საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ისევ იზრდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 6 991 მლრდ დოლარი, ანუ 22 602 მლრდ ლარი შეადგინა. ეს 230 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 6,761 მლრდ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 6 991 მლრდ დოლარიდან მთავრობის საგარეო ვალი 6 737 მლრდ დოლარია, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი _ 254,095 მლნ დოლარი. საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). IDA-ს მიმართ ვალი 909 480 მლნ დოლარია; IBR-ის მიმართ _ 1 073 მლრდ, აზიის განვითარების ბანკის მიმართ კი _ 1 415 მლრდ.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 2 278 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი _ 1 791 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა 703 817 მლნ ლარით.
BPN.GE