმაც ცალცალკე და ყველაფერმა ერთად XVIII საუკუნის ბოლოს ამიერიმიერი საქართველო ფიზიკური მოსპობის რეალური პერსპექტივის წინაშე დააყენა _ იმ დროს, როდესაც ქართლკახეთი მიიერთა რუსეთის იმპერიამ, სრულიად საქართველოს მოსახლეობა 450-500 ათას კაცს არ აღემატებოდა.

და ეს მაშინ, როდესაც ათეული წლების განმავლობაში იმერეთში სოლომონ I-სა და ქართლ-კახეთში ერეკლე II-ს ხმალი ქარქაშში არ ჩაუგიათ და ცხენიდან არ ჩამოქვეითებულან.

გამუდმებული შემოსევების შეძლებისდაგვარად მოგერიების პარალელურად ქართველი მეფეები ევროპის მონარქთა თუ ვატიკანის მოკავშირეობასაც აქტიურად ეძებდნენ, მაგრამ, მოკლედ და ხატოვნად თუ ვიტყვით, როდესაც საქართველო სისხლისგან იცლებოდა, მაშინ ევროპაციცას ეფერებოდა” , ერთადერთი იმედი ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირი იყო და აკი ყოველმხრივ ხმლის ქნევით დაღალულმა ერეკლე II- რუსეთთან სამოკავშირეო მფარველობითი .. გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა, რომელიც რუსეთის იმპერიამ მოკავშირეობის ნაწილში დაარღვია, სამაგიეროდ მფარველობა ნამდვილად გაგვიწია.

ქართლ-კახეთის სამეფოს მიერთება და ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის გაუქმება იმას ნიშნავდა, რომ დასავლეთ საქართველოსაც იგივე ელოდა და აკი ასეც მოხდა, მაგრამ ვიმეორებ: სამაგიეროდ, ფიზიკური განადგურებისა და უეჭველი ისლამიზაციის გამო ზნეობრივ-მენტალური გადაგვარებისგან გვიხსნა რუსეთის ერთმორწმუნე იმპერიამ.

მყისიერად შეწყდა ლეკიანობა და ტყვეთა გაყიდვა სტამბოლის ბაზარზე _ ქართველმა კაცმა შვებით ამოისუნთქა, ელემენტარულად წერა-კითხვა ისწავლა, ხოლო ბევრმა პეტერბურგის, მოსკოვის, კიევისა და სხვა ქალაქების უნივერსიტეტებში მიიღეს უმაღლესი, ევროპული დონის განათლება; შეიქმნა ქართული ოპერა, თეატრი, გაზეთი; აღორძინდა მწერლობა და ა.შ.

რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიის გუბერნიად ქცევას, ზემოთ თქმულ პლუსებთან ერთად, მინუსებიც ბევრი ჰქონდა, მაგრამ, რომ იტყვიან, ტარანი თვლითააო და დიდმა ილიამ ისტორიის სასწორზე აწონ-დაწონა საქართველოს რუსეთთან ყოფნის პლუს-მინუსები და რადგან პლუსებმა აშკარად გადაწონა მინუსები, ამიტომ თქვა ის, რაც წინამდებარე წერილის ეპიგრაფშია და უფრო მეტიც _ 1899 წლის 26 ნოემბერს დაწერა ბრწყინვალე წერილიასის წლის წინათ”, რომელიც თბილისში რუსის ჯარის პირველად შემოსვლის საიუბილეო 100 წლისთავს მიუძღვნა. დადებით მოვლენად აფასებდნენ სქართველოს რუსეთთან შეერთებას გრიოგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი და თვით მეფის ოხრანკის მიერ მოკლული დიმიტრი ყიფიანი და იმჟამინდელი საქართველოს საუკეთესო შვილები.

აი, ამ ყველაფერზე პასუხად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ “მაშინ სხვა დრო იყო” აქვთ შეუგნებელ და შეგნებულ მავანთ, რომლებსაც, გაგიკვირდებათ და, ახლა დავეთანხმები:

დიახ, სხვა დრო იყო და, მკითხველმა განსაჯოს, რომელი ჯობია _ თუ მაშინ მტრის მახვილისგან გველოდა განადგურება, ახლა სიკვდილიანობა უსწრებს შობადობას, ხოლო ქართველები, რომლებსაც საშუალება აქვთ, საქართველოდან უკან მოუხედავად გარბიან და მათ ადგილს უკანონო თუ კანონიერი მიგრანტები იკავებენ; მაშინ, ისლამიზაციის საფრთხიდან გამომდინარე, თუ გვემუქრებოდა ეროვნული თვითმყოფადობის, ქართველობის, მართლმადიდებლობის დაკარგვა, მოკლედ, გადაგვარებაგადაჯიშება, ახლა იმავეს .. ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების კამუფლაჟით ტოტალური ლგბტზაცია გვიქადის

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს უფრო შავ დღეში ვართ, ვიდრე იმ “სხვა დროში” ვიყავით.

და კიდევ ერთი დასკვნა: ჩვენისთანა პატარა ქვეყნის თანაბარუფლებიანი მოკავშირეობა ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან გამორიცხულია, თუნდაც ეს ერთმორწმუნე რუსეთის იმპერია იყოს, რომ არაფერი ვთქვათ აშშის იმპერიაზე, რომელთან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე თავს დებდა და დებს პოსტსაბჭოთა საქართველოს ყველა ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ აშშთან თანასწორუფლებიანი მოკავშირეობის ილუზორულობა თვით ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე, რომ იტყვიან, ზედაპირზე დევს _ აშშთან თანასწორ საუბარს დიდი შვიდეულის ქვეყნებიც ვერ ბედავენ და, აბა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რა სახსენებელია?!

ანალოგიური ვითარებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და რუსეთს შორის _ იქაც კარგად აცნობიერებენ, ვინ არის სახლში “ხაზეინი”, მაგრამ, ვინც ვერ გააცნობიერა, რაც მოუვიდა, საქართველო-უკრაინის მაგალითი ცხადყოფს _ პირველმა 2008 წელს ალიყური მიიღო, რომელმაც სოხუმ-ცხინვალის მსგავსად, სხვა ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო, ხოლო უკრაინა დე ფაქტო უკვე აღარ არსებობს და დე იურე მისი საბოლოოდ დაშლა და უფრო მეტიც, ყირიმის მსგავსად დონეცკ-ლუგანსკის, ოდესის, ხარკოვ-კიევის დაბრუნება რუსეთის წიაღში, რომ იტყვიან, მხოლოდ დროის საქმეა…

კი დავასკვენით, რომ საქართველოს სჭირდება რუსეთი და არა პირიქით, მაგრამ, ეს რომ ილიამ თქვა, მაშინ მართლაც “სხვა დრო” იყო და დღეს ისეთი გეოპოლიტიკური სურათია შექმნილი, რომ რუსეთსაც სჭირდება საქართველო.

როგორც წინა წერილში აღვნიშნე, სირიაში წარმატებული სამხედო კამპანიისა და დიპლომატიურ ფრონტზე გამარჯვების შედეგად ვლადიმერ პუტინი, გნებავთ, რუსეთის იმპერია, ევრაზიული კავშირის მსგავსად, ახლო აღმოსავლეთის დე ფაქტო გამგებელიც გახდა. ამ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ რუსეთს მხოლოდ მისი საზღვრების გასწვრივ ნატოს სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურების განლაგება აწუხებს და ამ სიტუაციაში საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსებაზე ოფიციალური უარის თქმა ის სამსახურია, რომელიც პატარა საქართველოს შეუძლია დიდ რუსეთს გაუწიოს.

ეს იქნებოდა ის, რასაც საკუთარი ეროვნული ინტერესების მტრის ინტერესებთან თანხვედრა და მისი გამოყენების ხელოვნება ჰქვია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გუშინდელი მტრის მოყვარედ ქცევა. მოყვარედ, რომელმაც ზემოხსენებული საფრთხეებისგან საქართველოს ისეთი მფარველობა შეიძლება გაუწიოს, როგორსაც წლების განმავლობაში თანაცხოვრებისას უწევდა ერთმორწმუნე საქართველოსა და ქართველ ერს, და ვინძლო ეს გზა აღმოჩნდეს ის, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პატარა, მაგრამ მაინც, იმედი ჰქვია.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ჩვენო საამაყო ბ-ნო დავით მხეიძევ, ღმერთმა მხნეობა მოგცეს მართალი სიტყვით ჩვენი გახარებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილიც გულში გეთანხმებათ და მხარს გიჭერთ, თორემ უკვე დიდი ხნის გაქრობილი იქნებოდით გურამ შარაძესავით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here